ნიკა მელია:  კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ განსხვავებას ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის - უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ეს ვერ გაუგია

ნიკა მელია: კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ განსხვავებას ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის - უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ეს ვერ გაუგია

კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის - უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა, რომ გაიგოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მელია აცხადებს, „მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას!"

„კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში - უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს. უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა, რომ გაიგოს!

მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი.

კობახიძე ამ განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „ქართული ოცნებას“ კი არა, „რუსულ ოცნებას“ მისცეს ხმა!,“ - აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეორიულად იმის დაშვება, რომ საქართველოს ცხინვალსა და აფხაზეთში ომი მოუწიოს, ნიშნავს არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან ომს.

„როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“, - განაცხადა კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli უკრაინა ნამდვილად რუსეთია, უეჭველად, ან თუნდაც რუსეთია უკრაინა, ერთი ერია, ერთი ისტორიით! უკრაინა იმაზე მეტადაა რუსეთი ვიდრე აფხაზეთი საქართლო! აქვე დავძენ, რომ აფხაზეთი ნამდვილად, უეჭველად არის ისტორიულიული საქართველო, საქართველოს განუყოფელი ნაწილი!
2 წლის უკან