მბაპემ პერესს ბოდიში მოუხადა

მბაპემ პერესს ბოდიში მოუხადა

პსჟ-ის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, „რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ესპანურ კლუბში გადასვლა სურს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი რამონ ალვარესი.

შეგახსენებთ, რომ შარშან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურებოდა და ჭორების თანახმად, ახლოს იყო მადრიდის „რეალში" გადასვლასთან, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა და პარიზულ გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტა. თავდამსხმელის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა პერესი და სამომავლოდ მის შეძენაზე უარი თქვა.

2022 წლის შემოდგომაზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მბაპემ კვლავ გადაიფიქრა და მადრიდის „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა.