ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
„ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამშობლოსადმი სიყვარული და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულება სამაგალითო და დასაფასებელია.
სამძიმარს ვუცხადებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო“, - წერს ყაველაშვილი.