შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით აჭარის რეგიონში იმყოფებოდა. შს მინისტრის გადაწყვეტილებით, გასვლითი თათბირი დაინიშნა სწორედ იმ რეგიონში, სადაც ყველაზე მეტ დამსვენებელს ელოდებიან.
საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მინისტრმა ბათუმში საქართველოს რეგიონების სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელების ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 1 კვირიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს ტურისტებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით.
თათბირზე ასევე განიხილეს პოლიციის მუშაობის 6 თვის შედეგები. წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 3277 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია. მინისტრმა პოლიციის მუშაობა დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო ნარკოტრეფიკის საქმის გახსნის მნიშვნელობას.
2013 წლის 6 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:
ქვეყნის მასშტაბით
2012 წელს:
მომხდარი დანაშაული: 17485
აქედან გახსნილი: 4271
გახსნის მაჩვენებელი: 24,4%
2013 წელს:
მომხდარი დანაშაული: 14128
აქედან გახსნილი: 7243
გახსნის მაჩვენებელი: 51,3 %
დანაშაულის კლება: 3277
გახსნის მაჩვენებლის მატება: 26,8%
თბილისი
2012 წელს:
მომხდარი დანაშაული: 7744
აქედან გახსნილი: 1925
გახსნის მაჩვენებელი: 24,9%
2013 წელს:
მომხდარი დანაშაული: 7032
აქედან გახსნილი: 2506
გახსნის მაჩვენებელი: 35,6%
დანაშაულის კლება: 712
გახსნის მაჩვენებლის მატება: 10, 8%
იმერეთი - რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი
2012 წელს:
მომხდარი დანაშაული: 2603
აქედან გახსნილი - 523
გახსნის მაჩვენებელი: 20,1%
2013 წელს
მომხდარი დანაშაული: 1307
აქედან გახსნილი - 982
გახსნის მაჩვენებელი: 75,1%
დანაშაულის კლება: 1296
გახსნის მაჩვენებლის მატება: 55%
კახეთი
2012 წელს
მომხდარი დანაშაული: 803
აქედან გახსნილი: 384
გახსნის მაჩვენებელი: 47,8%
2013 წელს
მომხდარი დანაშაული: 1045
აქედან გახსნილი: 794
გახსნის მაჩვენებელი: 76%
დანაშაული მატება: 442
გახსნის მაჩვენებლის მატება: 28%
სამეგრელო- ზემო სვანეთი
2012 წელს
მომხდარი დანაშაული: 1194
აქედან გახსნილი: 241
გახსნის მაჩვენებელი: 23,5%
2013 წელს
მომხდარი დანაშაული: 683
აქედან გახსნილი: 494
გახსნის მაჩვენებელი: 72,3%
დანაშაულის კლება: 511
გახსნის მაჩვენებლის მატება: 48,8%
აჭარა
2012 წელს
მომხდარი დანაშაული: 1387
აქედან გახსნილი: 218
გახსნის მაჩვენებელი: 15,7%
2013 წელს
მომხდარი დანაშაული: 1282
აქედან გახსნილი: 771
გახსნის მაჩვენებელი: 60,1%
დანაშაულის კლება: 105
გახსნის მაჩვენებლის მატება: 44,4%
გურია
2012 წელს
მომხდარი დანაშაული: 289
აქედან გახსნილი: 115
გახსნის მაჩვენებელი: 39,8%
2013 წელს
მომხდარი დანაშაული: 289
აქედან გახსნილი: 133
გახსნის მაჩვენებელი: 46%
გახსნის მაჩვენებლის მატება: 6,2%
ქვემო ქართლი
2012 წელს
მომხდარი დანაშაული: 2157
აქედან გახსნილი: 715
გახსნის მაჩვენებელი: 14,6%
2013 წელს
მომხდარი დანაშაული: 894
აქედან გახსნილი: 503
გახსნის მაჩვენებელი: 56,3%
დანაშაულის კლება: 1843
გახსნის მაჩვენებლის მატება: 41,7%
მცხეთა-თიანეთი
2012 წელს
მომხდარი დანაშაული: 423
აქედან გახსნილი: 107
გახსნის მაჩვენებელი: 25,3%
2013 წელს
მომხდარი დანაშაული: 419
აქედან გახსნილი: 262
გახსნის მაჩვენებელი: 62,5%
დანაშაულის კლება: 4
გახსნის მაჩვენებლის მატება: 37,2%
სამცხე-ჯავახეთი
2012 წელს
მომხდარი დანაშაული: 247
აქედან გახსნილი: 160
გახსნის მაჩვენებელი: 64,8%
2013 წელს
მომხდარი დანაშაული: 338
აქედან გახსნილი: 296
გახსნის მაჩვენებელი: 74,4%
დანაშაულის მატება:151
გახსნის მაჩვენებლის მატება: 9,6%
შიდა ქართლი
2012 წელს
მომხდარი დანაშაული: 638
აქედან გახსნილი: 243
გახსნის მაჩვენებელი: 38,1%
2013 წელს
მომხდარი დანაშაული: 739
აქედან გახსნილი: 502
გახსნის მაჩვენებელი: 74,4%
დანაშაულის მატება: 141
გახსნის მაჩვენებლის მატება: 26,4%