17 მაისს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაიარა ბეწვის ხიდზე. ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ლამის დიდ შარად და ხათაბალად გვექცა. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაქოქილმა, მხარდაჭერილმა და მათივე მეცადინეობით უცხოური გრანტებით დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დარაზმეს “სრულიად საქართველოს სექსუალური უმცირესობა” და რუსთაველზე აღლუმის ჩატარება მოისურვეს, აღლუმის დასასრულს კი პარლამენტის შენობასთან მიტინგის გამართვა უნდოდათ. გეიაღლუმის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა, ანუ ზნეობრივმა ადამიანებმა, ამ უკუღმართი აქციის საპირისპირო, ანუ უზნეობის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმეს. რა და როგორ დასრულდა, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება, მაგრამ
რას აპირებდნენ გეიაღლუმის ორგანიზატორები და რა უბედურებას გადავრჩით, ამაზე ექსკლუზიურად მიგახსენებთ.
აქა-იქ ის ხალხიც გავიხსენოთ, დღემდე მჯიღის ცემით საქართველოსა და პატრიარქის ერთგულებას რომ გვეფიცებოდნენ და როცა ხალხსა და ქართულ ეკლესიას ყველაზე მეტად უჭირდა, მაშინ დაიმალნენ სოროებში.
დღეს მავანნი მოითხოვენ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ ხელდასმული აქციის მონაწილეები, მათ შორის, სასულიერო პირები დაისაჯონ. გიგა ბოკერიას თანამეცხედრე, თამარა ჩერგოლეიშვილი უფრო შორს წავიდა _ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დაჭერასაც კი ითხოვს, აქციის ორგანიზატორი იყოო.
მეუფე იაკობი რომ არ ყოფილიყო, რუსთაველზე ნამდვილად დაიხოცებოდა ხალხი. ყველა ტელევიზიამ, მარტო აგრესიული და, სიმართლე ითქვას, ზოგიერთი სასულიერო პირის სტატუსისთვის შეუფერებელი საქციელი აჩვენა. ბუნებრივია, ასეთ დროს ტელეკამერები აგრესიას, ცამა-ტყეპასა და სისხლს “ეძებენ”. არადა, აქციაზე მრავლად იყვნენ სასულიერო პირები, რომლებიც გავეშებულ ხალხს აშოშმინებდნენ, ხალხს ეხვეწებოდნენ, რომ გეები და ლესბოსელები არ ეცემათ, დაენდოთ, ეგენიც ღვთის შვილები არიან და ჩვენი მისია მათი ცემა კი არა, მათი ეკლესიაში მიყვანააო. ეს სიტყვები მარტო მე მესმოდა სასულიერო პირებისგან?
ვერც ერთი “ნაცტელევიზიის” (სამწუხაროდ, სხვებისაც) ჟურნალისტმა ვერ გაიგონა? თუ კადრად ვერ დააფიქსირეს სასულიერო პირების ეს გამონათქვამები, ისე ეთქვათ მაინც, რომ სასულიერო პირთა უმრავლესობამ, პროცესები უმართავი რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი გააკეთა საამისოდ. რა, ყველა ჟურნალისტი ერთად დაყრუვდა და დაბრმავდა?
გეიაღლუმის მონაწილეებს ერთი გეგმა ჰქონდათ და მადლობა ღმერთს, მისი განხორციელება ვერ შეძლეს, თორემ მერე გენახათ რუსთაველზე სისხლის გუბეები, რამდენიმე თავგატეხილი პედერასტი რა სახსენებელია? “ქრონიკის” ექსკლუზიური ინფორმაციით, უმცირესობის წევრები, გეებიც და ლესბოსელებიც, ქაშუეთის ეკლესიაში შესვლასა და იქ პერფორმანსის წარმოდგენას აპირებდნენ _ ტაძარში უნდა გაშიშვლებულიყვნენ და რაღაც სულელური გეისცენები მოეწყოთ.
ახლა მითხარით, რომელი მორწმუნე მართლმადიდებელი შეეგუება ამას? ამიტომაც იყო, ქაშუეთისკენ რომ იქაჩებოდნენ. მათი უზნეო გეგმის მეორე ნაწილი
აქციის მიწურულს უნდა განხორციელებულიყო, როცა პარლამენტის წინ გამარჯვებულები მიტინგს გამართავდნენ: სახალხოდ უნდა წაეკითხათ “სექსუალური უმცირესობის საერთაშორისო ორგანიზაციის” ე.წ. სამოქმედო გეგმა, რომელსაც არაფორმალურ დეკლარაციასაც უწოდებენ და რომელიც ყველა პედერასტმა ისევე ზეპირად იცის,
როგორც ბოლშევიკები იზუთხავდნენ “ლენინის ანდერძს”. კარგად გაეცანით ამ “დეკლარაციას” და ვისაც მიხვედრა უნდა, მიხვდებით, რამხელა უზნეობასა და უბედურებას ებრძვის ქართული ეკლესია, რეალურად რა არის აწ უკვე გაცხადებული გეგმა ქართველი სექსუმცირესობებისა და რა ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს გამოუცხადეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ამ გადაგვარებულმა არსებებმა.
“სექსუალური უმცირესობების საერთაშორისო ორგანიზაციის” მანიფესტი. ავტორი მაიკლ სვიფტი. 1987 წელი.
“ჩვენ სოდომური ცოდვით დავკავდებით თქვენს ვაჟიშვილებთან, რომლებიც თქვენი უსუსური მამაკაცურობის, ცარიელი ოცნებებისა და ჩვეული სიცრუის სიმბოლოს წარმოადგენენ. ჩვენ მათ ვაცდუნებთ თქვენსავე სკოლებში, საერთო საცხოვრებლებში, გიმნაზიებში, გასახდელებში, სპორტდარბაზებში, სემინარიებში, ახალგაზრდულ ჯგუფებში, კინოთეატრების ტუალეტებში, სამხედრო ყაზარმებში, მოტელებში, მამაკაცთა კლუბებში და პარლამენტის შენობებში, ყველგან, სადაც კი მამაკაცები ხვდებიან სხვა მამაკაცებს. ისინი ჩვენი საყვარლები გახდებიან და შეასრულებენ ჩვენს ბრძანებებს. ისინი ჩვენი იმიჯის რევანშირებას ახდენენ. მათ ექნებათ ჩვენი მწველი სურვილი და გაგვაღმერთებენ ჩვენ.
ქალებო, მოითხოვეთ თავისუფლება. თქვენ ამბობთ, რომ კაცები თქვენ უკვე აღარ გაკმაყოფილებენ, რომ ისინი ანგრევენ თქვენს ბედნიერებას. კი ბატონი, ჩვენ ვართ მამაკაცის ფიზიონომიის, მისი მკურნალობის მცოდნენი და მაშინ ჩვენ ჩამოგართმევთ მათ თქვენ. ჩვენ მათ გავართობთ, ჩვენ მათ ვასწავლით, გულში ჩავიხუტებთ, როცა იტირებენ.
ქალებო, თქვენ ამბობთ, რომ კაცებთან ცხოვრების ნაცვლად ერთმანეთთან ცხოვრება გსურთ. მაშინ, მიდით და იცხოვრეთ ერთმანეთთან. ჩვენ მივანიჭებთ თქვენს კაცებს მათთვის აქამომდე არნახულ სიამოვნებას, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც უპირველესად მამაკაცები ვართ, და მხოლოდ მამაკაცმა იცის, თუ ჭეშმარიტად როგორ ასიამოვნოს მეორე მამაკაცს. მხოლოდ მამაკაცს შეუძლია ჩასწვდეს მეორე მამაკაცის გრძნობებისა და განცდების სიღრმეს, გაუგოს მის გონებასა და სხეულს.
ყველა კანონი, რომლებიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმს, გაუქმდება. ამის ნაცვლად მიღებულ იქნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც წაახალისებს სიყვარულს მამაკაცებს შორის. ყველა ჰომოსექსუალისტმა მხარი მხარს უნდა მისცეს, როგორც ძმებმა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მხატვრული, ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიზეიმებთ, როდესაც შევძლებთ ჩვენი ბოროტი ჰეტეროსექსუალურ მტრისთვის ჩვენი ერთიანობის ჩვენებას.
თუ თქვენ გაბედავთ და გვიწოდებთ ჩვენ გეის ან პედერასტებს, ჩვენ გავგმირავთ თქვენს მხდალ გულებს და წავბილწავთ თქვენს მკვდარ უბადრუკ სხეულებს.
ჩვენ მივუძღვნით ლექსებს მამაკაცებს შორის სიყვარულს. ჩვენ დავდგამთ სპექტაკლებს, რომლებშიც მამაკაცები ღიად ეალერსებიან მამაკაცებს. ჩვენ გადავიღებთ ფილმებს მამაც გმირებს შორის სიყვარულზე, რომლებიც შეცვლიან თქვენს იაფფასიან, ხელოვნურ, სენტიმენტალურ, მოსაწყენ, ინფანტილურ ჰეტეროსექსუალურ ვნებებს, მათ, რომლებიც დღეს დომინირებენ კინოეკრანებზე. ჩვენ გამოვაქანდაკებთ ლამაზი ახალგაზრდა მამაკაცების, გაბედული ათლეტების ქანდაკებებს და დავდგამთ მათ თქვენს პარკებში, მოედნებზე და სავაჭრო რიგებში. მსოფლიო მუზეუმები გაივსება შესანიშნავი შიშველი ჭაბუკების გამოსახულებებით. ჩვენი მწერლები და მუსიკოსები მამაკაცებს შორის სიყვარულს მოდურს გახდიან და პრესტიჟულად აქცევენ მას, და ჩვენ ამას შევძლებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ექსპერტები სტილის პოპულარიზაციის საქმეში. ჩვენ განვდევნით ჰეტეროსექსუალურ სამიჯნურო კავშირებს იუმორისა და სატირის მეშვეობით, იმ მექანიზმების გამოყენებით, რომლის გამოცდილებაც გაგვაჩნია.
ჩვენ ჩამოვხსნით ნიღაბს გავლენიან ჰომოსექსუალისტებს, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალებად ასაღებენ. თქვენ შეძრწუნდებით და შეშინდებით, როდესაც გაიგებთ, რომ თქვენი პრეზიდენტები და მათი ვაჟიშვილები, თქვენი მეწარმეები და სენატორები, თქვენი მერები და გენერლები, თქვენი ათლეტები და კინოვარსკვლავები, თქვენი დიქტორები და საზოგადო მოღვაწეები, თქვენი მღვდლები არ არიან ჩვეულებრივი და საიმედო ჰეტეროსექსუალი ბურჟუები, როგორიც თქვენ ისინი გეგონათ.
ჩვენ ყველგან ვართ _ ჩვენ შევაღწიეთ თქვენს რიგებში. ფრთხილად იყავით, როდესაც საუბრობთ ჰომოსექსუალისტების შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის თქვენს შორის ვართ: შესაძლოა, თქვენს პირდაპირ ვზივართ ან თქვენთან ერთად გვძინავს ერთ საწოლში.
არანაირი კომპრომისები არ იქნება. ჩვენ არა ვართ საშუალო კლასის დოყლაპიები. ჩვენ ვართ ძალიან ინტელექტუალური, ბუნებრივი არისტოკრატები ადამიანის რასაში, ხოლო ცისფერი სისხლი არასდროს წავა დათმობაზე. ისინი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავლენ, განდევნილ იქნებიან. თქვენს გასანადგურებლად ჩვენ გამოვიყვანთ უზარმაზარ კერძო არმიებს, როგორც ეს მიშიმამ გააკეთა. ჩვენ დავიპყრობთ მსოფლიოს, იმიტომ რომ ჯარისკაცები, შთაგონებულნი და ერთმანეთთან დაკავშირებულნი ჰომოსექსუალური სიყვარულითა და პატივისცემით _ ძველბერძენ მეომრებივით დაუმარცხებელნი არიან.
ოჯახი _ ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოთნეობისა და სისასტიკის სანერგე _ გაუქმდება. ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც წამლავს წარმოსახვასა და თრგუნავს თავისუფალ ნებას, აღმოფხვრილ იქნება. გენეტიკურ ლაბორატორიებში მოხდება სრულყოფილი ვაჟების ჩასახვა და გამოზრდა. ისინი გაერთიანდებიან კომუნებში, რომელთაც გამოცდილები უხელმძღვანელებენ.
ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ დაგვგმობს, დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთები სიმპათიური ჭაბუკები არიან. ჩვენ სილამაზის, ზნეობრიობისა და ესთეტიკის კულტის მიმდევრები ვართ. ყველაფერი მახინჯი, ვულგარული და ბანალური განადგურდება. ვინაიდან ჩვენ გაუცხოვებულნი ვართ საშუალო კლასის ჰეტეროსექსუალური წრეებისთვის, ამიტომ შეგვიძლია ვიცხოვროთ მხოლოდ წმინდა წარმოსახვის მიხედვით. ძალიან ბევრიც კი არაა საკმარისი ჩვენთვის.
ჩვენი მომავალი დახვეწილი საზოგადოების მართვას განახორციელებს ელიტა, რომელიც შედგება პოეტ-გეებისგან. ახალ ჰომოეროტიკულ საზოგადოებაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავების პრეტენდენტების მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება მათი ბერძნული ვნებით გატაცება. ყოველი ჰეტეროსექსუალური ავხორცობით დასნებოვნებული პირი ავტომატურად მოხსნილი იქნება თანამდებობიდან. ყველა კაცი, რომელიც დაიჟინებს სულელურ ჰეტეროსექსუალურობას, გასამართლდება ჰომოსექსუალთა მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ და გახდება შეუმჩნეველი.
ჩვენ გადავწერთ ისტორიას, რომელიც თქვენ გაავსეთ და დაამცრეთ თქვენი ჰეტეროსექსუალური სიცრუითა და დამახინჯებებით. ჩვენ აღვწერთ დიადი ლიდერებისა და მოაზროვნეების ჰომოსექსუალიზმს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მსოფლიო. ჩვენ მოვახდენთ ჰომოსექსუალიზმის, ინტელექტუალურობისა და შემოქმედების უწყვეტი კავშირის დემონსტრირებას, ჰომოსექსუალიზმისა, როგორც საწინდარისა ჭეშმარიტი კეთილშობილებისა და ნამდვილი სილამაზისა მამაკაცში.
ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვამოძრავებს დაჩაგრულთა მწარე ტანჯვა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იძულებულნი არიან, ითამაშონ საცოდავი, მეორეხარისხოვანი როლი თქვენს უგემოვნო ჰეტეროსექსუალურ შოუში. ჩვენც შეგვიძლია იარაღის სროლა და ბარიკადების აღმართვა. იკანკალე ჰეტერო ღორო, როდესაც ჩვენ გამოვჩნდებით ნიღბების გარეშე”.
“ნაცმედია” თავგადაკლული ცდილობდა, ისე წარმოეჩინა მოვლენები, როგორც პატრონებმა დაუკვეთეს, ვითომ რუსთაველზე 50-მდე ანტიჰომოფობი უნდა შეკრებილიყო, 15 წუთს გაჩერდებოდნენ და მერე დაიშლებოდნენ. სასულიერო პირები, ათასობით ადამიანი კი ამ რამდენიმე ათეულ ადამიანს კეტებითა და “ტაბურეტებით” დაერია. მედიით ხაზგასმა კეთდებოდა, რომ ეს აპოლიტიკური აქცია იყო, საკუთარი ძალებით ორგანიზებული და საერთოდ, უპატრონო ხალხთან გვქონდა საქმე (ისე, კაცი რუსთაველზე რომ გამოვა იმის დასაფიქსირებლად, პედერასტი ვარო, იმას სად ჰყავს პატრონი?).
რეალურად კი, აქციის სულისჩამდგმელები “ნაციონალები” იყვნენ, კერძოდ, ამ მართლა ავადსახსენებელი პარტიის ნეოლიბერალი ლიდერები, გიგა ბოკერიას თამადობით. აქციას “ნაციონალებში” კოორდინატორიც ჰყავდა _ დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი უწევდა კოორდინაციას მთელ პროცესს. კი, იმ დღეს ქუთაისში იყო და საპარლამენტო სხდომასაც ესწრებოდა, მაგრამ მუდმივ კონტაქტში გახლდათ აქციის ლიდერებთან და მათ “საგზაო რუკასაც” უმოწმებდა. სწორედ ჩიორა თაქთაქიშვილის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მიუხედავად ხალხის სიჭარბისა, აქციის მონაწილენი ამ მრავალი ათასი ადამიანის შუაგულში შეჭრილიყვნენ და უკან არ დაეხიათ. არადა, ამ გეებისა და ლესბოსელების ლიდერებს სხვა რა გზა ჰქონდათ? ჩიორას დასტურ-რეკომენდაციის გარეშე გრანტებს ვეღარ მიიღებენ და ეს მართლა ცოდვილი ხალხი ლამის სასაკლაოზე მირეკეს, ხალხის შუაგულისკენ გაუძღვნენ. გეი-მოძალადეების ეს “სოლისებრი გარღვევა” რომ დაინახეს,
აი, ამის მერე გახდნენ მათი მოწინააღმდეგენი მართლა დასაბმელნი. ამის მერე იყო, ზოგიერთ სასულიერო პირსაც რომ უმტყუნა ნერვებმა. არადა, ძნელია ნერვების დაოკება, როცა უზნეობა ასე თავხედურად გიტევს, სიბილწე არ გეპუება და შენზე გამარჯვებას ლამობს. საბედნიეროდ, ძალზე სწრაფად და ადეკვატურად მოქმედებდნენ პოლიციელები, მათ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად გამოგლიჯეს ხალხს ცოდვისშვილები და გაარიდეს იქაურობას,
ამ დროს იყო სწორედ, სასულიერო პირთა უმრავლესობას პირველმა შფოთმა რომ გადაუარა, ყველაზე აგრესიულ მრევლს უკან დასდევდნენ და აშოშმინებდნენ, უყვიროდნენ, _ თუ სისხლი დაიღვარა, ეს ჩვენი და ეკლესიის მარცხი იქნებაო.
“ნაციონალური მოძრაობის” კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, გიგა ბოკერიას დანა პირს არ უხსნიდა, როცა დარწმუნდა, რომ აქცია უმსხვერპლოდ დასრულდა. ბოკერია და მისი დამქაშები, რაც მოხდა, უფრო დიდ არეულობას გეგმავდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. გიგა ბოკერიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შელაპარაკებაც მოსვლიათ იმ საღამოს. ბოკერია უყვიროდა ჩიორას, რომ მისი გეგმისთვის არ უნდა გადაეხვიათ და მაშინ უფრო დიდი არეულობა მოხდებოდა.
ეტყობა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, გარკვეულ მომენტში, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, ბოკერიას გეგმა შეცვალა და უფროსმაც მაგრად გამოჯორა.
გიგა ბოკერიას მარტივი გათვლები ჰქონდა. რამდენიმე ადამიანი რომ დაღუპულიყო, ნებისმიერი მხრიდან, საერთაშორისო მედიისთვის ეს აქცია მარტო 17 მაისს არ ექნებოდა მთავარ თემად, 1 კვირა მთელი ევროპა-ამერიკა ამ ამბავზე ილაპარაკებდა. მეორეც, ბოკერია და მისი გუნდის უცხოელი ლობისტები უცხოეთში ერთ კაკაფონიას ატეხდნენ, რომ ხელისუფლება სუსტია და ქვეყანას ვერ მართავს, საქართველოში ადამიანის ელემენტარული უფლებები ირღვევა და სასულიერო პირების ლიდერობით მოწყობილი აქცია მსხვერპლით დასრულდა, რომ საქართველოში ინკვიზიცია მძვინვარებს და ამას დასაბამი ხელისუფლების შეცვლის მერე მოჰყვა.
