„მანჩესტერ იუნაიტედი“ „პარი სენ-ჟერმრენის“ დიდვარსკვლავით, ნეიმარით დაინტერესდა.
Footmercato-ს ცნობით, ინგლისური კლუბი ჯერ არ არის მზად კონკრეტული შეთავაზებისთვის, მაგრამ რამდენიმე თვეა აკვირდება სიტუაციას ბრაზილიელის გარშემო, რომელსაც პსჟ-ის დატოვება სურს.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე პარიზელთა შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. 31 წლის თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.