გიორგი მარგველაშვილი -

გიორგი მარგველაშვილი - "ჩემი და ლევან ვასაძის მეგობრობა არანაირად არ არის დაკავშირებული ლევანის პრემიერად დასახელებასთან"

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან. სალომე ზურაბიშვილმა ემოცია არ დამალა და განაცხადა, ძალიან არ მინდა, პრემიერი ივანიშვილი ედიკას დაემსგავსოს, ხალხი დააჩოქოს და ეხვეწონ, არ დაგვტოვოს. "მწვალებელ-პირველის", მიხეილ სააკაშვილის ნაცისტურ-ფაშისტური სექტის მომხრეები ივანიშვილის განცხადებას ყველაზე გულმოდგინედ ეხმიანებიან. აი, მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივნის - გიგა ბოკერიას ცოლი ფიქრობს, რომ ივანიშვილს სურს ხელისუფლებიდან წასვლა რაც შეიძლება მალე: "მისთვის ხელისუფლებაში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა. აქამდე რაც ხდებოდა, ყველაფერი "მიშას ბრალია", ამის მერე რაც მოხდება, ყველაფერი "ივანიშვილის ბრალი იქნება. ბიძინა ამდენს ხვდება, მაგრამ ცხადია, ძალაუფლების დაკარგვა არ სურს და უნდა თავის ბიზნესცენტრში იჯდეს ქურდად და სამოქალაქო პატრიარქის სტატუსით მართოს პროცესები. ამ გეგმის განხორციელებას ხელს უშლის ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობა, ამ შემთხვევაში ძლიერი ოპოზიციის როლში "ნაციონალური მოძრაობაა". საკუთარი გეგმა რომ განახორციელოს, ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია უნდა გაანადგუროს, დაიჭიროს პოლიტიკური ლიდერები და ოპოზიციურ პარტიას თავი წააცალოს. ამის შემდეგ ის მშვიდად იქნება. პრეზიდენტად უსუსტესი მარგველაშვილი ეყოლება, რომელსაც არც საკუთარი გუნდი ჰყავს და არც ნებისყოფა აქვს იმისი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, კიდევ პლასტელინია. სიძულვილის გარშემო დარაზმული კოალიცია, სავარაუდოდ, მარტივ მამრავლებად დაეშლება, მაგრამ ამაზე ის აღარ ნერვიულობს, თუ პოლიტიკური ველი გაწმენდილი ექნება ძლიერი ოპოზიციისგან. ოპოზიციასაც თვითონ დანიშნავს, ნინო ბურჯანაძეს და ირმა ინაშვილს დააფინანსებს, სამოქალაქო სექტორის დაფინანსებასაც გააგრძელებს".

კაბაში გადაცმული გიგა ბოკერია გამჭირვალე ქალბატონია, კარგად ურიკინებს, ვერაფერს იტყვით... შეიძლება ვიღაცამ ჰკითხოს, - შენ, ქალო, შეშინებული ხომ არ ხარო?!. "ჩვენს თამროს" არც ეს უტიფარი გამოთქმა გაუკვირდება, "ელგებეტეს" აქციაზე აკი, სულ ბოზი ეძახეს და ამას იუმორში ატარებდა. ალბათ, "ნაციონალური მოძრაობის", როგორც ოპოზიციური პარტიის სიძლიერეზეც, იუმორში საუბრობს. როგორც ჩანს, მისი არც ერთი მეგობარი მამაკაცი და არც ყოფილი მეუღლე, რომელიც შავი სამყაროს წარმომადგენელია, მიშას, ვანოსა და გიგას ცოცხზე და "დუბინკაზე" არ აღმოჩენილან... როგორც ჩანს, მასშიც არის რაღაც "შავი სამყაროს" ელემენტები, 21-ე საუკუნეში, ჩემო თამარ, რა დროს კანონიერ ქურდებზეა ლაპარაკი. თუმცაღა, ამათთან ხომ ყველაფერი მოსულა...

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - რიჩარდ ნორლანდი, ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერმა ძალზე ნათლად თქვა, რომ გეგმავს, დატოვოს ოფისი, მაგრამ გააკეთოს ეს იმ პირობებში, როდესაც მოხდება პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდ ფულს დებდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. სამწუხაროდ, ეს თანხა კონკრეტულ მიზანს სწორედაც იმიტომ არ ხმარდებოდა, რომ ფულის სათავეს დაპატრონებული იყვნენ ჩერგოლეიშვილისნაირი ადამიანები, რათა არ განვითარებულიყო საზოგადოება და მუდმივ მორჩილებაში ჰყოლოდა ტირან და ავტორიტალურ რეჟიმს. თუკი ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს, დიახაც, ეს იქნება უფრო რთული და საპასუხისმგებლო, ვიდრე ეს აღმასრულებელი რგოლია, რადგან ჩვენს მიძინებულ საზოგადოებას სჭირდება გამოღვიძება, ღირსების დაბრუნება და ჩვენი უფლებების გაცნობიერება, რომ არ მივიღოთ იგივე ტირანი, როგორც მიხეილ სააკაშვილია.

რამდენად ავნებს პრემიერის განცხადება სახელისუფლებო კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, შეძლებს თუ არა მყიფე ხელისუფლება შეინარჩუნოს ერთიანი გუნდი და ვის განიხილავს პრემიერი თავის შემცვლელად?

ამ საკითხზე გთავაზობთ ინტერვიუს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატთან - გიორგი მარგველაშვილთან:

- საზოგადოება ერთ ფიგურაზე, ივანიშვილზეა ორიენტირებული. არ ფიქრობთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში მის მიერ წასვლაზე გაკეთებული განცხადება ნაადრევი იყო?
- მესმის თქვენი კითხვის პათოსი, მესმის საზოგადოების სერიოზული შფოთი, მაგრამ მოდით, ამ ბუნებრივი შფოთვის შემდეგ დავიწყოთ ამ პროცესის რაციონალური გააზრება. ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია ჩემთვის არ იყო ახალი, რადგან ეს ბატონმა ბიძინამ დაახლოებით ორი წლის წინათ გაანდო საზოგადოებას თავის პირველ მიმართვაში. როგორც კი მიმართვა წავიკითხე, არ მიფიქრია, რომ ეს ადამიანი თვალთმაქცობს. მაშინაც მისი პოზიცია აღვიქვი, როგორც მისი გულწრფელი პოზიცია. ახლა გადავიდეთ მის არგუმენტებზე. ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ის ააშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს. თუ სამოქალაქო საზოგადოება არ იქნება ძლიერი, რაც არ უნდა ძლიერი მთავრობა ჰყავდეს, ასეთ ქვეყანას მომავალი არ უწერია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი მიდის იმ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება მდგრადი ქვეყნის განვითარებას, რათა ამ ქვეყანაში არა მხოლოდ ეს მთავრობა იყოს წარმატებული, არამედ ყველა მომდევნო მთავრობა. ცოტა კომიკურია, როცა მის გადაწყვეტილებას წარუმატებელი პოლიტიკოსები აფასებენ.

- ახალი ხელისუფლება ჯერ ძალიან მყიფეა, კოალიცია შედგება 6 სუბიექტისგან, რომლებიც ერთმანეთთან არც პოლიტიკური მსოფლმხედველობით არიან გადაბმული და არც იდეოლოგიით. ივანიშვილის წასვლა გამოიწვევს კოალიციის დაუყოვნებლივ დაშლას. ბიძინა ივანიშვილის გარეშე პირადად თქვენ რატომ უნდა გენდოთ, როგორც პრეზიდენტს? ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა შესაძლოა, ხმა ივანიშვილის ნდობის გამო მოგცეთ, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ მისი ჩამოცილების შემდეგ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ არ მოექცევით, ქვეყანაში ხომ არ მივიღებთ ანარქიას?
- ანარქიას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ხელისუფლება გაყოფილი იქნება შტოებს შორის. მე შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ადამიანს აიძულებს, იფიქროს, რომ შეიძლება გიორგი მარგველაშვილისგან ჩამოყალიბდეს ან კორუმპირებული ადამიანი, ან დიქტატორი. თუმცა ბუნებრივია, არასდროს არ უნდა დაგემართოს ამპარტავნება და საკუთარ თავზე არ უნდა თქვა, რომ რაიმე საშიშროების წინაშე არ დგახარ. თუ რომელიმე ჩვენგანმა გადაუხვია სწორ გზას, გარანტი იმისა, რომ ეს იქნება დროულად აღკვეთილი, არის ის ბალანსი, რომელიც არსებობს ხელისუფლების შტოებს შორის. ჩვენ მოვალე ვართ, ერთმანეთს მივუთითოთ შეცდომაზე, გარანტი არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელშიც იქნება ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე - ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თქვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, და ჩვენ, მთავრობას, გვაქვს ვალდებულება, გვაკონტროლოთ, რამე არასწორად არ წავიდეს. რაც შეეხება იმას, იქმნება თუ არა საშიშროება ივანიშვილის მთავრობიდან წასვლის შემდეგ, თავად ივანიშვილმა თქვა, რომ, თუ ასეთი საშიშროებაა, თუ იქნება საშიშროების განცდა, ოღონდ რეალური და არა ეფემერული, ის არ წავა თანამდებობიდან.

