„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, მაგრამ ნიგერიელ ფეხბურთელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ოსიმენმა შეიძლება მომდევნო სეზონშიც „ნაპოლიში“ დარჩენა გადაწყვიტოს, იმის გათვალისწინებით, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდში დარჩება, თვითონ კი პროექტის სათავეშია.
ვიქტორს კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და ნეაპოლში მშვიდად რომ იყვნენ, არაა გამორიცხული კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივოს. ნიგერიელს „ჩელსი“, პსჟ, „მანჩესტერი“ და „ბაიერნი“ ეპატიჟებიან, თუმცა, აურელიო დე ლაურენტისი მას 150 მილიონ ევროდ აფასებს. გარდა ამისა, ხსენებული კლუბებიდან ოსიმენს მხოლოდ მიუნხენური კლუბის პროექტი იზიდავს, თუმცა, რამდენად გადაიხდიან გერმანელები „ნაპოლის“ მოთხოვნილ თანხას უცნობია. შესაბამისად, ფეხბურთელმა შესაძლოა ერთი სეზონით დარჩენა გადაწყვიტოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 25 გოლი გაიტანა.