ნიკა რურუა „ნაციონალების“ წინააღმდეგ?

ნიკა რურუა „ნაციონალების“ წინააღმდეგ?

უკვე კარგა ხანია კულტურის მინისტრ ნიკა რურუაზე ამბობენ,რომ ის ოპოზიციაში მიდის.

ამის შესახებ პირველი „ნიუსი“ მაშინ გავრცელდა, როვა ირაკლი ალასანიამ გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა. ადგილობრივი ჭორების მიხედვით, ის და ალასანია ახლობლობენ. თბილისში ამბობდნენ, რომ რურუა მის გუნდში ჩაჯდებოდა.

ალასანიას გადადგომიდან მესამე დღეს რურუა კულტურის მინისტრად დაინიშნა. როგორც ამბობენ სააკაშვილმა მინისტრის თანამდებობა მას საგანგებოდ შესთავაზა, რომ ის ოპოზიციაში არ წასულიყო.

კარგა ხანს მის ოპოზიციაში გადასვლაზე არაფერს ამბობდნენ. ბოლო დროს ეს თემა ისევ აქტუალურია. ვიღაცეები ამტკიცებენ, რომ მას გადადგომოს შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

რურუა ამ ჭორებზე თითქმის არ რეაგირებს. ნაციონალები კი ამტკიცებენ, რომ რურუა მათ არ მიატოვებს.