- თქვენი განცხადება წავიკითხე, სადაც ამბობთ, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატზე საუბარი დაწყებულია. საზოგადოება აქტიურად ხედავს თქვენ გვერდით ლევან ვასაძეს, რომელთანაც გაკავშირებთ ნათელმირონობა, ბავშვობის მეგობრობა. ვასაძემ უარიც კი განაცხადა, ყოფილიყო ოპოზიციის ნაწილის საპრეზიდენტო კანდიდატი. მან კულუარებში განაცხადა, რომ არ ისურვებდა, ყოფილიყო თქვენი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში. პრემიერ-მინისტრად ლევან ვასაძე მოიაზრება? აქვე გკითხავთ, ვასაძე ივანიშვილის ფავორიტთა სიაში არ არის, საკუთარ გუნდში ყველაზე მეტად ის ღარიბაშვილს ენდობა. და მაინც, აქედან რომელი მოიაზრება პრემიერად?
- არ მინდა ცალ-ცალკე ინდივიდების განხილვა დავიწყო, თავად ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის ფიქრობს ახალ პრემიერზე. ამ საკითხს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. განათლების მინისტრის შემცვლელიც კი პრემიერის პრეროგატივაა, რომ დაასახელოს კანდიდატურა, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ ერთს და ინდივიდებზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ... ჩემი და ლევან ვასაძის ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრობა არანაირად არ არის დაკავშირებული ლევანის პრემიერად დასახელებასთან. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ნამდვილად არ ყოფილა პრემიერ-მინისტრად ლევან ვასაძის კანდიდატურაზე საუბარი. მე და ლევანი წავედით ჩვენი ბავშვობის მეგობართან, მეუფე შიოსთან სენაკში, სადაც სკოლის გახსნაში მე და ლევანი ვეხმარებით, ლევანი ფინანსურად, მე კი - ჩემი გამოცდილებით. ახლა, რადგან მეუფე შიოსთან წავედით, მცდელობა იმისა, ამ ფაქტიდან რამენაირად გამოადნონ, ეს იმას ნიშნავს, პრემიერობა განიხილებაო, ცოტა რთული კომბინაციაა. ჩემთან ლევან ვასაძის კი არა, არავის კანდიდატურა არ განხილულა, თუმცა ვიცი, რომ ბატონ ბიძინას ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები აქვს და ფიქრობს.

- და მაინც, ვარაუდობთ თუ არა, რომ ის, ვინც პრემიერ-მინისტრის სავარძელს დაიკავებს, იქნება ირაკლი ღარიბაშვილი?
- გულწრფელად გეუბნებით, კანდიდატების განხილვა ჩემთან არ მომხდარა...

- თქვენს შემცვლელად განათლების მინისტრის პოსტზე განიხილებოდა თუ არა სოზარ სუბარი?
- როგორც ზემოთ გითხარით, ეს ჩემი საქმე არ არის, საკადრო საქმეებში ნაკლებად ვერევი, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი კაბინეტის წევრების დასახელება.

- ყოფილმა მხედრიონელმა "მხედრიონის" იდეოლოგიურმა მამამ, სააკაშვილის მთავრობის კულტურის მინისტრმა - ნიკა რურუამ კარგი რეკომენდაცია გაგიწიათ. მან განაცხადა და თქვა, რომ თქვენი ბავშვობის მეგობარია. თქვენთვის ეს პიარია თუ ანტიპიარი?..
- არ ვიცი, ასეთი კომენტარი არსად მომისმენია...

- ნიკა რურუამ ეს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა...
- მე "ფეისბუკი" არ მაქვს, შესაბამისად, ასეთი განცხადება არსად მინახავს და კომენტარსაც ვერ გავაკეთებ.

- ბატონო გიორგი, დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ვის აღიქვამთ რეალურ კონკურენტად? ფიქრობთ თუ არა, რომ შეიქმნება მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა.
- ბუნებრივია, ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია, მივიღებ ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ქართველი ხალხი გააკეთებს, მაგრამ ვითარება რომ შევაფასო, როგორც პოლიტიკის მცოდნემ და არა როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა, დღეს კითხვის ნიშანი, იქნება თუ არა გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი, ნაკლებად ისმის.

- უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე წერს: "ივანიშვილს პრეზიდენტად უსუსტესი მარგველაშვილი ეყოლება, რომელსაც არც საკუთარი გუნდი ჰყავს და არც ნებისყოფა აქვს. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ - პლასტელინია", ანუ თქვენგან, ვისაც როგორი ფიგურა უნდა, ისეთს გამოძერწავს...
- ეს უკვე კომიკურია. როდესაც რეალურ პოლიტიკურ პროცესებზე ვლაპარაკობთ პოლიტიკური ფრაზებით, ეს ნათლად აჩვენებს იმ ოპოზიციურ სიმწიფეს. რაც შეეხება სიტყვა "პლასტელინს", როცა ვთქვი, რომ მე ვარ "პლასტელინივით", ეს ფრაზა ვთქვი აბსოლუტურად სხვა კონტექსტში, კერძოდ, სადაც შევედი, იქ არ შემიცვლია ავეჯი, მე შემიძლია მოვერგო ნებისმიერ ავეჯს. როცა ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურა გამოცხადდა, მაშინ ვთქვი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ჩემს ოპონენტებს არ გააჩნიათ, ჩემზე ისინი ძირითადად ამოჭრილი ფრაზებით ილაპარაკებენ, აქედან შეთითხნიან რაღაცას, ერთ კადრს მეორეს მიაბამენ და ის იქნება მათი უსუსური შავი პიარი, ზუსტად ამას აკეთებენ. ჟურნალისტები გაკვირვებულები იყვნენ, როცა ჩემი კაბინეტები ნახეს. რადგან წინა ხელისუფლების მინისტრების ცვლას მოჰყვებოდა ხოლმე კაბინეტების რემონტი, ახალი ავეჯის შემოტანა და ფუფუნების საგნების დამატება. მაშინ ვთქვი, რომ სკამიც არ გამომიცვლია, შემიძლია მუშაობა ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერ ავეჯს მოვერგო. ნებისმიერმა ჩემმა ოპონენტმა ჩაიხედოს ჩემს ბიოგრაფიაში, რომელ მომენტში ვყოფილვარ მიმყოლი, ჯერ საკუთარ ბიოგრაფიაში ჩაიხედონ, შემდეგ ჩემს ბიოგრაფიაში და ამის მერე გააკეთონ განცხადებები.

- დაბოლოს, თქვენი პოზიცია ცნობილია, არ ემხრობით პრეზიდენტის იმპიჩმენტს, თუმცა არის მოსაზრება, რომ შესაძლოა არჩევნებამდე სააკაშვილი გადადგეს და შექმნას სირთულეები. ფიქრობთ თუ არა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილს სამართალდამცავები დააკავებენ, რადგან ძალიან ბევრი სამხილია უკვე ზედაპირზე...
- სამართალდამცავების მაგივრად ვერ ვისაუბრებ, სააკაშვილისგან ყოველთვის მოველი უარესს და ისეთ გაუაზრებელ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას ცუდად უტრიალდება, მაგრამ მინდა დღესვე განვაცხადო, თუ ვადაზე ადრე ის გადადგა პრეზიდენტობიდან, ეს მისი მხრიდან იქნება გამიზნული ბოროტება, რომელსაც ის ჩაიდენს ქართული სახელმწიფოს წინაშე. ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოში არ დაუსრულებია არც ერთს საპრეზიდენტო ციკლი, არადა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ვადა დაასრულოს და ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ სააკაშვილი ვადაზე ადრე წავა პრეზიდენტობიდან, ეს იქნება გამიზნული იქითკენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტაბილურობის მომენტი არ განხორციელდეს. მისგან ყოველთვის მოველი ისტერიულ ნაბიჯებს.