შეხვედრა თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულ ჯგუფთან

შეხვედრა თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულ ჯგუფთან

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის 23 წევრისთვის სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირების ჩვენება გაიმართა. ვიდეომასალის ჩვენება პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით მოხდა. შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა შს სამინისტროს 24 ივნისს წერილობითი თხოვნით მიმართა.