ჩეფერინი:

ჩეფერინი: "შესაძლებელია ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში გაიმართოს"

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2026 წელს შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაცია არ უარყო ალექსანდერ ჩეფერინმა.

უეფას პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკაში ფეხბურთი ძალიან პოპულარულია და ფინალის იქ ჩატარება შესაძლებელია.

„ეს შესაძლებელია, მსჯელობა დავიწყეთ. ფეხბურთი შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულარულია. ეს არის მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ბაზარი მომავლისთვის. ჩვენი შემოსავალი დიდია, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო დიდი იყოს, ვიდრე ახლა არის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ფულის 97% გუნდებზე ნაწილდება. რამაც შოკში ჩამაგდო, ის არის, რომ ევრო 2020-ს ამერიკაში უფრო მეტი ადამიანი უყურებდა, ვიდრე NBA-ს ფინალებს“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ უეფას 2026 წლამდე ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქები უკვე დასახელებული ჰყავს. მიმდინარე სეზონში ფინალი სტამბოლში გაიმართება, გაისად ლონდონში, ხოლო 2025 წელს - მიუნხენში.