„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„მე ვნახე ეს განცხადება და, რა თქმა უნდა, ეს განცხადება, თითოეული ჩვენგანის მიერ გულთან ახლოს მისატანია. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი დაინტერესდება და ამაზე რეაგირება იქნება. ადრესატი პრემიერია და პრემიერს ექნება რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს მასზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
Feedc-ის დამფუძნებლის, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. იზა ომაძე სთხოვს პრემიერს, ნიკო კვარაცხელიას საქმით პირადად დაინტერესდეს. ის მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ „მოუწოდოს შესაბამის სტრუქტურებს, წლის თავზე მაინც დაერქვას ყველაფერსა და ყველას თავის სახელი“.