უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მისი თქმით, ეს უნდა შეფასდეს ცივილიზებული ქცევის მაგალითი, რადგან ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას. ასეთ შეცდომად კი არესტოვიჩს დნიპროს დაბომბვის შესახებ გაკეთებული განცხადება ჩაუთვალეს, რომლის გამოც მან საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
14 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო შეტევა მიიტა-ნეს, რის შედეგადაც დნიპროში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ორი სადარბაზო ჩამოინგრა. შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.
იმავე დღეს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსეი არეს-ტოვიჩმა განაცხადა, რომ „ხ-22" ტიპის რუსული რაკეტა, რომელიც დნიპროში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაე-რო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც იგი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და აფეთქდა.
მის ამ განცხადებას უკრაინაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „არ აქვთ ცეშესაბამისი შეიარაღება, რომელსაც შეუძლია ამ ტიპის რაკეტების ჩამოგ-დება". ოლეშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ მრავალსართულიან შენობას მოხვდა „ხ-22" რაკეტა, რომელიც კურსკის ოლქიდან იყო გაშვებული.
არესტოვიჩი საყოველთაო კრიტიკის ობიექტად იქცა. ის რუსების სისატიკის გამართლებაშიც კი დაადანაშაულეს, რადგანაც მისი განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ საცხოვრებელი კორპუსი არ ყოფილა რუსების დარტყმის რეალური სამიზნე. არესტოვიჩს „საქონელი" უწოდეს და მისი ქცევა კი სახელმწიფოს ღალატად შეაფასეს.
დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა თავის „ტელეგრამ არხზე" მწვავედ გააკრი-ტიკა ოლექსეი არესტოვიჩი.
„ომის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ არესტოვიჩი არის საკუთარ თავზე შეყვარებული საქონელი... მაგრამ პრეზიდენტის აპარატში ვიღაც აშკარად ფსონს დებს მასზე. უკაცრავად, მე ვერ გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ უშიშროების სამსახური და კონტრდაზვერვა ვალდებულნი არიან უპასუხონ", - წერს ფილა-ტოვი.
უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ კი ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკოს განცხადებით, რადას რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა, რადგან არესტოვიჩის განცხადება „სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს".
არესტოვიჩის განცხადება იმის შესახებ, რომ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაც-ვის ძალებმა ჩამოაგდეს, რუსულმა მედიამ აქტიურად გააშუქა.
აღსანიშნავია, რომ არესტოვიჩი საჯარო განცხადებებისას ხშირად საუბრობდა საქარველოზე და საქართველოს ხელისუფლებას ღიად ადანაშაულებდა პრორუსული კურსის გატარებაში.
გასული წლის ოქტომბრის ბოლოს კი მან საქართველოზეც სკანდალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ კიევი მომავალში ქართველებს გადაარჩენს, ასევე მოლდოვას, სომხეთს.
„ჩვენ იქ მოვახდენთ ძალის პროეცირებას, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქართველები. გადავარჩინოთ მოლდოვა, სომხეთი.. ყველა გადავარჩინოთ. ეს კარგი ისტორია, რადგანაც მილიონ ჩვენს ბიჭებსა და გოგოებს, რომელთაც ომი გაიარეს, ყოველთვის მოეძებნებათ უახლოეს მომავალშ სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში", - განაცხადა არესტოვიჩმა გასული წლის 21 ოქტომბერს.