ვანო მერაბიშვილის ირგვლივ მიწა სკდება და ცა ინგრევა - შავ-ბნელი საქმეების უახლესი ფაქტები!!!

ვანო მერაბიშვილის ირგვლივ მიწა სკდება და ცა ინგრევა - შავ-ბნელი საქმეების უახლესი ფაქტები!!!

მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" დაქვემდებარებული უშიშროების სამსახურები არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე აგროვებდნენ კომპრომატებს, არამედ უცხოეთის მოქალაქეებზეც. ამის შესახებ "ქრონიკას" კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

კუდში შექმნილი იყო სპეციალური საიდუმლო განყოფილება, რომელსაც უშუალოდ ვანო მერაბიძვილის კურირებდა. ამ განყოფილებას ევალებოდა შეძლებული უცხოელი მოქალაქეების კომპრომეტირება, შემდეგ კი ამ კომპრომატების საშუალებით მათი შანტაჟი და ფულის (ქონების) გამოძალვა. ამ საქმიანობისთვის ქართული სპეცსამსახურები ეფექტურად იყენებდნენ საქართველოში არსებულ კაზინოებსა და სასტუმროებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართული კაზინოებისა და ფეშენებლური სასტუმროების უმრავლესობა ამ მაქინაციებში იყო ჩართული.
მოდით, ჯერ კაზინოებით დავიწყოთ.

საქართველოში თითქმის ყველა მსხვილ კაზინოს სააკაშვილის კლანის წევრები აკონტროლებდნენ.მოგეხსენებათ, ყველა კაზინოში ათეულობით და შესაძლოა, მეტი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. შს სამინისტროს ყველა კაზინოში ჰყავდა თავისი წარმომადგენელი. მისთვის სასურველი კამერების ჩანაწერებსაც სამორინეების უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები მათ გადასცემდნენ.

კუდი-ის სპეცგანყოფილება ნადირობდა იმ ისლამური ქვეყნების ბიზნესმენებზე, რომელთა კანონდებლობასაც საკუთარ მოქალაქეს აზარტული თამაშებისთვის უმკაცრესად სჯის ან სადაც შარიათის კანონი მოქმედებს. ასეთ სახელმწიფოებში კაზინოში მხოლოდ შესვლაც კი მრავალწლიანი ციხის ტოლფასია, ზოგან კი, ნებისმიერი აზარტული თამაშით გართობა სამუდამო პატიმრობითაც ისჯება.
ეს სასჯელი უმთავრესად ამ ქვეყნების იმ მოქალაქეებს ემუქრებათ, რომელთაც უცხოეთში უწევთ ყოფნა, თორემ კაზინოები და სლოტ-კლუბები იქ არც არის. სწორედ ასეთი ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულ ბიზნესმენებზე ნადირობდნენ სპეცსამსახურები. ადამიანის ცდუნება, თუნდაც ორთოდოქსი ისლამისტი იყოს, შეუძლებელი არ არის. მით უმეტეს, თუ მან იცის, რომ საკუთარი ქვეყნის "ზნეობის პოლიცია" არ უთვალთვალებს და უცხო ქვეყანაში თავს ლაღად გრძნობს. ამას დაუმატეთ სპეცსამსახურების მიერ დაგებული მახეები და მიზანიც მიღწეულია.
აი, ამგვარი კატეგორიის ბიზნესმენთა კაზინოში შეყვანასა და თამაშში ჩართვაში მთელი სპეცგანყოფილება იყო ჩართული.

ცხადია, ამ ბიზნესმენს ქართველი კოლეგებიც ახლდნენ და კაზინოში სწორედ ეს ბიზნესმენები ექაჩებოდნენ უცხოელს, აქეზებდნენ, რომ მათთან ერთად ეთამაშათ. სამაგიეროდ, შედეგიც მუდამ შესაშური იყო. მუსლიმან ბიზნესმენს მეორე დღესვე ხვდებოდა სასტუმროს ნომერში სურათები, სადაც ის რულეტკასთან, კამათლებით თუ პოკერის სათამაშო მაგიდასთან ბანქოს დასტით იყო გადაღებული. იქვე უტოვებდნენ  კაზინოში "ფლეშკაზე" ჩაწერილ მისი თამაშის ამსახველ რამდენიმე ეპიზოდს.

