ანჩელოტი:

ანჩელოტი: "ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს, რაღაც უნდა შეიცვალოს!"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვიგოს „სელტასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა ლა ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგასა და გადატვირთულ კალენდარზე.

„მადრიდის „ატლეტიკო“ მეორე ადგილისთვის ბოლომდე იბრძოლებს და კარგ ფეხბურთსაც თამაშობს. ჩვენ, ჩვენი უნდა გავაკეთოთ და ბოლო ტურამდე ვიბრძოლოთ. გუნდი ძალიან კარგად, მაგრამ ზოგჯერ კალენდარი ძალიან უაზრობაა, ბევრი თამაშია და საჭიროა ფეხბურთელების ჯანმრთელობა გავითვალისწინოთ, რადგან ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოთამაშეები არიან.

ყველა თავის თავზე ფიქრობს: ლა ლიგა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ფიფა და უეფაც. მათთვის ფეხბურთელები არაფერს წარმოადგენენ და რაღაც უნდა შეიცვალოს. 4 თვეში, 30 დეკემბრიდან დღემდე მხოლოდ 8 დღე გვქონდა თავისუფალი.

„მანჩესტერ სიტი“? „რეალს“ დიდ პატივს სცემენ, კომპლიმენტები სასიამოვნოა, მით უფრო, გვარდიოლასნაირი მწვრთნელისგან. ისინი ფავორიტები არიან? არ ვიცი, ვიცი, რომ თანაბარი თამაში იქნება და ფინალთან ახლოს ვართ. ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა ანჩელოტიმ.