,,მივმართავ მუდმივი უნდობლობის რეჟიმში მყოფ ხალხს - კარგი, გვერდზე გადავდოთ კობახიძის მიმართ სიმპათია-ანტიპათია,’’ - წერს გია გაბრიჭიძე სოსო გოგაშვილის შესახებ.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, როგორ გგონიათ, ივანიშვილი საიდუმლოდ ხვდებოდა გოგაშვილს და ფრაზით - ჩემო სოსო, შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებსო, "უმძიმეს დავალებებს" აძლევდა?
,, ირაკლი კობახიძე - მთავარი ბრალდება, რაც მან გააჟღერა იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის სოსო გოგაშვილს უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო ეს შეესრულებინა.
მივმართავ მუდმივი უნდობლობის რეჟიმში მყოფ ხალხს - კარგი, გვერდზე გადავდოთ კობახიძის მიმართ სიმპათია-ანტიპათია.
გთხოვთ ჩართოთ უმარტივესი ლოგიკა. როგორ გგონიათ, ივანიშვილი საიდუმლოდ ხვდებოდა გოგაშვილს და ფრაზით - ჩემო სოსო, შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებსო, "უმძიმეს დავალებებს" აძლევდა?
და მეორეც - თუ ისეთი დავალებები იყო, რატომ ასრულებდა? რატომ არ თქვა - არა "სოსო გოგაშვილი არ იყიდება!" (ფრაზა ქალბატონი თიას ინტერვიუდან) და რატომ არ გაასაჯაროვა?
იქნებ ვინმე სხვა "აძლევდა დავალებებს" ივანიშვილის სახელით?
როგორ გგონიათ გოგაშვილი იმის ჩიტია ასე "ჩერეზ-ჩერეზ" მიეღო "უმძიმესი დავალებები" და პირდაპირი შეხვედრა არ მოეთხოვა?
"ვიდრე ის სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობდა მას. მიხარია გაცნობის საშუალება რომ მომეცაო - იმ შეხვედრაზე უთხრა მან ბიძინა ივანიშვილს. იმის მერეც არ ჰქონია არც შეხვედრა და არც კომუნიკაცია მასთან".
აი ეს არის ყველაფერი რაც ივანიშვილის და გოგაშვილის "ურთიერთობაზე" შეიძლება ითქვას,’’ - წერს გია გაბრიჭიძე.