„მაინცდამაინც საქართველოს რატომ მიადგნენ ასე? საერთოდ, ათვითცნობიერებენ, თუნდაც ევროპისთვის რა შედეგები ექნება საქართველოში ომის დაწყებას?! ეს იქნება კავკასიის დიდი ომი“

„მაინცდამაინც საქართველოს რატომ მიადგნენ ასე? საერთოდ, ათვითცნობიერებენ, თუნდაც ევროპისთვის რა შედეგები ექნება საქართველოში ომის დაწყებას?! ეს იქნება კავკასიის დიდი ომი“

„როგორც ჩანს, უკრაინაში ომიდან ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით სურთ, ცდილობენ, უკრაინელი ხალხი დააჯერონ, თითქოს მტრები სხვაგან არიან, თითქოს საქართველო მათ არ ეხმარება ომში ჩართვით. სინამდვილეში, ამ ომში საქართველო გულშემატკივრობს უკრაინელ ხალხს და არა პოდოლიაკებს, არესტოვიჩებს“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

რას ნიშნავს მიხაილო პოდოლიაკის განცხადება, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და უკრაინის თემაზე საჯარო გამოსვლები შეამცირონ? იმის გამო, რომ უკრაინა ომშია, ყველაფერი შეიძლება ეპატიოს, მათ შორის, გაუთავებელი ბრალდებები და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა საქართველოში? ნუთუ უკრაინელი მოხელეები ვერ აცნობიერებენ, რომ პირველად მათ უნდა შეცვალონ ტონი ჩვენს მიმართ და საქართველოსაც აღარ მოუწევს მათ ბრალდებებზე აყოლა?

- მსგავსი თანამდებობის პირები, როგორებიცაა პოდოლიაკი და სხვები, ჩვენს ოპოზიციურ მედიასივრცეში ასე არ უნდა იყვნენ აჟიტირებულნი. უბრალოდ, სირცხვილია, უკრაინის, ანუ უცხო ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი გვმოძღვრავდეს, რამდენადაც მეგობარი ქვეყანა არ უნდა იყოს. შევეშვათ ამ წამს ურთიერთობებს, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა. საქართველოს რამდენმა მოქალაქემ იცის დღეს პრემიერ- მინისტრის აპარატის უფროსის გვარი? ვფიქრობ, ბევრმა არა. რამდენმა იცის პრემიერის აპარატის უფროსის მრჩევლების გვარები? ალბათ, გაცილებით ნაკლებმა. შესაბამისად, რანგიდან გამომდინარე, არ შეიძლება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თუ აპარატის უფროსის მრჩეველი მიმართავდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას. უთავმოყვარეობაა, როდესაც ამ არამეგობრულ მიმართვებს მუდმივად ტირაჟირებას უკეთებენ ოპოზიციური მედიასაშუალებები და ეს პერმანენტულად გრძელდება მთელი ამ ომის განმავლობაში. უკრაინას დღემდე არ ჰყოლია, ან ძალიან ცოტა ჰყოლია საქართველოსავით მეგობრულად განწყობილი ქვეყანა. ასე იყო უკრაინის ომამდე და ჯერჯერობით ეს დამოკიდებულება კიდევ შენარჩუნებულია, რაც გადის თავმოყვარეობისა და თმენის ზღვარზე და ძალიან მძიმე მოსასმენია. როგორც ჩანს, ამ ურთიერთობების დაზიანება ემსახურება, ერთი მხრივ, ვიწროპარტიულ და ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს. რა თქმა უნდა, აქ ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, მათ ლობს უკრაინაში და არა მხოლოდ უკრაინაში და კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ ინტერესებს საქართველოში. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, უკრაინაში ომიდან ყურადღების გადატანა სურთ სხვა მიმართულებით, ცდილობენ, უკრაინელი საზოგადოების ყურადღების გადატანას, თითქოს მტრები სხვაგან არიან. საქართველოში უკრაინის მტრები არ არიან, მიუხედავად მასირებული საინფორმაციო შემოტევების და მძიმედ მოსასმენი განცხადებების, რასაც ერთი და იგივე პიროვნებები ახორციელებენ.

მხოლოდ „ნაციონალებისადმი“ სოლიდარობით შეიძლება აიხსნას უკრაინიდან მიღებული დაუსრულებელი გზავნილები?

- საერთოდ, მე ამ პიროვნებების კავშირები და მათი წარმომავლობა უფრო მაფიქრებს, ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ვინ არის გონჩარენკო, იანუკოვიჩის თანაპარტიელი, რუსეთ-ბელარუსის კავშირში უკრაინის შესვლის მომხრე? ვინ არის არესტოვიჩი, ყოფილი დუგინისტი? ყოფილი დუგინისტი არ მინახავს ისევე, როგორც ყოფილი კგბ- შნიკი… ეს უკრაინის შიდა საქმე უნდა იყოს და დარჩებოდა კიდეც შიდა საქმედ, რომ არ იყოს ჩვენზე ასეთი მასშტაბის შემოტევები, რასაც აზვიადებს ჩვენი ოპოზიციური მედია, თორემ დღეს უკრაინაში ეს ადამიანები არავის ახსოვს და არავის აინტერესებს, პოდოლიაკი რა განცხადებებს აკეთებს საქართველოსთან მიმართებით.

ისე, არესტოვიჩი აპირებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუკი ზელენსკი არჩევნებში მონაწილეობას არ ისურვებს. ე.ი. თავად თვლის, რომ უკრაინელებში რაღაც დასაყრდენი აქვს.

- თუ ახლა დუგინისტი გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს ჩემთვის იგივეა, იანუკოვიჩმაც რომ იყაროს კენჭი. იანუკოვიჩი, არესტოვიჩი, გონჩარენკო და სხვები ერთი და იგივე ხალხია, მე არ მჯერა ისეთი ნაკითხი ადამიანების, როგორიც არესტოვიჩია (და მას ნაკითხობას ვერავინ წაართმევს), რომ ისინი მსოფლმხედველობას ასე მარტივად რამდენიმე წელში იცვლიან. სტრატეგია შეიძლება შეიცვალოს ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე არ იცვლება ადამიანის ღირებულებები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც არ უნდა დაიძაბოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ფაქტია, რომ ჩვენ ვითარებას არ ვძაბავთ, ჩვენ ვართ ღირსეულად თმენის პოზიციაში, მაგრამ ამ თმენას, ალბათ, ზღვარი ექნება. საქართველოში მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობაა, რომლებიც ამ ომში გულშემატკივრობენ რუსეთს, როგორადაც არ უნდა იაქტიურონ მათ სოციალურ ქსელში, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ ომში უკრაინის მხარესაა. მორალურად, სამართლებრივად, ყველანაირად ამ ომში უკრაინის მხარესაა საქართველოს ხელისუფლება. ამ ყველაფერს შიდა ძალები აზიანებენ და ცდილობენ, სხვა სურათი შექმნან, მაგრამ ამ მოცემულობას ვერ შეცვლიან. ჩვენმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ბევრჯერ დაამტკიცეს, როგორც საერთაშორისო არენაზე ყველა ტრიბუნაზე მხარდაჭერით, ისე ჰუმანიტარული დახმარებებით, ათასობით უკრაინელის მიღებით, რომ უკრაინას უჭერენ მხარს. საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა VIP პირობებში უკრაინელების განთავსება საქართველოში, რასაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონია. ჩვენ ვიხილეთ ევროპის უმდიდრეს სახელმწიფოებში ბარაკებსა და კარვებში ჰყავდათ უკრაინელი მოქალაქეები ზამთრის თუ გაზაფხულის პირობებში. ჩვენ კი საუკეთესო სასტუმროებში ვაცხოვრებდით. ომი გაიწელა და ამ ყველაფერს სჭირდება რესურსები. ჩვენ არ მიგვიღია ევროპიდან და არც მოგვითხოვია დახმარების გამოყოფა, როგორც ამას აკეთებდა თურქეთი სირიიდან დევნილების მისაღებად, მაგრამ ამოწურვადია რესურსები. თუ იქნებოდა შესაბამისი დახმარება დასავლეთიდან, ჩვენ გავაგრძელებდით ამ ხალხის უზრუნველყოფას იმავე პირობებით. დღესაც გრძელდება მათი დახმარება და 300 ლარზე მეტია გამოყოფილი ყოველ უკრაინულ ოჯახზე, ყოველთვიურად უხდის ჩვენი ბიუჯეტი ამ თანხებს რამდენიმე ათას ადამიანს. მილიონობით ლარზეა საუბარი, 8-9-10 მილიონამდე იქნება ერთ წელიწადში. ამ დროს ჩვენი უამრავი ადამიანი გვყავს დასაკმაყოფილებელი, 300 ათასზე მეტი დევნილი გვყავს ჩვენს მიწაზე წინა ომებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მიგვიღია დახმარებები დასავლეთიდან, განსაკუთრებით, ეს ეხება აგვისტოს ომს, მაგრამ, მთლიანობაში, აქაც ლომის წილი ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზეა. ჩვენ არავინ დაგვეხმარა აფხაზეთის ომის დევნილების უზრუნველყოფაში, ჩვენი რესურსები შეზღუდულია.

პრეზიდენტ ზელენსკის ცოტა სხვანაირად რომ აღექვა მოვლენები, ალბათ, მისი ადმინისტრაციის წევრებიც შეწყვეტდნენ ასეთ რიტორიკას.

- არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ეს მავნე რიტორიკა. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტი ზელენსკი არ ეხმიანება ამ განცხადებებს, მისი ნებართვის გარეშე ეს ალბათ არ ხდება, ან მას არ სცალია ამ ყველაფრისთვის. თუმცა ადრინდელ ფაქტებს თუ შევაფასებთ და თვით ზელენსკის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ის დეტალურადაა ყველაფერთან დაკავშირებით საქმის კურსში. ბოლომდე ჩანს, რომ ამ ფრონტის გახსნის საკითხი არ იხსნება დღის წესრიგიდან, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები პერიოდულად პოსტებს აცხობენ ხოლმე ამ თემის ირგვლივ. აქაც ხელისუფლების პოზიცია ცხადია. არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, არამედ წინა ხელისუფლების ვალდებულებებია, რომ კონფლიქტი გადავწყვიტოთ მშვიდობიანი გზით, კარგად წაიკითხონ 2008 წელს გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმება, ეს არაერთხელ გაცხადებულა ხმამაღლა, რომ კონფლიქტი უნდა მოვაგვაროთ მშვიდობიანი გზით. იმის გამო, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ გადავთქვათ ეს და დავარღვიოთ ის შეთანხმება, რაშიც ჩართული იყო მთელი საერთაშორისო საზოგადოება? მაშინ შედეგზე ვინ იქნება პასუხისმგებელი? რა მოჰყვება ამ ყველაფერს? დღეს რუსეთი, ფაქტობრივად, თავზე ხელაღებულია. მსგავს სიტუაციას ვერ ვიხსენებ მსოფლიოში ბოლო საუკუნის განმავლობაში, რამდენჯერმე იყო, როცა ასეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობდა, ეს იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, დღეს არის, ჩემი აზრით, მეოთხე ტალღა, როცა მსოფლიო განსაკუთრებულად ფეთქებადია, რუსეთი არ ინდობს არავის და არაფერს. ომი მიმდინარეობს ყველაზე დაუნდობელი მეთოდებით. თითქმის არ არის ცეცხლსასროლი იარაღით შეტაკებები, ეს არის ომი საარტილერიო საშუალებებით, წვავენ ყველაფერს, ისე მიიწევენ წინ. დონბასში რასაც ვუყურებთ, ომის დასაწყისთან შედარებით ტემპი ძალიან დაბალია, მაგრამ მეთოდები არაადამიანურია. ცხადია, ჩვენს მიმართაც არ იქნება დანდობა რუსების მხრიდან. როგორც ჩანს, პოდოლიაკისთვის არ არის მისაღები, რომ ჩვენ ამ რეჟიმში ვიმყოფებით. For.ge-ს მეშვეობით მინდა ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება, ათეული წლების განმავლობაში ბევრჯერ გვინახავს, როცა ნატოს წევრი სახელმწიფოები ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და ეს არ ეხებოდა ნატოს. მესმის, რომ ნატოს, ამერიკას არ სურთ რუსეთთან დაპირისპირებაში შესვლა, რომ ეს არ გადაიზარდოს ბირთვულ ომში, მაგრამ ნატოს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს ცალკე შეუძლია უკრაინას დახმარება გაუწიოს. განცხადებები და ჭკუის სწავლებები რომ იყო სხვადასხვა სახელმწიფოს ცალკეული პოლიტიკოსებისგან, ბალტიისპირეთსაც შეუძლია, პოლონეთსაც, სხვებსაც გამოაცხადონ, რომ მე ვერთვები საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს, ოღონდ ეს არ ეხება ნატოს. ეს იქნება მათი პოზიცია. მაინცდამაინც საქართველოს რატომ მიადგნენ ასე, რომ, გინდა თუ არა, უნდა ჩაგვრთონ ამ ომში? საერთოდ, ათვითცნობიერებენ, თუნდაც ევროპისთვის რა შედეგები ექნება საქართველოში ომის დაწყებას?! ეს იქნება კავკასიის დიდი ომი, ეს არ დამთავრდება მხოლოდ რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებით, გაცილებით მძიმე სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება. ამიტომ ვიმედოვნებ, საქართველო-უკრაინას შორის დუღილის ტემპერატურა, როგორც მინიმუმ, არ აიწევს და მსგავსი გამოხტომები ნაკლებად იქნება. მიკვირს საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებსაც თავმოყვარეობა არ აწუხებთ, როდესაც მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ასეთ რამეს კადრულობს. იმედია, ჩაივლის ეს ყველაფერი. ვიმეორებ, ამ ომში ყველა გულშემატკივრობს უკრაინელებს, უკრაინელ ხალხს და არა პოდოლიაკებს და არესტოვიჩებს.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ორი რუსეთის მსგავსად, არსებობს ორი უკრაინაც - ერთი მადლიერი, მეორე უმადური? როგორ ფიქრობთ, უკრაინელი ხალხი დაიღალა ზელენსკის პოლიტიკით, რადგან ზელენსკის ადმინისტრაციას თემების გადაფარვა და მტრის ხატის ძიება საქართველოში დასჭირდა?

- კონკრეტულ მომენტში არ მწამს ორი რუსეთის, ორი უკრაინის, ორი საქართველოსი. ყოველთვის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. განსაკუთრებით, უფროსი თაობის რუს ინტელიგენციას თითქოს განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ჩვენ მათი ხმა არ გაგვიგონია. ამიტომ თუ ეს მეორე ხმა პირველს ვერ ფარავს და გავლენას ვერ ახდენს, რა აზრი აქვს ამაზე ფიქრს. არსებობს კონკრეტული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ქვეყანა იმყოფება ომში, უკრაინელ ჩინოვნიკებს აქვთ, ერთი მხრივ, პირადი და ვიწროპოლიტიკური ინტერესები, მეორე მხრივ, ყურადღების გადატანის მცდელობა, თითქოს სადღაც, საქართველო ომში არ ერთვება, ამიტომ რუსეთს ეფექტურად ვერ ვუპირისპირდებითო. ეს არასწორი მიდგომაა, მაგრამ ეს არის დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება და მისი რუპორები. დანარჩენს დრო განსჯის.

ლაზი რასაც უკრაინის ეს, გაურკვეველი დონის ჩინოვნიკები, საქართველოს აკადრებენ, რომ არა საომარი მდგომარეობა, სხვა სიტუაციაში, ელჩი იმათ კი არ უნდა გაეწვიათ, ჩვენ უნდა უნდა წარგვედგინა ნოტა და ჩვენიც დიდი ხნის წინ გამოვეწვია. საქართველოს მთავრობასთან, ასეთი ტონით საუბარს და მითითებების მიცემას, ცეკას მეორე მდივნებიც კი არ კადრულობდნენ. ესენი, ახალი "უფროსი ძმის" ნაბადს ირგებენ, ოღონდ უფრო პრიმიტიული და კატეგორიული ფორმით.
1 წლის უკან
trampi და მარტო კავკასიის ომიიი???....შუა აზიაც დენთის კასრზე ზის
ისე კი ამერიკას რა ენაღვლება?............... დაჯდება და შორიდან დაიწყებს ყურებას და ხელების ფშვნეტას
1 წლის უკან
ჯარჯი საქართველოში, შეიძლება, არც არავის უნდოდეს რუსეთის გულშემატკივრობა ამ ბინძური აგრესიის ფონზე, მაგრამ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი რომ აშკარად და სრულიად სამართლიანად აგრესიულად არის განწყობილი უკრაინის "ხელისუფლების" (და არავითარ შემთხვევაში მოძმე უკრაინელი ხალხის!!!) მიმართ, ეს ფაქტია
1 წლის უკან
trampi ჩემი მეზობელი(და არა მარტო ის) აფხაზეთის ომში უკრაინელმა სნაიპერმა ქალმა მოკლა ..(კისერში მოარტყა და პირიდან გამოუვიდა ტყვია)
თურმე შემაღლებულ; ადგილზე იჯდა და იქიდან ისვროდა ხოლმე.......ასე ნელნელა 5..თუ 6 ბიჭი მოუკლია....
ბოლოს თურმე ხეზე მჯდარა .... ეს ჩვენი ბიჭები რომ გადარეულან იმ ხისთვის კრუგი დაურტყიათ და ის ჩათლხი უკრაინელი ჩიტივით ჩამოუდგიათ...
აბა კითხეთ ერთი ნაცებს-------------- ის უკრაინელი ჩვენი მეგობარი იყოოო??
1 წლის უკან
ჯარჯი trampi-ს თითქმის ანალოგიური შემთხვევა იყო ბალტიისპირელ სნაიპერ ქალთან დაკავშირებით ოჩამჩირის რაიონის ერთერთ პოზიციაზე. ბევრი ჩვენი მებრძოლი იმსხვერპლა იმ ძაღლიშვილმა, სანამ მისი სული არ გაუგზავნეს მის შარაგზის ყაჩაღ წინაპრებს
1 წლის უკან