აქცია და კონტრ-აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - „ამას შესაძლოა ფიზიკური დაპირისპირება და უმართავი პროცესები მოჰყვეს“

აქცია და კონტრ-აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - „ამას შესაძლოა ფიზიკური დაპირისპირება და უმართავი პროცესები მოჰყვეს“

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული ოჯახები პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა თანამოაზრეებთან ერთად განაცხადა. ამავე ჯგუფის ცნობით, აქციები პერმანენტული იქნება. პრეზიდენტის რეზიდენციასთან ასევე პერმანენტულად მართვას აქციებს ენმ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამ ორ ჯგუფს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს, რასაც, მისი თქმით, შესაძლოა უმართავი პროცესები მოჰყვეს.

ია მეტრეველის თქმით, ისინი ოთხშაბათს 3 საათზე შეიკრიბებიან პრეზიდენტის რეზიდენციასთან. შეკრების მიზანია შეახსენონთ პრეზიდენტს საკუთარი სიტყვები, რომ არ შეიწყალებს სააკაშვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის შეწყალება მოხდა, მეტერველი ამბობს, რომ საზოგადოება ამას არ მოითმენს და შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს.

„მე არ ვიცი, მასზე გავლენას ახდენს ვინმე, რაღაცას სთხოვენ... არ ვიცი რა არის, მაგრამ საზოგადოება ამას არ მოითმენს და ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ. ჩვენი შეკრების მიზანი იქნება სწორედ ის, რომ შევახსენოთ პრეზიდენტს მისივე სიტყვები, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიწყალებს სააკაშვილს“, - განცხადა ია მეტერველმა.

სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება და პირობას დებს, რომ აქციები უბრალოდ სისტემატური კი არ იქნება, არამედ "პრეზიდენტის სასახლესთან „ვიცხოვრებთო“.

რა ფორმას მიიღებს სააკაშვილის შეწყალების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან? პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ შეიძლება მოხდეს დაპირისპირება და პროცესები უმართავი გახდეს.

„არ არის გამორიცხული, რომ პროცესმა მწავე ხასიათი მიიღოს. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ხალხი, რომელიც სააკაშვილის შეწყვლებას აპროტესტებს, წახალისებულია ხელისუფლების მიერ. ეს არის "ქართული ოცნების" გარკვეული პროპაგანდა, წააქეზოს საზოგადოება და კიდევ ერთხელ გაახსენოს, დააჯეროს სისხლიანი 9 წელი. ამიტომ არ გამოვრიცხავ პროვოკაციებს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. აქციის მონაწილეებს შორის შეიძლება მოხდეს დაპირისპირება, პოლიცია არ ჩაერევა, ხელისუფლება კი იტყვის,  რომ პოლიციამ ხალხი ვერ შეაჩერა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნიკა ჩიტაძემ.