კატარის მთავრობამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სტადიონების შესავსებად გულშემატკივრები დაიქირავა. ინფორმაციას Sporx-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ეს გადაწყვეტილება კატარში მსოფლიოს ჩემპიონატის მიმართ ინტერესის ნაკლებობის გამო მიიღეს. კატარის მთავრობა თითოეულ გულშემატკივარს დღეში 10 დოლარს გადაუხდის, ასევე უზრუნველყოფს დღეში სამჯერად კვებას და სასტუმროებში განთავსებას. გარდა ამისა, გადაეცემათ ეროვნული დროშები და გუნდს გაამხნევებენ.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ თუ სტადიონები რამდენიმე საათით ადრე ცარიელი იქნება, სტადიონზე ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების მუშებსაც უფასოდ შეუშვებენ და მათ ამ დროს სამუშაო პერიოდში გაუტარებენ, შესაბამისად, ხელფასსაც ავტომატურად გამოიმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს იწყება და ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება.