საქართველოში უცხოელების მხრიდან ბინების შეძენა გააქტიურდა. უცხოელებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს ბათუმი წარმოადგენს, შემდეგ კი დედაქალაქი მოდის. მხოლოდ 2023 წლის იანვარში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე ბათუმში 339%-ით გაიზარდა.
უძრავი ქონების ბაზარზე, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები აქტიურობენ. მიუხედავად ამისა, რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობა ამ ტრანზაქციებში იმდენად სწრაფად არ იზრდება, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსების რაოდენობა, ან თუნდაც რუსეთიდან მიღებული გზავნილების მოცულობა.
არარეზიდენტებს ქართულ საბანკო სისტემაში ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საკრედიტო პროდუქტებზე. შესაბამისად, მათი ალტერნატივა საკუთარი თანხით უძრავი ქონების შეძენა ან შიდა განვადებაა. ბათუმში მდებარე სამშენებლო პროექტების 88% სთავაზობს კლიენტებს შიდა განვადების სერვისს, რითაც ის ლიდერია სხვა ქალაქებთან შედარებით. ყველაზე გრძელვადიანი შიდა განვადების შეთავაზებაც ბათუმში ფიქსირდება (საშუალოდ დაახლოებით 3 წელი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში 2 წელი); ამავე კვლევის თანახმად დეველოპერული კომპანიების გაყიდვების პროცესი თითქმის არასდროს გრძელდება 4 წელზე მეტი ხნით, ხოლო გაყიდვების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში საშუალოდ იყიდება სარეალიზაციო ფართის 66%. სწორედ ამით აიხსნება, რომ იპოთეკური სესხების ყველაზე დაბალი წილი დეველოპერული კომპანიების გაყიდვებში სწორედ ბათუმშია.
უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტი მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ უცხოელებისგან საქართველოში ბინების შეძენის დაინტერესება აქამდეც არსებობდა, რაც ეკონომიკურმა სტაბილურობამ მოიტანა.
„უძრავი ქონების შეძენით დაინტერესება პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული ქვეყნის მიმზიდევლობასთან, განვითარებასთან, ნაკლებ კრიმინალთან, ბიზნესის მარტივად კეთებასთან, ტურისტულ პოტენციალთან და ა.შ. ასე რომ, ქვეყნის განვითარების პარალელურად, უცხოელების მხრიდან ბინის შეძენის მოთხოვნაც გაჩნდა და იზრდება კიდეც. განსაკუთრებით ტურისტული რეგიონები იყო და არის მოთხოვნადი. ეს შეეხება შავი ზღვისპირეთს, კურორტებს და ასევე, ქალაქად არსებულ მშენებარე ობიექტებსაც. თუ დავაკვირდებით, ყველა იმ ლოკაციაზე გაიზრდა მოთხოვნა, რომელი ქალაქიც და ადგილიც ჩაერთო განვითარებაში.
ახლა გარე ფაქტორის აუცილებლობა იწვევს უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნის ზრდას. ამჟამინდელი ვითარება საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.
კომპანია „ქოლიერსის“ ცნობით, 2023 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით - 75%-ით, 1330 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის მოცულობა კი 98%-ით არის გაზრდილი და 58 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში 2023 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 72%-იანი მატება დაფიქსირდა. ბათუმში 2023 წლის იანვარში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად - 339%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი მოთხოვნის 39% და 68%-იანი მატება დაფიქსირდა, რამაც 579 და 296 ერთეული შეადგინა.
ბათუმში 2023 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 34%-ით გაიზარდა და კვ/მ-ზე 924 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი - 6%-ით, 674 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დეკლარირებული დემოკრატიის, უმართავი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადგილობრივი კაპიტალისტები, შენობებს, მიწას, წყალს, სოფლებს, ქალაქებს, წიაღისეულ სიმდიდრეს.... ყველაფერს გაყიდიან უცხოელ მყიდველებზე! აბა რა პრობლემაა არაბი შეიხებისათვის რომლებიც საფეხბურთო გუნდდის შესასყიდად მილიარდებს იხდიან მთლიანად იყიდონ მაგალითად ბაკურიანი და გუდაური, საქართველოს მთელი ენერგო სისტემა, ბათუმის და ფთის პორტები და ა.შ. აბა ბათუმში ბინების ყიდვა რა მოსატანია იმ უბედურებასთან შედარებით რაც გლობალურად მოელიდ საქართველოს უახლოეს მომავალში?! დროზე უნდა დავაღწიოთ ამ დამაქცეველ დემოკრატიულ ნარატივს თავი. რაც მალე მთ მეტი გვექნება გადარჩენის შანსი!
დიდება სტალინს!
დიდება ლავრენტი ბერიას!
დიდება საბჭოთა საქართველოს! რომელსაც ვერავინ გაყიდდა და ვერც ვერავინ იყიდდა!