დღეს ზუსტად 70 წელი შესრულდა დიდი ირლანდიელი მწერლის – ჯეიმზ ჯოისის გარდაცვალებიდან. ჯოისის შემოქმედებას ეკუთვნის მისი ყველაზე გახმაურებული რომანი “ულისე“ (1922 წ.) და ნოველა “ფინეგანის სამძიმარი“ (1939), მოკლე ნოველების კრებული “დუბლინელები“ (1914) და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები “ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ (1916 წ.).
მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს - ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს.
ჯოისის ნაწარმოებებში მნიშვნელოვნად იგრძნობა მისი ირლანდიური წარმომავლობა. მისი ერთ-ერთი ადრეული მოთხრობების კრებულში, აღწერილია დუბლინელი საზოგადოების დეგრადაცია და პარალიზება. 1987 დირექტორმა ჯონ ჰასტონმა (ფილმი გახლდათ ჰასტონის ბოლო სერიოზული ნამუშევარი) გადაიღო კინო განსვენებულნი რომელიც გახლდათ სწორედ დუბლინელების ბოლო მოთხრობის კინო-ინტერპრეტაცია.
ჯოისმა 1904 წელს გამოაქვეყნა პირველი სატირული ხასიათის პოეზიის კრებული, სადაც თავს იწონებდა როგორც კელტური აღორძინების ხანის ლიდერი. მისი კრებული “კამერული მუსიკა“ შეიცავდა 36 მოკლე ლირიკულ ლექსს. ამ პუბლიკაციამ იგი ფაქტიურად ჩართო “იმიჯისტების ანთოლოგიაში“.
1906 წელს ჯოისმა დაიწყო მუშაობა ნოველაზე – “ულისე“. თუმცა დასაწყყისში მას არ ქონდა დაგეგმილი თჲ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ნოველაში, მაგრამ გამოკვეთილი ყავდა პერსონაჟი ლეოპოლდ ბლუმი და ასევე მისდევდა 1914 წლის ქრონოლოგიურ მოვლენებს. ნაწარმოებზე მუშაობა დაასრულა 1921 წელს. კიდევ სამი თვე დაჭირდა იმისათვის რომ ჯოისს საბოლოოდ დაესრულებინა მისი შესწორება, ეს ფაქტიურად დაემთხვა მისი 40 წლის იუბლეს, 1922 წლის 2 თებერვალს.
ნაწარმოები ულისე, რომლის 600 გვერდი დათმობილი აქვს დუბლინელი ებრაელის ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღის ისტორიას (16 ივნისი, 1904), იმდენად ფართოდ განიხილავს დუბლინს რომ თავად ავტორის მტკიცებით, წიგნზე დაყრდნობით ადვილი შესაძლებელი იქნებოდა ისტორიული დუბლინის აღდგენა მისი დანგრევის შემთხვევაში. 16 ივნისი მთელ მსოფლიოში ჯოისის თაყვანისმცემელთა მიერ აღინიშნება როგორც ბლუმსდეი (Bloomsday).