„რას ნიშნავს ელჩის პასუხი, რომ ივანიშვილის „ოლიგარქობა“ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ლინჩის წესით ხომ არ მიდის სამართალი საქართველოში?!“

„რას ნიშნავს ელჩის პასუხი, რომ ივანიშვილის „ოლიგარქობა“ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ლინჩის წესით ხომ არ მიდის სამართალი საქართველოში?!“

ბრალდებები ამერიკის ელჩის წინააღმდეგ - „ოცნებიდან“ წასულები კელი დეგნანს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებენ. მორიგი, თუმცა ამჯერად გავრცელებულ წერილებს შორის ყველაზე ვრცელი განცხადება, რომელიც „ხალხის ძალა“-მ გაავრცელა, საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში განვითარებულ ყველა პოლიტიკურ მოვლენას ეხება.

მმართველი ძალის ყოფილი წევრები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებზე საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ 20 ივნისი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ბოიკოტი, 19 აპრილის შეთანხმება, 5 ივლისის მოვლენები, ომში ჩართვის მცდელობა - ყველა ეს მოვლენა ოპოზიციის მხრიდან ამერიკის საელჩოსთან იყო შეთანხმებული. წერილის ავტორებს ვრცელ განცხადებაში არც ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრა დავიწყებიათ, ამ მიმართულებით კითხვები მათ ჯერ კიდევ აქვთ.

ამერიკის ელჩს „ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხეული ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას და მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაბირებაშიც ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ფაქტები, რაც წერილში დაასახელეს, საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს, მათ შორის ომის დაწყება უკრაინაში და საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა.

„ხალხის ძალის“ წევრების აზრით, მაშინ, როდესაც კელი დეგნანი არ ემიჯნება ომის რიტორიკას, უკრაინის მაღალჩინოსნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების რადიკალურ განცხადებებს, მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, ჩნდება ეჭვი, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი საელჩოსთანაა კოორდინირებული.

წერილში დეტალურად არის აღწერილი ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომისთვის სამზადისი და პროცესები, რომელიც პარალელურად საქართველოში ვითარდებოდა. ოთხეულის მტკიცებით, სამი წლის წინ დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს. მეორე ფრონტი და საქართველოში ათეულობით ათასი რუსი სამხედროს, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის მოცდენა რუსეთს შეუქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს უკრაინის ფრონტზე. წერილში ვკითხულობთ, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ, ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, საელჩოდან იყო კოორდინირებული.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „განდგომილების“ წერილში ჩამოთვლილი იყოს ის კითხვები, რომელიც ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხოდ დატოვა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ წაყრუების ეს ჩამონათვალი უფრო მძიმე ბრალდებაა, ვიდრე რაიმე ტექსტი რომ დადებულიყო. ეს სიჩუმე უფრო მძიმეა, ვიდრე საუბარი. მისი თქმით, პოლიტიკურ წრეებში და სოციალურ ქსელებში არის გარკვეული დამოკიდებულება, თითქოს პარტნიორის კრიტიკა და კითხვების დასმა დაუშვებელია. მათ ეშინიათ, თუ ისინი ზურგს შეგვაქცევენ მერე რა გვეშველება.

„დიდი ბოდიში, მაგრამ ბიზანტიის იმპერიაც ჩვენი პარტნიორი იყო, თუმცა მასთან მუდმივ ბრძოლაში ვიყავით. პარტნიორი იყო, მადლიერებიც უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ დახმარების დროს პარტნიორი თავისასაც ითხოვს. ამ დროს კი ძალიან რთული მომენტი იქმნება, შენ უნდა გადაწყვიტო დამორჩილდე თუ არა. გიწევს იმის ფიქრი, მისი მოთხოვნა შენს ქვეყანას და ხალხს რა სახის ზიანს მოუტანს. არის თუ არა ეს სწორი მოთხოვნა?! ჩვენ ერთხელ, უკვე უახლეს ისტორიაში ასეთი ფრაგმენტი გვქონდა. ამერიკას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გადარჩენილი ვყავართ, იქნება ეს შიმშილი, პოლიტიკური იზოლაცია თუ სხვა, აი, ეს ყველაფერი, ჩვენმა გადამრჩენელმა ამერიკამ გააკეთა იმისთვის, რომ „ვარდების რევოლუცია“ მომხდარიყო.

ამერიკელები ყოველთვის ითხოვენ ქართველების იმ კალაპოტში მოქმედებას, რაც მათ პოლიტიკურად აწყობთ, მიუხედავად იმისა ეს იდია იქნება სწორი თუ არა, ან ჩვენს ქვეყანას რა სახის რისკებს შეუქმნის. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დღესაც რაღაცა იდეის შესრულებას ჩვენს ხელისუფლებას სთხოვენ. კი ბატონო, სამხედრო თვალსაზრისით, მართლაც რომ მომგებიანი იქნება, თუ სხვა ფორნტის ხაზიც გაიშლება. რუსეთი პოლიტიკურად ჩადგეს იმ მდგომარეობაში, რომ ევროპის მოსახლეობისთვის მათ ხელისუფლებებს მეტი ჰქონდეთ სათქმელი. უკრაინის გარდა თუკი რუსეთს ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგაც მოუწევს, მაშინ ევროპელებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის და მოქმედების მეტი სტიმული ექნებათ. თუმცა ჩნდება კითხვა - აქვს კი ამერიკას გაანალიზებული ამ ომის საბოლოო შედეგი ან ბედ-იღბალი როგორი იქნება? თუკი ქართველები ხელში ისევ იარაღს აიღებენ, აფხაზებთან და ოსებთან მინიმუმ ისევ 50 წლით დაშორება მოგვიწევს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით,  არავინ იცის კითხვაზე პასუხი, თუკი ფრონტის ხაზი საქართველოზეც გადმოვა, ამით ვინ უფრო ისარგებლებს, რუსეთი თუ ამერიკა?

