დიდი რღვევა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ვინ დატოვებს პარტიას დეკანოიძის შემდეგ

დიდი რღვევა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ვინ დატოვებს პარტიას დეკანოიძის შემდეგ

ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო გუნდში აღარ ირიცხება, მან ენმ უკვე დატოვა. მანამდე კი პარტია რომან გოცირიძემ დატოვა. როგორც for.ge-ს პარტიიდან წყარო უყვება, დეკანოიძე ბოლო არ იქნება, ვინც ენმ-ს დატოვებს და მას უახლოეს დღეებში ნიკა მელიას გუნდის წევრებიც მიყვებიან. ასევე, შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქცია ბაჩუკი ქარდავამაც დატოვოს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, ცნობილია, რომ ის საკითხზე კონსულტაციებს მართავს.

რაც შეეხება დეკანოიძეს, ის საკანონმდებლო საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ისე განაგრძობს. ფრაქციასთან ერთად ხატია დეკანოიძე პარტიასაც ტოვებს, ამბობს, რომ გუნდთან გარკვეულ გადაწყვეტილებებზე შეუთანხმებლობა აქვს, მათ შორის, საპარლამენტო ბოიკოტზე და 9 აპრილის აქციაზე. ხატია დეკანოიძემ ისიც დაადასტურა, რომ პარტიასთან უთანხმოება მერაბიშვილის ფაქტორმაც გამოიწვია.

თავად პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებს, რის გამოც ხატია დეკანოიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამბობს, რომ ყოფილი თანაპარტიელი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით დეკანოიძემ ოპოზიციის დაყოფაში მიიღო მონაწილეობა და ამით „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუწყო.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხატია დეკანოიძე „ნაციოანლურ მოძრაობაში“ იქნება თუ დამოუკიდებელი დეპუტატი, ის ხატია დეკანოიძედ დარჩება - ისეთივე ტიპის რადიკალურ-დესტქრუქციულ პოლიტიკოსად, როგორსაც საზოგადოება იცნობს. ის პარლამენტში ყოფნის დროს, ოპოზიციის მხარეს ყოველთვის იქნება და შეიძლება თემატური თანამშრომლობა „ნაციოანლურ მოძრაობასთანც“ ჰქონდეს. თუმცა ანალიტოკოსი აქვე დასძენს, რომ პარტიიდან დეკანოიძის და მისი მსგავსი შედარებით აქტიური პოლიტიკოსების გადინება, „ნაციოანლურ მოძრაობას“ მძიმე კრიზისამდე მიიყვანს.

„ვფიქრობ, მისი პარტიიდან წამოსვლა იმით არის გამოწვეული, რომ მას პიროვნული თუ სხვა ტიპის კონფლიქი ენმ-ის ახალ ხელმძღვანელობასთნა მოუვიდა. შესაძლოა, პარტიაში მისი რაღაცა კონკრეტული მოსაზრებები არ გაიზიარეს. შესაძლოა, სხვა, პიროვნული, წმინდა პოლიტიკური ეგოს ნიშნებიც იკითხებოდეს და უფრო ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვიტილება ამით არის განპირობებული. მეორე მიზეზი ალბათ ისაა, რომ ის პოლიტიკურად და პიროვნულადაც თავს კომფორტულად პარტიის ახალ ხელმძღვანელობასთან ვერ გრძნობს.

სრულად არ გამოვრიცხავ, რომ მას ლევან ხაბეიშვილთან და სხვა ახალ ლიდერებთან პიროვნული შეუთავსებლობა ჰქონდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დეკანოიძეს პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით უთანხომოება ჰქონდეს პარტიაში. ის მაინც პარტიის წევრებისგან განსხვავებით უფრო შორს მაყურებელი პოლიტიკოსია და არ სურს თუნდაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შეუსრულებლობა ხელისუფლებამ ოპოზიციას დააბრალოს. შესაძლოა, გულწრფელად ფიქრობდეს, რომ ქვეყნისთვის სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაცა ვიწრო პოლიტკური ინტერესები, რასაც ლევან ხაბეიშვილის მეთაურობით პარტია ავლენს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, იმ პროცესების ფონზე, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის, პარტიაში, ფაქტობრივად, შიდაფრაქციული ომია გამოცხადებული. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მელიას ირგვლივ დაჯგუფებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ლევან ხაბეიშვილის გუნდს, შეძლებისდაგვარად, წინააღმდეგობას  უწევენ. ისინი არ ესწრებიან სხდომებს და, ფაქტობრივად, პარტიაში ერთმანეთის ოპოზიციას წარმოადგენენ.

