საცობში გაჭედილი ქალაქი - არსებობს თუ არა შექმნილი კოლაფსიდან გამოსავალი?

საცობში გაჭედილი ქალაქი - არსებობს თუ არა შექმნილი კოლაფსიდან გამოსავალი?

დედაქალაქისთვის საცობები უცხო არასდროს იყო, მაგრამ რაც სექტემბრის დასაწყისიდან თბილისში ხდება, უკვე კოშმარულ სიზმარს ჰგავს. საცობია ყველგან - გზის სავალ ნაწილზე, მეტროში და ლამის ტროტურებზეც კი. დედაქალაქის მერი შექმნილ მდგომარეობას მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ ვითარება გამოსწორდება.

სულ სხვაგვარი მოსაზრება აქვთ სპეციალისტებს. ქაოსი არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ძალიან აფერხებს გადაადგილებას. ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში მევლუდ მელაძე დარწმუნებულია, რომ ხალხი თავად ვერ მოიფიქრებს აქედან გამოსავალს და საჭიროა სპეციალისტების ჩარევა.

„ძალიან მტკივნეული თემაა და გვინდა თუ არ გვინდა, ყველას გვეხება, რადგან გადაადგილება ყველას გვიწევს. მთელი ეს სიტუაცია უღრან ტყეში შესვლას მაგონებს, როცა გგონია, რომ მოკლე გზით გადაივლი ამ ტყეს და რაც უფრო ღრმად შედიხარ, უფრო შორდები იმ გზას, საიდანაც გადაუხვიე. ადრე თუ გვიან უკან დაბრუნება მოგიწევს, რათა სწორ გზაზე გააგრძელო სიარული და ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩვენც იგივე უნდა ვქნათ, უნდა დავბრუნდეთ, საიდანაც გადავუხვიეთ.

ყველაფრის წყალში გადაყრა, რაც გაკეთებულა, სწორი არ იქნება, მაგალითად, ძალიან კარგია ახალი ავტობუსები და საავტომობილო ზოლები, მაგრამ გამოსასწორებელი ბევრია:

პარკირება - საცობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როდესაც ავტომობილები მიმოფანტულია და გასაჩერებელი არ აქვს. აქ საუბარია როგორც მიწისქვეშა, ისე მიწის ზედა პარკინგებზე, ასევე დახაზულზე. რა რაოდენობის ავტომობილიც გვაქვს, ეს მაინც უნდა უზრუნველვყოთ. ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ მანქანები არ შემცირდება, ეს არის უკანასკნელი, რასაც საქართველოში შეელევიან. შეიძლება არ ჰქონდეს ტელეფონი და ა.შ. მაგრამ მანქანა აუცილებლად ექნება.

უცხოეთში, მაგალითად, სადაც მუშაობენ, ცდილობენ იქვე იქირაონ ან იყიდონ ბინა. ჩვენ, გაქვს სახლი, დიდი ალბათობით სხვა უბანში, გაქვს ერთი სამსახური და კიდევ სხვა უბანში მეორე სამსახური, ხშირია ასე, რადგან ერთი სამსახურით ოჯახს ვერ შეინახავ. შეიძლება სამსახური 1 კილომეტრში გქონდეს, მაგრამ ვერც ველოსიპედით მიხვალ, რადგან ქალაქი არ გაძლევს ამის საშუალებას, აღმართ-დაღმართიანია. ასევე, ფიზიკურად შესაძლოა, ყველა ვერ იყოს იმ ფორმაში, რომ ეს ერთი კილომეტრი იაროს. საერთოდ კატასტროფა ხდება შშმ პირებისთვის. ამიტომ, თითო კატეგორია უნდა გავმართოთ ჯერ და არა ყველა ერთად. მაგალითად, მოვაგვაროთ ჯერ ფეხით მოსიარულეების პრობლემა.

ქალაქი მიდის სიმაღლეში - თბილისის მდებარეობა არ იძლევა ამდენი მშენებლობის საშუალებას, დაუშვებელია ამდენი კორპუსის მშენებლობა გაგრძელდეს ქალაქის ცენტრში. უნდა გაიშალოს ეს არეალი.

შუქნიშნები - მათი დამატება ვერ გააუმჯობესებს სიტუაციას. რაც მეტია შუქნიშანი, მით მეტი საცობი იქმნება.

მე მგონია, ქალაქის მერს არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ანუ იმას, რაც იმ მომენტში მისთვის იქნება მისაღები. უცხოელ სპეციალისტებს კი ვენდობით და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას ქართველი სპეციალისტების ჯგუფი, რომლისთვისაც ის საცობი უშუალოდ დისკომფორტია. ჩემი აზრით, უფრო სწორ და სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებენ და იმ უღრან ტყეში აღარ შევლენ. მათ უნდა თქვან სინამდვილეში რაც არის და არა ის, რაც ამა თუ იმ ადამიანს გაუხარდება“, - აღნიშნა „პალიტრანიუსის“ ეთერში მელაძემ.

მისივე თქმით, დღეს თბილისში გადასაადგილებლად ყველაზე კომფორტული ტრანსპორტი სკუტერია. „სამწუხაროა, მაგრამ ასეა. სამწუხარო იმიტომ არის, რომ სკუტერს ყველა ვერ მართავს, ამასთან, ტვირთს ვერ გადაიტან ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ მარტო ხარ, საუკეთესო გამოსავალია“.

თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძის აზრით კი, პრობლემის დაძლევის გზა თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაკეთება და მისი განივი გზებით სანაპიროებთან დაკავშირებაა. აუცილებელია ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობაც. კიდევ ერთ პრობლემად ნადირაძემ გადატვირთულ ქუჩებზე სამშენებლო ნებართვების გაცემა დაასახელა, რაც სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდებარე ქუჩებს გაუვალს ხდის.

„წესით, ამ ვითარებაში მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად დემონსტრაციულად გამოვიდოდი კალაძის ადგილას და გავაჩერებდი მერიის სამსახურის მანქანებს და მათთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვივლიდი. როგორც ბიუროკრატიაა გაბერილი, ავტოპარკიც ისევეა გაბერილი და ამასაც შევამცირებდი. ინიციატივას დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდით ოპოზიციაც. თუმცა ეს ზღვაში წვეთია. გამოსავალი არსებობს, მაგრამ ჯიუტად არ უნდა ვიძახოთ, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა რამე არ გვაინტერესებს. ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა და რელიეფი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ეს მოკლე დროში განხორციელდეს“, - განაცხადა ნადირაძემ.

მისივე მოსაზრებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტის გაჩერება ურბანული კატასტროფა იყო.

„შემოვლითი რკინიგზის პროექტის გაჩერება იყო უდიდესი ურბანული კატასტროფა, ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და არსებობს, მაგრამ გადატანის შემთხვევაში რკინიგზის ადგილას დიდი მაგისტრალი კეთდება, რომელიც ახალი არტერია იქნებოდა დედაქალაქისთვის და თუ ამას განივი გზებით დავაკავშირებდით დანარჩენ ქალაქთან და სანაპიროებთან, ეს დედაქალაქს 40%-ით განტვირთავდა.

ასევე გენგეგმაში წერია, რომ აუცილებელია მტკვარზე იყოს დამატებითი ხიდები, რადგან თანაბარი და სწორი გადანაწილება ნაკადების შორის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე ვერ ხდება.

გარდა ამისა, ყველა ქუჩას გააჩნია თავისი გამტარუნარიანობის რესურსი, ეს მარტივად დათვლადია და როცა იცი, რომ რესურსი ამოწურულია და შენ კიდევ გასცემს მშენებლობის უფლებას, ეს იწვევს ქაოსს და უძრაობას. პირველ რიგში, ქალაქის ხსნა შემოვლითი რკინიგზის დასრულებაა, ახალი ხიდების და ესტაკადების აშენება და, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ისე, რომ მოუნდეს ადამიანს მანქანის გაჩერება და გადმოჯდომა“, - განაცხადა ნადირაძემ.

