როგორც "ალიას" აცნობეს, რაც ბიძინა ივანიშვილი ყვარლიდან გამოლანძღა, მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აჭარაში იმალება. რამდენიმე დღის წინ ბათუმში პოლიტპატიმრები კვერცხებით რომ დახვდნენ, იმის მერე გარეთ მხოლოდ ღამის 3 საათზე გამოდის ველოსიპედითო. სამართალდამცავებმა კვერცხების სროლის მცდელობა მშვიდობიანი ფორმით აკრძალეს, არც არავინ დაუპატიმრებიათ და არც არავინ უცემიათ.
წყარო იმასაც გვეუბნება, რომ აჭარის მთავრობას, ცენტრალური მთავრობის დავალებით, მიშა სააკაშვილის ბუღალტერისთვის უთქვამს: ამიერიდან "შერატონსა" თუ სხვა სასტუმროებში ნებივრობის თანხებს ვეღარ დაგიფინანსებთო. სააკაშვილს არ დაუჯერებია, ნაღდად მატყუებენ, ასე არ გამწირავენო, რამდენიმე დღის წინ დაუდია თავი და მაინც მისულა "შერატონში". იქ უთქვამთ, ან ნაღდი ფული გადაიხადეთ, ან კიდევ გადმორიცხეთო. გადარიცხვა არ მოხერხდა, ნაღდი ფული არ გადაიხადეს და სააკაშვილი ქუჩაში აღმოჩნდაო... თუმცა, რაღა ქუჩაში? ხომ ვწერდით, სააკაშვილი ამიერიდან თავისი დედის ბინაში იცხოვრებსო.
არადა, სანამ მიშას "საგულაო" ფული ბიუჯეტიდან იხარჯებოდა, ის მთელი ამალით დადიოდა და იყო ერთი ამბავი - ბოზები, ჩათლახები და ასე შემდეგ. ბათუმელები ამბობენ, ცოტა დავისვენეთ, გზები ისე ხშირად აღარ იკეტება, ახლა თავისუფლად დავდივართ და აწი ვიცით, რომ "შერატონიდან" მიშა აღარ გამოვარდება და ყვირილით არ ირბენს ეზოშიო!
იყო დრო, როცა არც სააკაშვილის დაცვას ჰქონდა მოსვენება, არც აჭარის სამართალდამცავ სტრუქტურებს და არც მოსახლეობას. თუმცაო, ამბობენ ბათუმელები, ღამღამობით ახლაც გამოდის დედამისის სახლიდან, რომელიც "ბათუმი-პლაზას" ტერიტორიაზეა და ბულვარში დახეტიალობს ველოსიპედითო. ახლა თურმე ვეღარ ყვირის, ემანდ არავინ მიცნოს, კვერცხები არ დამიშინოსო.
არაა... სადაც მიშაა, იქ პრობლემები მაინც იქნება. როგორც ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, ახლა პრობლემა იმ ადამიანებს ექმნებათ, რომლებიც "ბათუმი-პლაზას" სიახლოვეს ცხოვრობენ:
"სააკაშვილი რომ მოვარდება ხოლმე დედამისის ბინასთან, არის ერთი ალიაქოთი, ხალხს გავლის საშუალებაც აღარ ეძლევა. არადა, ეს ძალიან მოძრავი ადგილია. მოკლედ, ჯერ ბობოყვათის რეზიდენციის დაფინანსება შეუწყვიტეს, ხოლო შემდეგ "შერატონისა". ერთი რამე ვერ გამიგია, რა უნდა ყოველდღე მიშას ბათუმში? ვერტმფრენით ჩამოდის, "გულაობს" და ისევ მიდის. ისე, ეგ ვერტმფრენიც რომ ჩამოართვან, რა მოხდება? თუკი ყველა აგარაკი, ყველა რეზიდენცია მთავრობის განკარგულებაში გადავიდა, ამ თვითმფრინავებმა რაღა დააშავა? გვარცხვენს სააკაშვილი, ძალიან გვარცხვენს! ჯერ ბობოყვათის რეზიდენციაში დაჰყავდა ბოზები, გამოვიდოდა სექსის შემდეგ, გამოიძახებდა ტელევიზიებს, დააყენებინებდა მიკროფონებს, იგიჟებდა და მერე ისევ გააგრძელებდა გართობას. ამას წინათ სააკაშვილი ავიდა ზემომთიან აჭარაში რაღაც ღონისძიებაზე, ვეღარ მოითმინა, სადღაც პატარა "ბუტკაში" ქალი შეიყვანა იხმარა, თავისი ცხოველური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილა და ისევ დაბრუნდა. რა არის ახლა ეს, არ არის ავადმყოფი?!"
სხვათა შორის, აჭარაში მიხეილ სააკაშვილს უკვე გამოუჩნდნენ ახალ ხელისუფლებაზე გაბრაზებული მიმდევრები: ხალხო, სააკაშვილი ქალებს მაინც ხმარობდა, ამათ რომ ეგეც არ შეუძლიათო? რაღა დაგიმალოთ და... ვერ გაამტყუნებ აჭარლებს, ადამიანებს რაღაცას რომ დაჰპირდები, უნდა შეუსრულო, თორემ წავლენ და მიშას შეეკვრებიან. აი, ასე იბადებიან საქართველოში "მიშმაკები"!
კიდევ ერთი პრეტენზია: კაი, მიშა გიჟია, მაგრამ გიორგი მარგველაშვილს რაღა დაემართა, ამასწინებზე მანქანის ოთხივე ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა, მუსიკა კიდევ ბოლომდე აწეული და ძაან მაგარი სისწრაფით მიჯლიგინობდაო.
ეტყობა, პრეზიდენტებში ასეთი ბედი გვაქვს, სანამ თავზე მოგვაჯდებიან, ცუციკებივით არიან, უცებ შანსი თუ გაუჩნდათ და გაინაღდებენ, მერე აუშვებენ ხოლმე აფრებს. ვაი, ჩვენს პატრონს!
კიდევ ერთი - ბათუმელებს ყველაზე ცუდი მმართველი, რომელიც ამ დრომდე უნახავთ, ეს იყო ლევან ვარშალომიძე, მაგრამ თუ ამ ადამიანზე უარესებიც არსებობდნენ, ვერ წარმოიდგენდნენ. შესაძლოა, არჩილ ხაბაძე პატიოსანი ადამიანია, ვიდრე ვარშალომიძე, ის უტიფარი იყო, მაგრამ, როგორც ლიდერი, ხაბაძე არაფერს წარმოადგენსო. მოკლედ, მიშა სააკაშვილი "გულაობს", ახალი მთავრობა უყურებს... მართალია, ფინანსები გადაუკეტეს, მაგრამ მაგისთვის ბალი მაინც ათი შაურია... მე თქვენ გეტყვით, სახლში არაფერი წაუღია, აი!