„აშკარაა, რომ ენმ-ში შიდაფრაქციული დაპირისპირებაა. ხაბეიშვილსა და მელიას დაჯგუფებებს შორის, ფაქტობრივად, ომია გაჩაღებული. ასეთი მდგომარეობა მე მგონი დიდ ხანს ვეღარ გაგრძელდება. ადრე თუ გვიან, მელიას და მის მომხრეებს მიანიშნებენ, რომ თუ ჩვენთან ხართ, ჩვენთან იყავით, თუ არადა თქვენი გზა მოძებნეთო. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ისეთი ადამიანები გადიან, რომელბიც შედარებით პრეზენტაბელური პოლიტიკოსები იყვნენ. მათ შეეძლოთ იგივე დასავლელ პარტნიორებთან საუბარი და კომუნიკაცია ძალიან მარტივად შეეძლოთ. ამერიკაში და ევროპაში ამ პოლიტიკოსებს იცნობდნენ. რაღაცა ავტორიტეტი და წონა ჰქონდათ. თუ ენმ-ს ასეთი ტიპის ხალხი შემოეცალა და მისგან მხოლოდ ხაბეიშვილის მსგავსი რადიკალებით დაკომპლექტებული შემადგენლობა დარჩება, საქართველოს მოსახლეობის რაღაცა ნაწილის მხარდაჭერა ექნება, მაგრამ რამდენად საკმარისი აღმოჩნდება ეს მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებზე, აქ უკვე ბევრი კითხვა ჩნდება“,-ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის აზრით, იმის მიუხედავად, რომ ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ის ყველაზე ადეკვატურ პოლიტიკოსად გამოიყურებოდა. ძაბირაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ის კარგად ხვდება ქვეყნისთვის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას რამხელა მნიშვნელობა აქვს, ამიტომ არ სურს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ეს ისტორიული შანსი ქვეყანამ დაკარგოს.

„ხატია დეკანოიძე ენმ-ის პირობებში საკმაოდ ადეკვატური და სწორად მოაზროვნე პოლიტიკოსია. მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა და წარსულისა, მგონია, ეს ქალბატონი ქვეყანაში არსებულ რეალობას ან ოპოზიციის გარშემო შექმნილ სიტუაციას ყველაზე სწორად აფასებს. ჩემთვის ისაა გასაკვირი, ამდენი ხნის განავლობაში ენმ-ში რას აკეთებდა. სწორია, როდესაც ამბობს, რომ პარალმენტის ბოიკოტი ენმ-ის მხრიდან დაუშვებელია. თუკი გვინდა, რომ ხელისუფლებამ 12-პუქნტიანი გეგმა შეასრულოს, ამას მარტო ის ვერ შეძლებს. ამაში ოპოზიციის მხარდაჭერაც არის საჭირო, საპარლამენტო მუშაობაა აუცილებელი. ასევე ნაციონალების ბოიკოტირების გამო საკონსტიტუციო შესწორებები ვერ გავა.

ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ ამ პუნქტის ჩაგდებას „ნაციონალებს“ და ოპოზიციას დააბრალებს ისევე, როგორც ეს შარლ მიშელის დოკუმენტის მიმართ მოხდა. ამიტომ 12-პუნქტიანი გეგმის არშესრულება „ნაციონალური მოძრაობის“ კისერზე გადავა. ამ შემთხვევაში ხელისუფლება მართალი იქნება. რომ გაჰკივიან ევროპა გვინდაო და ა.შ. რატომ არ შედიან პარლამენტში სამუშაოდ? „ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი შეფერილობა, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ხაბეიშვილი, ხელისუფლებას იმის საშულებას მისცემს, რომ 2024 წელს ოპოზიციური ამომრჩეველიც კი თავისკენ გადაიბიროს, მით უმეტეს, თუ ეს 5%-იანი ბარიერი დარჩება, რაც ასეც ჩანს. ეს ხალხი „ოცნებისთვის“ საარჩევნოდ ისეთი კარგი სამიზნეა, კაცი უკეთეს რომ ვერ ინატრებს. თუ ნაციონალები „ოცნებას“ ხელს უწყობენ იმაში, რომ ხელისუფლებაში მე-4 ვადითაც დარჩნენ, კი, ბატონო, ბოიკოტიც გამოუცხადონ და ყველაფერი“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოიძის გადაწყვეტილება ესმის, მან ამ შემთხვევაში მაინც იჩქარა. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მელიას მსგავსად, მასაც შეეძლო ჯერ დაეცადა და პარტია უფრო შემოდგომისთვის დაეტოვებინა. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვლი მელიას და მის გუნდსაც მალე იძულებულს გახდის, რომ პარტია დატოვონ, მას იმედი აქვს, რომ 2024 წელს 5%-იან ბარიერს მათ გარეშეც გადალახავს, ამიტომ საერთოდ არ ანაღვლებს არც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და არც სხვა საკონსტიტუციო ცვლილებები.

 

trampi რაც უფრო დემოკრატიულად ძაან ძაან მაგრად დაგვაჯვამენ თავზე უფრო უკეთესია --უფრო გამოფხიზლდება ეს ,,დემოკრატიისაკენ,, მიდერეკილ--მოდრეკილი ხალხი...
უფრო მალე გამოვლენ დემოკრატიული ილუზიებიდან
ამერიკა ჩვენი მეგობარია?---- ისემც იმათი კეთილები ქუნემ მთელმა მსოფლიომ.....
ხო უკვე კარგად გამოჩნდა მთელი ამ წლების მანძილზე ამერიკის ჩვენთან მეგობრობის ნამდვილი მიზანი??
აი კრედიტი მოგვცა ........ აი ხორბალი მოგვცა ........ აი დაგვეხმარა........ აგე ხომ დაინახეთ რატომ გვეხმარებოდა??---როცა იმათ ინტერესებს დასჭირდებოდა მთელი საქართველო კამიკაძეებად უნდა გადაქცეულიყო და მათი ინტერესებისათვის რუსეთისთვის დემოკრატიულად თავი შეგვეკლა
მარტო რუსის ტრაკში ეკლად ყოფნა საკმარისი არაა,, არა
აბა ეგენი ფულებს რომ გვახარჯებდნენ, გიჟები კი არ იყვნენ რომ მუქთად დაეხარჯათ ჩვენზე ფულები?..ეხლა გვეუბნებიან გადახდა უნდა ვალსაო.................სანაცვლოდ .წადით და თავი შეაკალით რუსეთს. თქვენი საქართველო სუ კიტრზეც გვკიდიაო....

ეხლა მაინც ჰასკაააცაააა რატო გვეხმარებოდნენ ეგენი??
ფერშტეინ?? მაგრამ ვისაც არ უნდა რომ ეს გაიგოს არც ფერშტეინი უშველით და არც ჰასკაცა
ჰოოდა ამათ გზაც იქით ჰქონიათ...
მოკლედ იმედი მაქვს რომ მანამ ეგენი ჩვენ გვიტირებენ დედას, მანამდე თვითონ ეტირებათ დედა და..... კოლუმბი მხედრიონელი გახდება!!!
1 წლის უკან
merab დიდი რღვევა?
არიქა ოცნება, იმოქმედე!
მკვდარი იყო ნაც მოძრაობა და გააცოცხლე; რღვევას ვერ მიხედავ?!
1 წლის უკან