კოსტაკურტა:

კოსტაკურტა: "მისი თამაში მომეწონა, ჩემი აზრით, ის ყოველთვის ძლიერია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „მილანის“ ლეგენდარულმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. როგორც მან თქვა, არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ქართველ ფეხბურთელს აკრიტიკებენ.

„როგორ შევაფასებ კვარაცხელიას თამაშს? მე მომეწონა. ყოველთვის ძლიერია. პირველ ტაიმში დაცვამ ის შეაჩერა, რომელმაც გუნდურად ძალიან იმუშავა, „მილანის“ ფეხბურთელები ორმაგად, ზოგჯერ სამმაგად მეურვეობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მან რამდენიმე რთული სიტუაციიდან გამოსვლა მოახერხა. ზოგს ეჩვენება, რომ ის აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ორი თვის წინ იყო, მაგრამ ჩემს თვალში ის ყოველთვის ძალიან ძლიერია“, - თქვა კოსტაკურტამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონში 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 1 პენალტი მოიპოვა. გარდა ამისა, ხვიჩამ ამ ტურნირზე 2 პენალტი ვერ გაიტანა, ორივე პლეი-ოფში.