მიხეილ სარჯველაძე: „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც ზურგი აქცია 12 რეკომენდაციაზე მუშაობას და აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში

მიხეილ სარჯველაძე: „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც ზურგი აქცია 12 რეკომენდაციაზე მუშაობას და აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში

ყველას, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ პროცედურებში და, შესაბამისად, გამოცადოს საკუთარი შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ გახდეს სახალხო დამცველის საქართველოში, ექნება შესაძლებლობა ამ პროცესში მიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს, შეცდომას უშვებს.

„ვცდილობთ, სამუშაო ჯგუფი ისეთი იყოს, რომ მაქსიმალურად მრავალფეროვანი გახადოს ჩართულობას. მე მგონი, რომ ამ თემას არ სჭირდება ახალი კონფრონტაციული ველების შექმნა.„სტრატეგია აღმაშენებელმა“, მას შემდეგ რაც ის ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც ზურგი აქცია 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესს, აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. ეს ჰგავს სპორტსმენის ჭინჭყლობას, სხვას გადააბრალოს მის მიერ დაშვებული შეცდომა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო.