„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან იკამათა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
La Stampa-ს ინფორმაციით, მატჩის მიწურულს ლანდუჩი მსაჯების გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილო იყო და სპალეტის დაუპირისპირდა:
„მელოტო განავალო, შენს გულს შევჭამ“, - უთხრა მან „აძურის“ თავკაცს. Lega calcio-ს სადისციპლინო კომიტეტი მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს და დიდი ალბათობით, ლანდუჩი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.