დე შილიო:

დე შილიო: "კვარაცხელიას თავისუფალი სივრცე არ უნდა დავუტოვოთ"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ სერია A-ს იუთუბარხთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს, რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი სივრცეები უნდა დაუტოვონ.

დე შილიომ ასევე ისაუბრა მატჩის მნიშვნელობასა და „იუვესთვის“ რევანშის შესაძლებლობაზე:

„ვფიქრობ, კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშის შეზღუდვა შესაძლებელია მისთვის, რაც შეიძლება ნაკლები სივრცის მიცემით. ცხადია, ის გადამწყვეტია, როდესაც წინ ღია სივრცეებს პოულობს და სივრცეებს აძლევენ ფინტებისთვის ან დარტყმისთვის. მის წინააღმდეგ კარგად თამაში დაგვჭირდება, შესაძლოა, ორმაგი მეურვეობითაც.

„ნაპოლისთან“ პირველ თამაშში მარცხი ჩვენთვის საკმაოდ მძიმე იყო სიამაყის გამოც, უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ჩვენთვის უბრალოდ ცუდი საღამო იყო. 3 ქულის გარდა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად ამ სიამაყის გამო უნდა ვითამაშოთ. ეს არის მატჩი, რომელშიც შურისძიების შესაძლებლობა გვაქვს“, - თქვა დე შილიომ.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.