81 წლის ასაკში გერმანელი რეჟისორი ვოლფგანგ პეტერსენი გარდაიცვალა. ამის შესახებ მის საპროდიუსერო კომპანიაზე დაყრდნობით, Variety წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პეტერსენი 12 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პანკრეასის კიბო გახდა.
ვოლფგანგ პეტგერსენმა კარიერა გერმანიაში დაიწყო. 1981 წელს, მისი ფილმის Das Boot-ის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც ოსკარის 6 ნომინაცია მოიპოვა, რეჟისორი სამუშაოდ ჰოლივუდში მიიწვიეს. განსაკუთრებული პოპულარობა მას ფილმებმა „უსასრულო ისტორია“, „მტერი ჩემი“ და „იდეალური შტორმი“ მოუტანა.