შემდეგ მსხვერპლს სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ურეკავდა, რომელიც მუქარის ტონით ეტყოდა მას, რომ, თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მაშინ მისი კაზინოში თამაშის ამსახველი ფარული კამერის ჩანაწერი გადაეცემოდა მისივე ქვეყნის საელჩოს, საკონსულოს ან წარმომადგენლობას საქართველოში. თუ კონკრეტულ ქვეყანას საქართველოში ასეთი არაფერი ჰქონდა გახსნილი, მაშინ ამ ჩანაწერის მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემით ემუქრებოდნენ.

იყო შემთხვევები, რომ კადრების სოციალური ქსელში ატვირთვითა და გასაჯაროებით დამუქრებიან. ცხადია, აქედან ნებისმიერი ვარიანტი, მსხვერპლს მრავალწლიან ან უვადო ციხეს უქადდა საკუთარ ქვეყანაში და ტელევიზიითაც გამოაჭენებდნენ, როგორც უღირსსა და ურწმუნო ადამიანს. უკეთეს შემთხვევაში, მუდმივ ემიგრაციაში მოუწევდა ცხოვრება. მოკლედ, ადამიანს აწყობილი ცხოვრების სრული განადგურებით ემუქრებოდნენ.

მორალურად გატეხილი მსხვერპლი ქართული სპეცაგენტის ყველა მოთხოვნას თანხმდებოდა. შემდეგ ყველაფერი უპრობლემოდ გვარდებოდა. მასთან სასტუმროშივე ცხადდებოდა კუდი-ის თანამშრომელი. კუდ-ს კარგად ჰყავდა მსხვერპლი შესწავლილი, დეტალურად იცოდა მისი ბიზნესაქტივების შესახებ. კუდ-ის აგენტი სთავაზობდა გამოსავალს _ საქართველოში განეხორციელებინა ინვესტიცია, ხოლო შემდეგ, ეს ბიზნესი საქართველოს იმ მოქალაქეებზე გადაეფორმებინათ, ვისზეც ეტყოდნენ.

ხაფანგში გაბმულ აზარტის მოყვარულს სხვა რა გზა ჰქონდა? მას მზამზარეულ ბიზნესპროექტსა და უკვე ხელმოსაწერად გამზადებულ კონტრაქტს მოურბენინებდნენ და ხელს აწერინებდნენ. ამის შემდეგ ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მავანმა ბიზნესმენმა საქართველოს ტურიზმის განსავითარებლად მილიონი დოლარის ეინვესტიცია განახორციელა. ყოფილა შემთხვევები, რომ ეს ძალად ინვესტორები `ნაცტელევიზიებითაც~ უჩვენებიათ და მათ საქართველოს საუკეთესო ბიზნესგარემოსთვის ტელევიზიით ტირადებიც კი უძღვნიათ.
წყარო აცხადებს, რომ ამ გზით "დავერბოვკებული" ერთ-ერთი ბიზნესმენის ფულით თბილისში აშენებული საცურაო კომპლექსი თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ერთმა `ნაციონალმა~ დეპუტატმა ერთად გახსნეს.
იცოდა თუ არა ამ ბიზნესმენის გასაჭირის შესახებ სააკაშვილმა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. საბოლოოდ კი, ყველაფერი ასე სრულდებოდა: რამდენიმე თვეში ან ერთ წელიწადში, საქართველოში ნაყიდ ობიექტს უცხოელი ბიზნესმენი ოფიციალურად რომელიმე ქართველ ბიზნესმენს მიჰყიდდა, გარიგების შედეგად მიღებული თანხა კი ბანკიდან გამოჰქონდა და "მყიდველს" აძლევდა. თავად კი, შეშინებული და გაბითურებული ისე ტოვებდა საქართველოს, აქეთ მოხედვაც არ სურდა. იყო შემთხვევები, როცა მავანი ბიზნესმენი საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე უარს ამბობდა და იხვეწებოდა, დასახელებულ თანხას გადავიხდი, ოღონდ "ინვესტიციის განხორციელების" გარეშე, დროზე გამიშვით აქედან და საქართველოში მეორედ დასაბრუნებელს ნუღარ გამხდითო. ასეთ შემთხვევაში, მას აძლევდნენ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კონკრეტული ფირმის საბანკო ანგარიშს და ფულის ამ ანგარიშზე გადარიცხვას სთხოვდნენ. თანხის გადარიცხვის შემდეგ ამ ბიზნესმენს ქვეყნის დატოვებისა და სამშობლოში დაბრუნების ნებას რთავდნენ. მე მგონი, ზედმეტიცაა იმის თქმა, რომ ოფშორული ზონის ამ ანგარიშებს პირადად ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდა. აი, ასე მუშაობდა სააკაშვილის მთავრობა საქართველოში ბიზნესგარემოს გასაუმჯობესლებლად და უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

წყარო აცხადებს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები დაზარალდნენ - ირანის ათზე მეტი მოქალაქე გაება კუდ-ის მიერ დაგებულ მახეში.
მოგეხსენებთა, ცოლის ღალატი არც ერთ ქვეყანაში არ ითვლება კარგ ტონად. სულ მცირე, ნორმალური მამაკაცები ამას ცოლისგან მალულად აკეთებენ. საქართველოში ჩამოსულ შეძლებულ ტურისტთა გარკვეულ კატეგორიას, კუდ-ის სპეცგანყოფილება ფულის გამოძალვისთვის იყენებდა. კუდ-ს საზაფხულო და ზამთრის საკურორტო სეზონის, საკურორტო ქალაქებში ჩაჰყავდა სხვადასხვა სამოდელო სააგენტოს მოდელები, მათ შორის, არასრულწლოვნები. ცხადია, ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ მოდელი გოგონები, საკუთარი სურვილითა თუ ნების საწინააღმდეგოდ, თანამშრომლობდნენ კუდ-თან. ლამაზმანებს მარტივი დავალება ჰქონდათ _ კუდ-ის აგენტისგან მითითებული ტურისტი გაეცნოთ და მასთან, მისსავე ნომერში ჰქონდათ სექსი. ნუ, ამაზე იოლი რა უნდა იყოს მოწადინებული ლამაზმანისთვის? არც არაფერი! ამით მისი მისია მთავრდებოდა. იმ ნომერში კი, სადაც უცხოელი ტურისტი ცხოვრობდა, ფარული სათვალთვალო კამერები იმ დღიდან იყო დამონტაჟებული, რომელ დღესაც ის დაიქირავა ტურისტმა. ცხადია, ეს კამერები ამ უცხოელისა და ქართველი ლამაზმანის ტემპერამენტიან სექსსაც აღიბეჭდავდა. დანარჩენი კი, როგორც იტყვიან. ტექნიკის საქმეა. ამ ტურისტს დილაუთენია, წინა ღამის სიამოვნებას შხამად ამოადენდა ერთ-ერთი სპეცაგენტი. აგენტი მას მთელი ღამის ჩანაწერს ეპიზოდურად აჩვენებდა და თან მუქარას მოაყოლებდა, _ თუ ამდენსა და ამდენს არ გადაიხდი, ამ ვიდეოს სრულიად ახლავე სოციალურ ქსელში ავტვირთავთო. ახლა მითხარით, საქვეყნოდ გამოჭენებას, შვილებთან შერცხვენას, ოჯახის დანგრევასა და სამსახურის დაკარგვასაც, რამდენი ამჯობინებს ფულის გადახდას? მით უფრო, ჩინოვნიკის ფსიქოლოგიის ევროპელი მამაკაცი? მე მგონი, უკლებლივ ყველა. ამას ისიც დაამატეთ, თუ ამ უცხოელს არასრულწლოვანთან ჰქონდა სექსი, მთლად წასულია მისი საქმე _ პედოფილიის ბრალდებით გაშანშალებული ციხის საგზური! გადაიხდიდნენ, აბა, რა ჯანდაბას იზამდნენ?!
წყაროს ინფორმაციით, ტურისტების ანკესზე წამოგება ხდებოდა თბილისის, ბათუმის, სარფის, ქობულეთის, კვარიათის, სიღნაღის, ბაკურიანის, გუდაურის სასტუმროებში და ამით ქართულმა სპეცსამსახურებმა ძალიან დიდი ფული იშოევს.

