შინაგან საქმეთა სამინისტროში პროექტ „Twining

შინაგან საქმეთა სამინისტროში პროექტ „Twining"-ის დახურვის ცერემონია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში პროექტ „Twining"-ის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვისდეპარტამენტის დირექტორი, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები, პროექტის ხელმძღვანელი ფილიპ ნარდინი, პროექტის მუდმივი მრჩეველი ჟან ფრედკრუზილარდი, ევროკავშირის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრისას მხარეებმა პროექტის მიმდინარეობისას განხორციელებული ტრენინგები და ღონისძიებები შეაფასეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„Twining"-ის პროექტი ოთხ კომპონენტს მოიცავდა: შს საგანგებო სიტუაციათა მართვის რეაგირების საშუალებების განვითარებას, საქართველოში სამოქალაქოუსაფრთხოების სფეროში არსებული კანონმდებლობისა და რეგულაციების გაუმჯობესებას, ეროვნულ დონეზე პრევენციული მოქმედებებისა დაშესაძლებლობების გაძლიერებას და მოსახლეობაში რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტი ითვალისწინებდა სამოქალაქო თავდაცვის სფეროსადა საგანგებო სიტუაციებში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას. უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს სამოქალაქო თავდაცვის სფეროში მოქმედიკანონმდებლობის დახვეწის მიზნით რეკომენდაციები მისცეს და მომზადდა შესაბამისი ინსტრუქციები.

„Twining“-ის პროექტი ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციების მართვისდეპარტამენტის მხარდაჭერას საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესების საკითხში.