ბელგიური „სერენის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟან-ლუი გარსიამ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელთან მუშაობდა, შესაბამისად, მას ძალიან კარგად იცნობს.
გარსიას განცხადებით, მიქაუტაძე სათამაშო სტილით და თვისებებით ჟან-პიერ პაპენს ჰგავს.
„სეზონის დასაწყისში ვიწინასწარმეტყველე, რომ 15-20 გოლს გაიტანდა. ჩემთვის გაუგებარი იყო, „მეცმა“ ის „სერენში“ იჯარით როგორ გამოუშვა შეტევაში მათი სირთულეების გათვალისწინებით. ამიტომ, არ მესმოდა, რატომ იყო ეს ფეხბურთელი ჩემთან. ამ ბიჭმა ჩემზე შთაბეჭდილება მაშინვე მოახდინა. ის სტილით ძალიან მაგონებს ჟან-პიერ პაპენს. ჭკვიანურად მოძრაობს, მარჯვენა ფეხით მისი დარტყმა კი თოფიდან გასროლას ჰგავს. ნიჭიერი, ჭკვიანი და შრომისმოყვარეა.
სეზონის დასაწყისში 4-2-3-1 სქემაში მას მარცხენა შემტევად ვათამაშებდი, მაგრამ 4-5 თვე ამ პოზიციაზე ტყუილად დაიკარგა, მიუხედავად იმისა, რომ გოლები მაინც გაჰქონდა. ის საკუთარ თავს ფორვარდის პოზიციაზე სრულად გამოხატავს, მისი ადგილი საჯარიმოშია. ფილიპ გაიოს რომ ვესაუბრე, მაშინვე ვუთხარი, რომ „მეცს“ ეს ბიჭი უნდა დაებრუნებინა, რაც შეიძლება მალე! გიორგი მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, ისევე, როგორც ჯალოუ და მაზიზი, რომლებიც „მეცს“ ასევე „სერენში“ იჯარით ჰყავდა გამოშვებული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „სერენში“ 2020-2022 წლებში თამაშობდა და ორივე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. მიმდინარე სეზონში ქართველი ფორვარდი 17 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია.