ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი, რომელიც 5 აგვისტოს ლოს-ანჯელესში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია The Guardian-ს მსახიობის ოჯახმა დაუდასტურა.

5 აგვისტოს ენ ჰეჩის დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ლოს-ანჯელესში ორსართულიან სახლს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ 53 წლის მსახიობი კომაში იყო, მას თავის ტვინის მწვავე ანოქსიური დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს, რომლის დროსაც ტვინს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება.

ენ ჰეჩმა მან პოპულარობა მოიპოვა 1990–იანი წლების ბოლოს ფილმებით „დონი ბრასკო“ (1997), „ვულკანი“ (1997), „ექვსი დღე შვიდი ღამე“ (1998) და „დაბრუნება სამოთხეში“ (1998).