ჰელმანდის პროვინციაში, ტაქტიკური დაჯგუფება „ბელავუდის“ დაქვემდებარებაში მყოფმა 33-ე ბატალიონმა, თავის სამოქმედო არეალში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. კოდური სახელით „ჩრდილოეთის ლომი“ ოპერაციის მთავარი მიზანი, ბაზა „ლეზერნიკის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. ქართველი ჯარისკაცები უშუალოდ ახორციელებდნენ სამხედრო ოპერაციას, გარე უსაფრთხოებას კი ამერიკელი საზღვაო ქვეითები იცავდნენ. ქართული დანაყოფების ჰელმანდის პროვინციაში ყოფნის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ოპერაციების დროს ქართველ სამხედროებს ძირითადად გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ.
ბაზა „ლეზერნიკის“ დაცვის მიზნით წარმოებული ოპერაციის დროს ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის მოპოვება, ამბოხებულების აღმოჩენა და ზონაში არსებული სოფლების აღწერა იყო.
ოპერაცია 15 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმატებით ჩაიარა. „ჩრდილოეთის ლომი“ კომბინირებული ოპერაცია იყო და მასში 87 ქართველ სამხედროსთან ერთად ამერიკელი საზღვაო ქვეითები, აშშ-ს არმიის გამნაღველთა ჯგუფი და საბრძოლო ვერტმფრენთა დანაყოფი მონაწილეობდა.