დი ლორენცო:

დი ლორენცო: "მარადონას შემდეგ სკუდეტოს აღმართვა ჩემში დიდ ემოციებს იწვევს"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა ამ მოგებით ოცნებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.

„ეს არის გამარჯვება, რომელიც ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ჩვენს ოცნებასთან და ყველა ჩვენგანი ნამდვილად ძალიან ბედნიერები ვართ. „მილანთან“ ძალიან გვინდოდა მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ ტურნირი თავაწეულებმა დავტოვეთ. ეს იმედგაცრუება უკვე დავიწყებულია, მაშინვე მომავალ მატჩზე ფიქრი დავიწყეთ.

მიმდინარე სეზონში შეცვლაზე შესული ფეხბურთელები ყოველთვის ქმნიან განსხვავებას. როგორც ყოველთვის, მწვრთნელი ამბობს, შეცვლაზე შესული ფეხბურთელებით შეიძლება ნებისმიერი თამაშის სცენარი შეცვალო. იმაზე ფიქრი, რომ „ნაპოლის“ პირველი კაპიტანი ვიქნები, ვინც სკუდეტოს აღმართავს დიეგო მარადონას შემდეგ, უზარმაზარ ემოციას იწვევს“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს და 5 ქულა სჭირდება ჩემპიონობისთვის, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში თუ „ლაციო“ ყველა მატჩს მოიგებს. არსებობს შანსი, რომ „აძური“ მომდევნო ტურში გაჩემპიონდეს, თუ თვითონ "სალერნიტანასთან" მოიგებს, ხოლო „ლაციო“ „ინტერს“ სტუმრად ვერ დაამარცხებს.