ალეგრი „ინტერის

ალეგრი „ინტერის" ხელმძღვანელებს: „თქვენ განავალი ხართ, მაინც მეექვსე ადგილზე იქნებით“

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (0:1, პირველი თამაში 1:1), „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, „ინტერის“ აღმასრულებელ დირექტორ ბეპე მაროტას და კლუბის მენეჯერ დარიო ბაჩინის მიახალა: „თქვენ განავალი ხართ, მაინც მეექვსე ადგილზე იქნებით."

გასახდელში მისულმა ალეგრიმ ჯერ მკაცრად გააკრიტიკა თავისი გუნდის ფეხბურთელები ცუდი თამაშის გამო, შემდეგ კი თქვა: „სერია A-ში მათზე მაღალი ადგილი უნდა დავიკავოთ და ჩემპიონთა ლიგაზე არ გავუშვათ".

უცნობია მოხვდა თუ არა ალეგრის გამოხდომები მატჩის ოფიციალური პირების ანგარიშში.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „კრემონეზე“ და „ფიორენტინა“ ხვდებიან. პირველი მატჩი „იისფერების“ გამარჯვებით (2:0) დასრულდა. საპასუხო თამაში დღეს, 27 აპრილს გაიმართება ფლორენციაში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.