ანალოგიური მეთოდებით მუშაობდა კუდ-ი არატრადიციული ორიენტაციის მიმდევარ იმ ტურისტებზე, რომლებიც საკუთარ ორიენტაციას მალავდნენ. ამ ფარული გეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია კუდ-ს წინასწარ, მათი საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჰქონდა. საიდან, ეს ძნელი სათქმელია. კუდ-ის ქართვული გეიაგენტები აბამდნენ ამ ტურისტებს, მიჰყვებოდნენ სასტუმროში, ანდა თავად მიჰყავდათ სასტუმროს საკუთარ ნომერში. დილით, გაღვიძებულ სტუმრებს, გეი-პარტნიორის ნაცვლად პორტატული კომპიუტერით შეიარაღებული აგენტი ხვდებოდა, რომელიც მათ მათთვის ნაცნობ სექსკადრებს აჩვენებდა და თან თანხაზე ევაჭრებოდა, მათი სოციალურ ქსელში არატვირთვის საფასურად.

თქვენ წარმოიდგინეთ, ფულს ყველა იხდიდა, ოღონდ სკანდალსა და შერცხვენას გადარჩენოდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში, დაშანტაჟებულმა უკრაინელმა ტურისტმა, საკუთარი ქამრით თავისი ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა, დროზე ჩამოხსნეს და ეს საქმე არ გახმაურებულა. ამ ტურისტს თავისი გაჭირვებაც ეყოფაო, საბოლოოდ ფული აღარ გამოსძალეს და ქართველ პარტნიორთან ფარული კამერით გადაღებული კადრები იქით აჩუქეს, საქართველოს ტკბილად მოსაგონებლად.

აი, ამის ფონზე ვერა ქობალია გვიყვებოდა ტელეეთერით, რომ საქართველოს ყველა სამთავრობო სტრუქტურა ერთიანი ძალით ირჯება ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად. ჰო, რას ამბობ, შინაგან საქმეთა სამინისტრო და კუდ-ი ირჯებოდნენ ნამეტანი!

წყაროს ინფორმაციით, თუ ქამარზე ჩამოკიდებულ უკრაინელსა და პოლიციაში მომჩივან მუსლიმანური ქვეყნის წარმომადგენელ ბიზნესმენს არ ჩავთვლით, კუდ-ს არც ერთი ოპერაცია არ ჩავარდნია. სხვათა შორის, სოციალურ ქსელებში არაერთხელ წამიკითხავს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განსაკუთრებით საზაფხულო ტურისტული სეზონისას, საქართველოს შავი ზღვისპირეთის კურორტებზე, იქაური სასტუმროები სავსე იყო სპეცსამსახურების თანამშრომლებით. ეს საკითხიც პოლიტიკური განსჯის თემად იქცეოდა ხოლმე. "ნაცმოძრაობის" მომხრენი ამ ფაქტს იმით ხსნიდნენ, რომ თბილისიდან მივლენილი აგენტები ადგილობრივ პოლიციას ტურისტების უსაფრთხოების უკეთ დაცვაში ეხმარებოდნენ. თუ ამდენს უბედავდნენ უცხოელ ტურისტებსა და ბიზნესმენებს, ხომ წარმოგიდგენით, კუდ-ის სხვა განყოფილებების თანამშრომლები რა დღეში ჩააგდებდნენ იმ ადამიანებს, ვის გაუბედურებაზეც შეკვეთას მიიღებდნენ? თუმცა, წარმოსადგენიც აღარაფერია და სამეგრელოს ტყეებში, დაფარულ კასრებში აღმოჩენილმა ფირებმა ყველაფერი თვალნათლივი გახადა. კუდ-ში, ამ მართლაც ავადსახსენებელ სისტემაში, მცირე გამონაკლისის გარდა, მართლა არაადამიანები მუშაობდნენ და მათთვის ნებისმიერი ადამიანის ბედს, ქართველი იქნებოდა თუ უცხოელი, ჩალის ფასი ჰქონდა.

