მე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, წარსულშიც და ბუნებრივია, ახლაც ვაგრძელებ კომუნიკაციას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს სუსის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე საუბრისას განუცხადა.
კითხვაზე თუ ჰქონდათ პარტიაში შეხვედრა სუსის წარმომადგენელთან რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაზე, წინასაარჩევნოდ ან სხვა პერიოდში, კობახიძემ განაცხადა, რომ მათთან პარტიულ კომუნიკაცია ბუნებრივია, ეს მაქსიმალურადაა შეზღუდული და ისინი ამ წესს იცავენ.
„ჩვენ მაქსიმალურად შეზღუდული გვაქვს პარტიული ურთიერთობა და ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ. თუმცა, მე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, წარსულშიც და ახლაც ბუნებრივია, ვაგრძელებ კომუნიკაციას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოებას. ეს არის სრულიად ჯანსაღი მოვლენა. რაც შეეხება პარტიულ კომუნიკაციას ბუნებრივია, ეს მაქსიმალურად არის შეზღუდული“, - განაცხადა კობახიძემ.