ცხადია, მსხვერპლი უდიდესი დარტყმა იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. ბოკერიასა და მის თანამზრახველებს მეორე მიზანიც ჰქონდათ. თუ ამ ორი აქციის მონაწილენი ერთმანეთს არ დახოცავდნენ, მაშინ პროცესები უმართავი უნდა გაეხადათ და ირაკლი ღარიბაშვილი ეიძულებინათ, სპეცრაზმით, რეზინის ტყვიებითა და მხუთავი გაზით დაეშალა აქცია. იქ ერთ სპეცრაზმელს ერთი რეზინის ტყვიაც რომ გაესროლა, აი, მერე გენახათ უკონტროლო პროცესები _ იმ ხალხის შემკავებელი ძალა ვერც “სპეცნაზი” იყო და ყველაზე უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, “რელიგიური რევოლუციაც” მიგვეღო. ხალხი ერთიანად გადაუვლიდა “ნაცმოძრაობასაც” და “ქართული ოცნების” იმ წარმომადგენლებსაც, რომელთა დამოკიდებულება და რიტორიკა ამ აქციის მიმართ დიდად რომ არ განსხვავდება “ნაციონალებისგან”. ახლა არ მითხრას ვინმემ, პოლიტიკოსები ქუთაისში იყვნენ და ვერ მისწვდებოდნენო! ჯერ ერთი, რევოლუციები ერთ დღეში არ მთავრდება და მეორეც, თუ აბუნტებულ ხალხს დასჭირდებოდა, ქუთაისშიც მოიხელთებდნენ “გეიაღლუმის” მხარდამჭერ პოლიტიკოსებს. საბედნიეროდ, გიგა ბოკერიამ ვერც ერთი სურვილი ვერ აისრულა _ მცირედი სისხლი კი დაიღვარა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა, ვერც ირაკლი ღარიბაშვილი აიძულეს, აქცია დაერბია და ამით ხალხი ხელისუფლებასთან დაეპირისპირებინა. ვიმეორებ, ეს რომ მომხდარიყო, ხალხი უპირველესად “გეიაღლუმის” ინსპირატორ “ნაციონალებს” დაერეოდა, ხალხმა ხომ კარგად იცოდა, ვინ იდგა ამ აქციის უკან. მაშ რა ხეირი ბოკერიასა და მის მხარდამჭერებს? “ქრონიკა” არაერთგზის წერდა და იმავეს გავიმეორებ: მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიასა და ამ ურჯულოთა კასტის სხვა წარმომადგენლებს, გულით სურთ, რომ პოლიტიკური იქნება თუ აპოლიტიკური, ნებისმიერი სახის აქციაზე სისხლის გუბეები დადგეს, ქვეყანაში რევოლუცია თუ არა, პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიონ და ამის საფასურად, მზად არიან, თანაგუნდელები და სხვა თანამოაზრეებიც გაწირონ. მერე კი, ამღვრეულ წყალში შეიძლება თევზი დაიჭირონ. ქვეყანაში არეულობისა და უკონტროლო პროცესების დაწყება სააკაშვილისა და ბოკერიას ძველი ოცნებაა _ ამაზე 2 ოქტომბრიდან ოცნებობენ.
ამ აქციის ორგანიზატორად საპატრიარქო, ხოლო აქციის ლიდერად, მეუფე იაკობი უნდა ჩაითვალოს. კი, ეს ასეც იყო და დღეს ბევრი ტვინგადაბრუნებული მეუფე იაკობის დასჯას ითხოვს. რა უნდა ექნა მეუფე იაკობს? ქართული ეკლესიის ერთ-ერთ მეთაურს, კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსსა და ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსს? ხალხი განსაცდელში მიეტოვებინა? გამოუჩნდა ამ პროტესტანტ ხალხს საერო ლიდერი, მოვიდა მეუფე იაკობი, ის გვერდზე გასწია და თავად ითავა ლიდერობა? ხალხი უპატრონოდ იყო მიტოვებული, ეს აქცია დიდი ხნის წინ იგეგმებოდა, მაგრამ მისი ლიდერობა ვერავინ იტვირთა, ვერც ბოლო მომენტში. ამ ღვთის ანაბარა დარჩენილ ხალხს კი ღმერთმა უპატრონა, საპატრიარქომ აიღო მართვის სადავეები ხელში. ნათქვამია, თუ ყველამ მიგატოვა და ღმერთი შენთანაა, ჩათვალე, რომ მარტო არ ხარო. სწორედ ასე მოუვიდა ამ ხალხსაც _ ყველამ მიატოვა, ღმერთის გარდა.
ქართულ ინტელიგენციას ხშირად მოეძალება ხოლმე ერის წინამძღოლობის პრეტენზია. 17 მაისს ქართველი ერი რუსთაველზე იყო, უდიდესი განსაცდელის პირისპირ, მაგრამ იქ ქართული ინტელიგენციის რამდენიმე წარმომადგენლის გარდა, არავინ მინახავს (ვენაცვალე გივია სიხარულიძეს!). სად იყვნენ ის მწერლები, მსახიობები, მხატვრები, მეცნიერები, დღენიადაგ ამ “ნაციონალებისა” და გეების ლანძღვაში რომ არიან მედიით, პატრიარქთან გადაღებული ფოტოებით ხალხთან თავს რომ იწონებენ და ერთმორწმუნეობაზე სდებენ თავს? ხალხი უპატრონოდ მიატოვეს პოლიტიკოსებმაც. მარტო ჯონდი ბაღათურია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და კახა კუკავაა მთელი ქართული პოლიტიკა? სხვები სად იყვნენ? ხელისუფლების იქ ყოფნას ხალხი პოლიციის ფარული მხარდაჭერით მაინც გრძნობდა (ეს ასე იყო და არცაა დასამალი, რადგან ის პოლიციელი ჯერ ქრისტიანია და მერე პოლიციელი.)
კვირაგამოშვებით გულზე მჯიღს რომ ირტყამენ და დაგვკიჟინებენ, _ “ენა, მამული, სარწმუნოება”! ხალხის სიყვარულში და ერთგულებაში ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან, ის პოლიტიკოსები სად ჯანდაბაში იყვნენ?
რა ვიცი, არჩევნებისას ერთი არ გამორჩებათ, კარდაკარ ჩამოუვლიან ხოლმე ყველას და 17 მაისს სად გაქრნენ? არსადაც არ გამქრალან!
ეგენიც ფულის სიყვარულმა დაამუნჯა და დააბა სახლებში. დიახ, ფულის სიყვარულმა და ახლავე მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ. გეიაქციას ევროკავშირი და ამერიკა აქტიურად უჭერდა მხარს და შესაბამისად, პატრიოტთა აქციის წინააღმდეგი იყვნენ. ეს ჩვენი პოლიტიკოსები, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, ყველა თვალებს უჟუჟუნებს ევროკავშირისა და ამერიკის ლიდერებს.
არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრება ხომ უნდათ, არა? ჰოდა, “ევროკავშირი ბიძია” და “ძია სემია” სწორედ, ამ პარტიებს ხან გრანტებითა და ხან სხვა სახით რომ აფინანსებს. ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკა აფინანსებენ იმ არასამთავრობოებსაც, ამ პარტიების ქოლგის ქვეშ რომ არსებობენ.
ჰოდა, ეს ჩვენი პოლიტიკოსები ხალხთან რომ მისულიყვნენ, ხალხის მხარდაჭერასა და სიყვარულს კი დაიმსახურებდნენ, მაგრამ ამ დაფინანსებას ხომ დაკარგავდნენ? ხომ შეიყვანდნენ “შავ სიაში” ამერიკა და ევროკავშირი? ჰოდა, სახლში ჯდომა არჩიეს.
ინტელიგენციისა არ იყოს, 17 მაისი ერთგვარი აბანო იყო ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, მათი “თეთრი და შავიც” იქ გამოჩნდა. ქართველმა პოლიტიკოსებმაც გააკეთეს უკვე არჩევანი ხალხსა და ფულს შორის, ეკლესიასა და ფულს შორის. მათი არჩევანი კი დღესავით ნათელია.
საბედნიეროდ, ყველაფერი კეთილად დასრულდა. ნეოლიბერალებს ბინძური გეგმა ჩაეშალათ და მსხვერპლი არ ყოფილა. ქართველი ხალხისა და მისი ერთადერთი პატრონის _ ქართული ეკლესიის ძალისხმევით, ეს უმძიმესი დღე ტრაგედიად და დიდი უბედურების სათავედ არ გვექცა!