პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის?! პოლიტიკური მანევრი, თუ რეალობა? რა დგას ამ განცხადების უკან? რა პოლიტიკური პროდუქტი მიიღო ივანიშვილმა? დატესტილი საზოგადოება და მიხეილ სააკაშვილის ახალი აღიარება!
9 წლის მანძილზე “მიშას ცოცხზე” შემოსკუპებული დაბეჩავებული საზოგადოებისთვის ღირსების გამოღვიძება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. წლების მანძილზე საზოგადოების დიდი ნაწილი საკუთარ უფლებებში გარკვეული არ იყო, რამაც ხელი შეუწყო ტოტალიტარული მმართველობის ჩამოყალიბებას. ჩვენ ვიქნებით მანჩანჩალები, თუკი საკუთარ თავში არ გავძლიერდებით და არ გავაცნობიერებთ, რომ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას და ხალხივე ასამართლებს მას! ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი სახელმწიფოს გარანტიაა. აი, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა და კითხვა, რა იქნება ხვალ, თუკი ის აღარ იქნება პოლიტიკაში? არის კი ეს საზოგადოება ფსიქოლოგიურად მზად, რომ არ იყოს ორიენტირებული ერთ ლიდერზე?
ივანიშვილმა ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო, ის პოლიტიკიდან ვერ და არ წავა, ვიდრე არ შეასრულებს იმ დაპირებებს, რისთვისაც მას მოსახლეობამ ხმა მისცა! ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილ პარტიებს რომ თავში აუვარდათ, ეს მან უკეთესად იცის. ზოგიერთის პოლიტიკური კეკლუცი, მას ისევე აღიზიანებს, როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს. მან საკუთარ გუნდსაც დაანახა, რომ უმთავრესი მოთამაშე დღეს ივანიშვილია და თუკი ივანიშვილი მართლაც წავა პოლიტიკიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციაში გაწევრიანებულ ნეოლიბერალები სამუდამოდ გადაშენდებიან პოლიტიკიდან… რაც მთავარია, ამ ტესტით პრემიერმა სააკაშვილისგან აღიარებითი ჩვენება მიიღო, სამალავებიდან ზედაპირზე ამოსული სკანდალური ჩანაწერები, იარაღი, ნარკოტიკები და გაშიფრული ზონდერჯგუფები სააკაშვილისთვის მეხის დაცემის ტოლფასი იყო, ვენიდან მოსთქვამდა, ჩემი ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვინელებ, რომ შევარდნაძის მთავრობიდან ჯალათები გადმომყვნენო… “ნაცაფერისტების” ბელადში და “მწვალებელ პირველში” პოლიტიკური ცხოველი ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ გაცოცხლდა: “მე ვაპირებ, პოლიტიკიდან მალე წავიდე. როგორც კი, მიხეილ სააკაშვილი გადადგება და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედგება, მე მხოლოდ რამდენიმე დღე დავრჩები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს არჩეული, იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი. ჩვენ ასევე, პარლამენტის ძალიან კარგი თავმჯდომარე გვყავს და მე მაქვს იდეა იმის თაობაზე, ვინ შეიძლება დაიკავოს ჩემი ადგილი. საქართველოს პოლიტიკისთვის ცუდი იქნება, რომ ფსონი ყოველთვის ერთ ადამიანზე იდებოდეს, ახალი სისხლია საჭირო!”
სააკაშვილისა და “ნაციონალებისთვის” ივანიშვილის ეს განცხადება “ნაციონალური ოცნების” დასაწყისი აღმოჩნდა, ვადაგასულმა პრეზიდენტმა გორიდან მუშტები დაგვიბრახუნა _ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრევენციის მიზნით, დიახაც, ჩემი ბრძანებით იქმნებოდა შეიარაღებული დაჯგუფებებიო, მაგრამ ვიდეოკომპრომატები, რომელსაც ჩემი რეჟიმის დროს იღებდნენ, კასრში ამათ ჩადესო… ნაცებმა კი მუქარა მოაყოლეს, ბიძინა წავა და ჩვენ დავბრუნდებით და მერე ნახეთ, თქვენ რა დღეში ჩაგაგდებთო! მარსიდან გამოექანეთ, მარსიდააან!!!! სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხომ არ ემზადებით, “მიშარასტებო”?! მიხეილის “პაგონებიანი” ბიძა თემურ ალასანია ჩამოსულა, დისშვილს გაუჭირდაო და მასთანაც ხომ არ ექნება პროკურატურას კითხვები?! გადაგთვალათ ბიძინამ?! აი, “ჩემი პრეზიდენტის” განცხადებაში კი ნამდვილად არის, რაღაც პროკურატურისთვის საინტერესო!!! მისი ბრძანებით შექმნილა მწვალებელ-მანიაკთა სექტა, მთავარი შაითანი კი ამ ლოგიკით მიშა გამოდის! როცა არწივები დუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას და მაინც, მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ბიძინამ პოლიტიკური ტრიუკი ჩაუტარა მიშას, “აყბედებულ თუთიყუშს” კი 9 წელი ძვირად დაუჯდება. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილმა აშშ-ს ელჩს განუცხადა, რომ მისი ხელისუფლება სააკაშვილის დაიჭერს, გაოგნებულმა ელჩმა ივანიშვილს უთხრა, რომ თქვენ ამას ვერ და არ გააკეთებთო, პრემიერის პასუხი იყო ასეთი: ამასაც დაგანახებთ, როგორ დავიჭერ მიხეილ სააკაშვილს და როცა ქვეყანას დავალაგებ, მაშინ კი მშვიდად წავალ პოლიტიკიდანო!