ჯონი დეპი რეჟისორობის 25-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ახალ ფილმზე მუშაობს. მაყურებელი მალე ახალ ფილმ Modigliani-ს იხილავს, რომელსაც ჯონი დეპის რეჟისორობით იღებენ, ხოლო პროდიუსერი ალ პაჩინო იქნება.
Modigliani ბიოგრაფიული ჟანრის ფილმია, რომელიც იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ამადეო მოდილიანის ისტორიას მოგვითხრობს. შეგახსენებთ, რომ Modigliani პირველი ფილმი არ არის, რომელსაც ჯონი დეპის რეჟისორობით გადაიღებენ. ჯონი დეპი 1997 წელს გადაღებული ფილმის, სახელად The Brave-ის რეჟისორია, რომელშიც მარლონ ბრანდოსთან ერთად მთავარი როლიც შეასრულა.
ქორწინებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ფილმი Modigliani უკვე მეორე შემთხვევაა, რომლითაც ჯონი დეპი კარიერას უბრუნდება. სკანდალის შემდეგ ჯონი დეპმა როლი პირველად მაივენ ლე ბესკოს ახალი ფილმში მიიღო. ფილმს Jeanne du Barry ჰქვია, რომელშიც ჯონი დეპი საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის როლს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ჯონი დეპი, რომელიც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დაადანაშაულა, 2020 წელს გამოსულ ფილმ Minamata-ში მონაწილეობის შემდეგ როლზე არ დაუმტკიცებიათ.
შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპმა ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო. ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა. სასამართლომ ჯონი დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $15 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა.