ირაკლი კობახიძე: გერმანელებმა ძალიან კარგად იციან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ფასი. აქედან გამომდინარე, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რომ საქართველოში მოხდეს დეპოლარიზაცია

ირაკლი კობახიძე: გერმანელებმა ძალიან კარგად იციან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ფასი. აქედან გამომდინარე, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რომ საქართველოში მოხდეს დეპოლარიზაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიას ევროკავშირში განსაკუთრებული როლი აქვს, აქედან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებული ვიზიტი გერმანიაში და მისი შეხვედრა უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

„ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის მხარდამჭერი გზავნილების მოსმენა ოლაფ შოლცის მხრიდან. ვხედავთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას, იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. გერმანიასთან ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა გაღრმავდეს. გერმანიის კანცლერი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს ჩაერთონ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. გერმანელებმა ძალიან კარგად იციან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ფასი. აქედან გამომდინარე, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რომ საქართველოში მოხდეს დეპოლარიზაცია. შოლცის ეს განცხადება უნდა აღვიქვათ როგორც მორიგი მხარდაჭერა ქართული სახელმწიფოს მიმართ.“, - აცხადებს კობახიძე.