კუდ-ის უცხოელებზე მომუშავე საიდუმლო სპეცგანყოფილება არამარტო მატერიალური სარგებლით იყო მოტივირებული. ამ განყოფილების თანამშრომლები, ანალოგიური მეთოდებით, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების წარმომადგენლობების თანამშრომლებს "ავერბოვკებდნენ".
მართალია, საერთაშორისო სკანდალის შიშით, მათგან თანხას არ ითხოვდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი თანამშრომლობაზე დაუთანხმებიათ. ამ კატეგორიის ადამიანებს, ოპერაციის ბოლო მომენტში, უშუალოდ ვანო მერაბიშვილი ან "ნაციონალური მოძრაობის" სხვა პოლიტიკური ლიდერები ეკონტაქტებოდნენ და უკვე გადმობირებული უცხოელი დიპლომატი თუ საერთაშორიო ორგანიზაციის თანამშრომელი დავალებებსაც მათგან იღებდა. ეს დავალებები კი პოლიტიკური ხასიათისა იყო და "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლიდერების ინტერესებს ემსახურებოდა. კუდ-ი განსაკუთრებით განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ფარულ მიმდევრებზე - გეებსა და ლესბოსელებზე ნადირობდა. ლავრენტი ბერიას დროინდელი მეთოდით "დავერბლოკებულ" მაღალი სტატუსის უცხოელებს "ნაცმოძრაობა" სათავისოდ იყენებდა - ისინი გამოდიოდნენ ქართული და უცხოური მედიით და `ნაცმოძრაობისა~ და სააკაშვილის არნახულ დემოკრატიულ რეფორმებზე ლაპარაკობდნენ, ევროპასა და ამერიკაში, თავიანთ ცენტრალურ ოფისებში ყოფილ მმართველ პარტიასა და მის ლიდერზე მხოლოდ დადებით ანგარიშებს აგზავნიდნენ, აქაც და უცხოეთშიც ათეთრებდნენ სააკაშვილის რეჟიმის ნებისმიერ უკანონო ქმედებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევდნენ გრანტების მიღებაზე და ა.შ. მაგალითად, ამგვარი სპეცოპერაციისას გადმოიბირეს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. ის ფარული ჰომოსექსუალია. თავის დროზე, მას ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციიდან 24 წლის გეი "შეუგდეს". უცხოელი ანკესს წამოეგო და ეს ქართველი გეი საყვარლად გაიხადა. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ის გაქრა და მის მაგიერ კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გამოეცხადა, რომელმაც ჯერ მისი ფარული სექსუალური ცხოვრების დეტალები მოუთხრო, შემდეგ, კი, უშუალოდ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან წაყოლა სთხოვა კონსპირაციულ ბინაზე...

უცხოელი მიხვდა, რომ შარში იყო გახვეული, მაგრამ არ იცოდა, რას მოითხოვდნენ მისგან. მკითხველს განვუმარტავ, რომ ორგანიზაცია, რომელსაც ეს გეი-უცხოელი წარმოადგენს, საქართველოში ხშირად ატარებს სხვადასხვა სახის კვლევებს, უმთავრესად, პოლიტიკური ხასიათისას. ამ გაჭირვებულმა სწორედ ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ნახა საკუთარი სექსუალური ცხოვრების ამსახველი უამრავი კადრი, მას ქართველ პარტნიორთან ურთიერთობის დამყარების პირველივე თვიდან ფარულად იღებდნენ.

მერაბიშვილმა ამ უცხოელს ულტიმატუმი წაუყენა - ამიერიდან, მისი ორგანიზაციის მიერ წარმოებული ყველა კვლევის შედეგები დაიწერებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, "ნაციონალი" სოციოლოგების მიერ, ამ კვლევებს კი გამოაქვეყნებდა, როგორც მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულს. უცხოელი დათანხმდა ვანო მერაბიშვილის წინადადებას და ეს კაცი წლების მანძილზე გვაბრუებდა, შავს თეთრად წარმოაჩენდა ხოლმე და "ნაციონალებს" რომ აწყობდათ, კვლევის მუდამ ისეთ შედეგებს დებდა...