ირაკლი კობახიძე: ჩვენ სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, იმიტომ რომ არ გვაქვს რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, იმიტომ რომ არ გვაქვს რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ

იყო სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩავაბარეთ წარსულს. ჩვენ სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, იმიტომ რომ არ გვაქვს რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? აბსურდული განცხადებებია და გვიწევს კომენტარების გაკეთება. იყო სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩავაბარეთ წარსულს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე, როდესაც იყო დანერგილი ეს უმძიმესი პრაქტიკა, მაშინ ადამიანებს არა მხოლოდ უსმენდნენ, ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, იმიტომ რომ არ გვაქვს რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. როდესაც ვიღაცები ავლებენ პარალელებს, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. როცა ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია - ეს გასაგებია. როცა ამას უერთდება პრეზიდენტი - მას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას“, - აცხადებს კობახიძე.