იტალიური მედიის შეფასება:

იტალიური მედიის შეფასება: "მისი ფეხებიდან ყოველთვის შეიძლება რაღაც საინტერესო აღმოცენდეს"

„ნაპოლიმ“ ტურინის „იუვენტუსი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდა. იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში „ბებერი ქალბატონის“ წინააღმდეგ დადებითად შეაფასა, თუმცა არა საუკეთესოდ.

Calciomercato.com 6.5 ქულა: „გენიალური ბზინვარება აქვს, სამქულიანი მოქმედება აკლია, მაგრამ აჩვენებს, რომ სურს სასწრაფოდ ჩამოიშოროს „მილანთან“ გაცუდებული პენალტის მძიმე ტვირთი“.

Goal 6 ქულა: „მისი ფეხებიდან ყოველთვის შეიძლება რაღაც საინტერესო აღმოცენდეს და შესაბამისად, სისტემატურად ორმაგი მეურვეობის წინაშეა. რა ხარისხია!“

Tuttonapoli 6.5 ქულა: „73-ჯერ ეხება ბურთს და პროგნოზირებადი არასდროს ხდება. გოლები და საგოლე პასები ამჯერად არ აირს, მაგრამ მოედნის ყველა ნაწილში აიძულებს მეტოქეს, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გაჰყვეს. ამიტომ, როგორ შეიძლება უარყოფითად განსაჯო?“

Corriere Dell Sera 6 ქულა: „დრიბლინგის ღილაკი მუდმივად ჩართულია, თუმცა ხშირად პრაქტიკად ესთეტიკა ჭარბობს“.

Eurosport 6 ქულა: „ახლა ფაქტობრივად მუდმივად ორი მეტოქე ეთამაშება. ქართველი ნაკლებად დამანგრეველი ფეხბურთელი გახდა, ვიდრე სეზონის მთელი პირველი ნაწილის განმავლობაში იყო. ხშირად ცდილობს, მაგრამ არსებითად ცოტას აკეთებს“.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს და 5 ქულა სჭირდება ჩემპიონობისთვის, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში თუ „ლაციო“ ყველა მატჩს მოიგებს. არსებობს შანსი, რომ „აძური“ მომდევნო ტურში გაჩემპიონდეს, თუ თვითონ "სალერნიტანასთან" მოიგებს, ხოლო „ლაციო“ „ინტერს“ სტუმრად ვერ დაამარცხებს.