ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლის შვილი ზაჰარა სწავლას სპელმენის კოლეჯში გააგრძელებს. ინსტაგრამზე გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ანჯელინამ შვილთან ერთად კოლეჯი მოინახულა და დირექტორსაც შეხვდა.
ანჯელინამ კამპუსი დაათვალიერა, რომელშიც ზაჰარამ სწავლის პერიოდში უნდა იცხოვროს. როგორც ჩანს, ანჯელინას შვილთან განშორება უჭირს. "ახლა ტირილის დავიწყებ, არადა, აქამდე ჯერ არ მიტირია", — ასე უპასუხა ანჯელინამ კითხვას, თუ როგორ გრძნობდა თავს შვილთან დამშვიდობების დროს.
ანჯელინა ჯოლიმ რამდენიმე თვის წინ ინსტაგრამის პოსტით საზოგადოებას აცნობა, რომ ზაჰარა სწავლას სპელმენის კოლეჯში გააგრძელებდა. "პირველ რიგში, სტუდენტობას ვულოცავ ყველას, ვინ სწავლას ამ წლიდან იწყებს. სპელმენის კოლეჯი განსაკუთრებული ადგილია და ვამაყობ, რომ ჩემი ოჯახის წევრი სწორედ აქ გააგრძელებს სწავლას", — განაცხადა ანჯელინამ.
ანჯელინას გარდა ზაჰარას მიღწევებით ბრედ პიტიც ამაყობს. PEOPLE-თან ინტერვიუში ბრედ პიტმაც გაუზიარა საზოგადოებას ის ამბავი, რომ ზაჰარა სწავლას სპელმენის კოლეჯში გააგრძელებს და აღნიშნა, რომ ეს "შესანიშნავი ამბავია".