მიუხედავად მუდმივი საცობებისა, თბილისელები ავტომობილიდან გადმოსვლას არც კი განიხილავენ

მიუხედავად მუდმივი საცობებისა, თბილისელები ავტომობილიდან გადმოსვლას არც კი განიხილავენ

დედაქალაქში გადაადგილების პრობლემამ უკვე ყველანაირ ცუდ მოლოდინს გადააჭარბა. ავტომობილების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, ლამის 30%-ით გაიზარდა. პრობლემებია მათვისაც, ვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევს გადაადგილება. ხალხი აგვიანებს სამსახურში, სასწავლებლებში და ნებისმიერ დანიშნულების ადგილზე.

საცობები თბილისში ყოველთვის იყო და გადაადგილება ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. კონკრეტული საკომუნიკაციო კვანძები, რომელიც დედაქალაქისთვის უდიდესი პრობლემაა, მერიის სამსახურებს განსაზღვრული აქვს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მერიას 12 კვანძი აქვს განსაზღვრული, სადაც ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ერთიანი ქსელის გამართვა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას გაამარტივებს.

„ჩვენს განსაზღვრული გვაქვს 12 ლოკაცია, სადაც საჭიროა ჩარევა, რათა მოწესრიგდეს ეს საკითხი, მაგრამ ამას უცებ ვერ გავაკეთებთ. გუშინწინ საზოგადობრივმა ტრანპოსრტმა 1650 ბრუნის გაკეთება ვერ მოახერხა, ანუ 1650-ჯერ ვერ მოემსახურა თბილისის მოსახლეობას, ეს მგზავრთა რაოდენობაში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ. ეს ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია ის, რომ ვიცით, რატომ ვერ მოხერხდა ეს. მერწმუნეთ, როდესაც ამ სამუშაოებს დავასრულებთ, საზოგადოებრივი ტნასპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, ხელმისაწავდომი და კომფორტული“, - განაცხადა კალაძემ.

მან თბილისში ავტომობილების გაზრდილ რაოდენობასა და მგზავრთნაკადის ის რაოდენობა დაასახელა, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მოემსახურა.

„ქალაქში კერძო ავტომობილების გადაადგილებაზე დაკვირვებით შარშან, პიკურ პერიოდში, დეკემბერის დღეებში, ქალაქში 460 000 ავტომობილი მოძრაობდა, დღეს ყოველდღიურად დედაქალაქში 590 000 ავტომობილი მოძრაობს, ეს პრობლემაა და შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება მოწესრიგება იმით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.

დღის განმავლობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტის დაახლოებით 1 300 000 ადამიანი გადაჰყავს. ერთი მხრივ მიხარია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა იზრდება, მეორე მხრივ კი ინფრასტრუქტურის განვითარების კომფორტულობა და ხელმისაწვდომობა უნდა გავზარდოთ“, - განმარტა თბილისის მერმა.

კალაძისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ სპეციალისტებს. მათ ეჭვი ეპარებათ, რომ არსებულ სიტუაციაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერც მგზავრთა სრულფასოვან გადაყვანას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვერც ქალაქს განტვირთავს გამუდმებული საცობებისგან.

როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, თბილისი მოწყობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ძირითადი დატვირთვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს, ხოლო ავტომობილები შემცირდეს.

„ადრე იყო პოლიტიკა, რომ ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასულიყო და მანქანების რაოდენობა შემცირებულიყო. ეს სწორი არ არის. ჩვენი დედაქალაქის მოწყობა არ იძლევა იმის შესაძლებლობა, რომ მოვიქცეთ ასე, რადგან აქ არის უამრავი აღმართ-დაღმართი, წვრილი ქუჩა და ბევრი ისეთი კვეთა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საქართველოში, ძირითადად, ერთ სამსახურში მიდიხარ, მუშაობ, მოდიხარ და კიდევ სხვა ლოკაციაზე გადაადგილდები, რადგან ცხოვრობ სამსახურიდან მოშორებით. ამას ემატება ისიც, რომ გაქვს მეორე სამსახური და გიწევს რამდენიმე ადგილას მისვლა-მოსვლა, რაც იწვევს ავტომობილების საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ასე ძვირდება, ხალხი მაინც იძულებულია, რომ ჰყავდეთ მანქანა, რადგან ამის რეალური საჭიროება არსებობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბსულუტური უმრავლესობისთვის არ არის მგზავრობისთვის მოსახერხებელი საშუალება“, - აღნიშნა მელაძემ.

leviko საწვავი 100 ლარიც რომ გახდე მაინც ივლიან ასეთი მენტალიტეტია სხვებმა უნდა დაინახონ რომ მანქანაში ზიან ეს ხომ პრესტიჟია კომფორტი რა შუაშია სიგარეტებსაც მოუმატეს ფასი რა აღარ ეწევიან თუ რა
2 წლის უკან
leviko სამაგიეროტ ყველას ბრალი იქნება რომ რომ მთავრობა ყველაფერზე ფასს უწევს და მათ არ აქვთ შემოსავალი და სოციალურად დაუცველები არიან ამდენი სოციალურად დაუცველი და მანქანებით დაგრიალობან
2 წლის უკან
DDDzia "დღეს ყოველდღიურად დედაქალაქში 590 000 ავტომობილი მოძრაობს" და "დღის განმავლობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტის დაახლოებით 1 300 000 ადამიანი გადაჰყავს" - ნეტავ ვინ დაითვალა ეს?
საიდანაა აღებული ეს ციფრები?
გარდა ამისა - თუ "ყოველდღიურად დედაქალაქში 590 000 ავტომობილი მოძრაობს", ამ 590 000 ავტომობილს მინიმუმ 1.5 ადამიანი თუ გადაყავს, გამოდის, რომ დაახლოებით 700-800 000 ადამიანი მოძრაობს ავტომობილით ყოველდღიურად. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ დაახლოებით გადაყვანილი 1 300 000 ადამიანის დაახლოებით 70-80%. რეალურად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა ამის ნახევარია, რადგან თუ მგზავრი დილით ჩაჯდა მერტოში და სამსახურში წავიდა, საღამოს იგივე ადამიანი იმავე მეტროთი სახლში ბრუნდება და გამოდის, რომ ერთი ადამიანი ორჯერ მგზავრობის გამო ორ მგზავრადაა დათვლილი. ანუ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 700 - 800 000-ია დღეში.
შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები და საკუთარი ავტომობილებით გადაყვანილი ხალხის რაოდენობა დაახლოებით ერთი და იგივეა.
ჩვენმა თავბურთა მერმა ბრძანა, რომ მე ფეხითმოსიარულეების მერიც ვარო.
მისი საქმიანობიდან კი გამოდის, რომ ის ზუსტად მხოლოდ ფეხითმოსიარულეების მერია და არა თბილისის მოსახლეობის.
2 წლის უკან