89 წლის ამერიკელმა კაცმა ბიბლიოთეკაში დააბრუნა წიგნი, რომელიც 14 წლისამ გაიტანა 

89 წლის ამერიკელმა კაცმა ბიბლიოთეკაში დააბრუნა წიგნი, რომელიც 14 წლისამ გაიტანა 

აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, 89 წლის კაცმა ბიბლიოთეკაში ჰიტლერის შესახებ დაწერილი წიგნი დააბრუნა. ამ ამბავში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - მან ბიბლიოთეკიდან წიგნი 1947 წელს გაიტანა.

ბიბლიოთეკარების თქმით, წიგნი იდეალურ მდგომარეობაშია და ჯერ კიდევ აქვს საცნობარო ბარათი.

კაცს 75-წლიანი ვადაგადაცილებისთვის ჯარიმის გადახდა არ მოუწევს, ვინაიდან 2021 წლის მარტში ბიბლიოთეკამ ჯარიმები გააუქმა.

მსგავსი შემთხვევა ბრიტანეთშიც მოხდა - შრუსბერის ბიბლიოთეკიდან 1969 წლის 14 მაისს გატანილი წიგნი მკითხველმა 2022 წელს დააბრუნა.