მიშა დავწერ ერთი ბირმინგემელი ურბანისტი პროფესორის ნათქვამს:
ნებისმიერი სამთავრობო ღონისძიება, რაც სატრანსპორტო საცობების წინააღმდეგაა მიმართული, არის პრობლემის დროებითი გადაჭრა.
ერთადერთი გამოსავალი არის მოსახლეობის თვითშეგნება (რაშიც ასე მოვიკოჭლებთ), არ გამოიყვანოს ქალაქში საკუთარი ავტომობილი, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე.
პირადად მე, მაგალითად, ამსტერდამში იშვიათად თუ მხვდებოდა მსუბუქი ავტომობილი. რაღაც პრეისტორიული გადმონაშთებივით თუ გამოჩნდებოდნენ ხოლმე დროდადრო, ველოსიპედისტებს შორის.
2 წლის უკან
DDD მიშა!
თქვენ ამსტერდამს და თბილისს ერთმანეთს ადარებთ?
სტატიაში კარგადაა მოყვანილი - "შეიძლება სამსახური 1 კილომეტრში გქონდეს, მაგრამ ვერც ველოსიპედით მიხვალ, რადგან ქალაქი არ გაძლევს ამის საშუალებას, აღმართ-დაღმართიანია" და "ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა და რელიეფი", ვიმეორებ რელიეფი ვერ უზრუნველყოფს ველოსიპედებით და ფეხით დიდი მანძილის გავლას.
იმედი მაქვს, რომ თბილისშიც ნამყოფი ხართ, ისევე როგორც ამსტერდამში და თქვენც შეამჩნევდით ამ სხვაობას. და თუ ასეა, მაინტერესებს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ველოსიპედით გოგებაშვილის ქუჩაზე ასვლა გმირთა მოედნიდან? ან კრწანისის ქუჩის დალაშქვრას ორთაჭალის სანაპიროდან? იგივე ეიძლება ითქვას ავლაბარზე. მე წარმომიდგენია, როგორ ატრიალებს ველოსიპედის პედლებს მხცოვანი ქალბატონი და ცდილობს ავლაბრის მეტროდან წმინდა სამების ეკლესიაში მოხვედრას.
ასე რომ, თბილისი ამსტერდამი არ არის, ჩვენდა საბედნიეროდ და ველოსიპედებით სიარულზე ოცნება ლამაზი სიზმარია.
იმედია, რომ ჩვენი თავბურთა მერიც მიხვდება ამას და ამდენი სისულელის კეთებიდან მართლა საქმეზე გადავა.
2 წლის უკან
მიშა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თბილისშიც ნამყოფი ვარ. :)
ველოსიპედი იმის მაგალითად მოიყვანე, რომ ავტომობილით გადაადგილების ალტერნატიული საშუალება თუ არ გამოინახა და ხალხის აზროვნება თუ არ მიეჩვია იმას, რაც ზემოთ დავწერე, ვერანაირი სამთავრობო გადაწყვეტილებები პრობელმას ვერ მოაგვარებს.
იქნებ თქვენ გაქვთ რაიმე პრაქტიკული რჩევა პრობელმის გადასაჭრელად?
2 წლის უკან
არაგველი641 ამსტერდამში ერთელ მეც მოვხვდი და პირველი რაც გამიკვირდა ის იყო, რომ საცხოვრებელი ფართების არ ქონის გამო მდინარეში და არხებში დგას ტივი-სახლები (ნამდვილი სახელი არ ვიცი) რომლებიც როგორც მიწაზე მდგომი სახლები დარეგიტრირებულია და თავისი მისამართიც კი გააჩნია. ქუჩაში კი თბილისური საცობები ნამდვილად არ არის, რადგანაც ყველა ველოსიპედით დადის. რაც შეეხება ველოსიპედს და თბილისის აღმართებს, აქ შეიძლება სიჩქარებიანი ველოსიპედი გამოდგეს, საჭიროა გამოიცადოს!
2 წლის უკან
DDD კი, მაქვს ასეთი რჩევა-მოსაზრება - შევცვალოთ თავბურთა მერი რომელიმე მასზე მეტ-ნაკლებად განათლებულით.
მაგრამ ამ ოცნების გადამკიდეს, რომელსაც არჩევანი ცუდსა და უარესს შორის მაქვს, სცვა ალტერნატივას არავინ ამ მთავაზობს, თორე მარტო მერი კი არა, პრემიერის გარდა მთელი მთავრობაა შესაცვლელი.
მერს აღარაფერი ეშველება.
ამ წლოვანებაში ადამიაი ახალხ ვეღარაფერს სწავლობს.
2 წლის უკან
DDD არაგველი641
ისე სიჩქარეებიან ველოსიპედს ისევ მოტორიანი ჯობია.
ბმული /> თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ასეთი გოგებაშვილზე ავა და ხელით თრევა არ მოუწევს.
2 წლის უკან