ქართველ სამხედროებს მალე ახალი სამხედრო ფორმა ექნებათ. დღეს, საწარმოში პირველი ფორმა შეიკერა, რომლის კერვის პროცესსაც თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ირაკლი ალასანიას საწარმოს ხელმძღვანელობამ ის ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო, რომელიც ახალი სამხედრო ფორმის შეკერვისას გამოიყენება. ახალი ფორმების მაღალი ხარისხის მატერიით იკერება, რომელიც ნატოს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სამხედრო ფორმის კერვის პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა შენიშვნებიც არის გათვალისწინებული.
„ძალიან მოგვწონს ის მოდელი, რომელიც შემოგვთავაზეს. არმიის ჩაცმულობის შეკვეთა უკვე გვაქვს მიცემული. ეს ის ნაჭერია, რომელიც ჩვენს მეომრებს ავღანეთში, ასევე წვრთნების დროს გამოადგებათ. მიხარია, რომ ამდენი ჩვენი თანამოქალაქეა დასაქმებული. სხვა გეგმებიც გვაქვს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო ნათლად და ცხადად წარმოგიდგენთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შპს „დემეტრე 96“-ში დასაქმებულია სამხედრო მოსამსახურეთა, მათ შრის დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები.