"ჩელსის" მწვრთნელობის ფავორიტი პოჩეტინოა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ზაფხულში შესაძლოა მაურისიო პოჩეტინო დაინიშნოს. „ტელეგრაფის“ ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი და ინგლისური კლუბი შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა.

„ჩელსის“ წარუმატებელი სეზონი აქვს, უკვე გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, ინგლისის ასოციაციის და ლიგის თასების გათამაშებას, ხოლო პრემიერლიგაში სატურნირო ცხრილის შუაშია.

„არისტოკრატებმა“ სეზონის მიმდინარეობისას 3 მწვრთნელი შეიცვალეს. ტომას ტუხელი გრემ პოტერმა შეცვალა, ხოლო მის ნაცვლად ცოტა ხნის წინ ფრენკ ლამპარდი დანიშნეს, რომელიც კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვეს.

ლონდონურ კლუბს აქამდე არაერთ მწვრთნელს უკავშირებდნენ, მაგრამ ბრიტანული მედიის ცნობით, მთავარი ფავორიტი პოჩეტინოა, რომელსაც პრემიერლიგაში „საუთჰემპტონსა“ და „ტოტენჰემში“ მუშაობის გამოცდილება აქვს, ბოლოს კი „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი იყო.