იტალიის დედაქალაქ რომში კაცი, რომელმაც ბანკის გაძარცვის მიზნით 6 მეტრის სიღრმეზე გვირაბი გათხარა, თავისივე გათხრილ გვირაბში გაიჭედა. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.
ბოროტმოქმედი, რომელმაც ჩამოშლილ გვირაბში 8 საათი გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, მძარცველებმა გადაწყვიტეს, დაკეტილი მაღაზიიდან ბანკამდე გვირაბი გაეთხარათ, რათა 15 აგვისტოს, უქმე დღეს ბანკი გაეძარცვათ.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი 4 თანამზრახველი კი დაკავებულია.