გიორგი ვაშაძე „ხალხის ძალაზე“: ეს ოთხეული არის „ქართული ოცნების“ ფუნდამენტი

გიორგი ვაშაძე „ხალხის ძალაზე“: ეს ოთხეული არის „ქართული ოცნების“ ფუნდამენტი

ვერცერთ შემთხვევაში პრორუსული „ქართული ოცნება“ თავის თავს ვერ გაემიჯნება. ეს ოთხეული არის „ქართული ოცნების“ ფუნდამენტი, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„მგლის თავზე სახარების კითხვას თავი დავანებოთ. საქართველოს სამწუხაროდ ჰყავს რუსული დეზინფორმაციის ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი ხელისუფლებაში, ეს არის პრორუსული „ქართული ოცნება“ და 10 წლის განმავლობაში გვატყუებდა, თითქოს ის პროდასავლური იყო. მაგრამ დღეს მკაფიოა, რომ ის არის პრორუსული. ვერცერთ შემთხვევაში პრორუსული „ქართული ოცნება“ თავის თავს ვერ გაემიჯნება. ეს ოთხეული არის „ქართული ოცნების“ ფუნდამენტი“, - აღნიშნა ვაშაძემ.