„ამერიკა საკუთარი იდეის შესასრულებლად საქართველოში რომ ხელისუფლების შეცვლაზე ფიქრობდეს, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს მტრობა კი არ არის, ესაა მისი პოლიტიკა, ასეთ გზაზე ბევრჯერ წასულა. მგონია, რომ ამერიკისთვის ივანიშვილი ბოლო და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის „მაშველი რგოლი“ უნდა ყოფილიყო. აქ, ალბათ, შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი ძალიან ყურადსაღები ამბავია. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამდე კელი დეგნანს საუბარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან უნდა ჰქონოდა. ამ „განდგომილებმა“ ადრე ახსენეს კიდეც, რომ ზედა ეშელონებზე დასავლეთის თუ ამერიკის მხრიდან გარკვეული საუბრები იყო და ამაზე ჩვენ დეტალურ ინფორმაციას ვფლობთო. მიმაჩნია, რომ ამდაგვარი დიალოგი იყო და რადგან ამერიკას ყველაში იმედი გაუცრუვდა, იფიქრეს, რომ ივანიშვილი მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო და მათი იდეის შესრულება შესაძლოა, მის ხელთ ყოფილიყო“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება ამერიკის ელჩის პასუხს კითხვაზე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ნიშნავს თუ არა იმას, რომ პოლიტიკურად დეგნანმა „ხელები დაიბანა“ და ივანიშვილის საკითხი ჰაერში გამოკიდა? საყვარელიძე ამბობს, რომ ელჩმა ამ საკითხზე „ხელები ძალიან ცუდად დაიბანა“, წესით, მას უნდა ეთქვა, რომ ეს საქართველოს სასამართლოს გადასაწყვეტია.

„რას ნიშნავს ელჩის პასუხი, რომ ივანიშვილის „ოლიგარქობა“ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია? ლინჩის წესით ხომ არ მიდის სამართალი საქართველოში?! მან ფაქტობრივად ამ ფრაზით ლინჩის წესით გასამართლება აღწერა. რაც შეეხება ხალხის გადაწყვეტას, თუ აქ პოლიტიკური კონტექსტი იგულისხმა, ხალხი ამ გადაწყვეტილებას არჩევნებზე იღებს. ელჩს შევახსენებ, რომ 2012 წლის მერე, სათავეში ამ პროცესებს ივანიშვილი უდგას და არც ერთ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მას უნდობლობა არ გამოუცხადა, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის, სააკაშვილისგან. ე.ი. ხალხმა უკვე გადაწყვიტა ოლიგარქი არის თუ არა ივანიშვილი და ეს აზიანებს თუ არა საქართველოს“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ თავისი პათოსით და სტილით, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ანტიდასავლური განცხადება. თუმცა, ის მოვლენები, რაც „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების წერილშია აღწერილი, რაიმე სახის სიახლეს არ წარმოადგენს, გარდა ერთისა, რომ საელჩო თურმე ზეწოლას ახდენდა ხელისუფლებაზე, რათა ჩაეტარებინა რეფერენდუმი ვადამდელ არჩევნებზე და ხელისუფლებამ ამას 40%-იანი ვარიანტი შეაგება, რომელმაც შემდეგ შარლ მიშელის შეთანხმებაში 43%-მდე აიწია.

„ჩემთვის პირადად ნათელი იყო, რომ ის შეთანხმება, რასაც ამერიკის საელჩოში ხელი მოეწერა, ფაქტობრივად „ოცნებისთვის“ ხელების ამოგრეხვის პოლიტიკა იყო. ხელისუფლება დაითანხმეს იმაზე, რაც ოპოზიციას აწყობდა - ოპოზიციური ლიდერების ციხიდან გამოყვანა და 120/30 სისტემით არჩევნების ჩატარება. კი მართალია „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, მაგრამ უფრო დიდი ძალისხმევით და რესურსის ხარჯვის შედეგად. ეს მიმართული იყოს იმისკენ, რომ ოპოზიციას ხელი მომართვოდა. შემდგომ მიშელის შეთანხმება მიმართული იყო, უფრო ოპოზიციის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ვიდრე ხელისუფლების. პოლიტიკაში მოთამაშე ყველა მხარეს თავისი ინტერესი აქვს, თუკი შენ მედიატორი ხარ, მაშინ ეს ინტერესები თანაბრად უნდა გაითვალისწინო და მხარი არავის დაუჭირო. მოდით, დიდ სურათს შევხედოთ - განცხადება გაკეთებულია, ახლა უნდა დაველოდოთ ამერიკის საელჩოს რა რეაქცია ექნება. თუ ისევ იგივე განაცხადა ქალბატონმა ელჩმა, რომ წერილი და განცხადება ბოლომდე ვერ ჩავიკითხეო, ხოლო ეს ყველაფერი ტყუილია და „ეფესბეს“ სახელმძღვანელოდან არის ამოღებულიო, რა თქმა უნდა, სიტუაციას იმ მდგომარეობაში დატოვებს, რაშიც არის - დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პროდასავლურად არ არის განწყობილი, კიდევ უფრო ანტიდასავლურად განეწყობა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ამ დეპუტატებმა კიდევ უფრო მეტი ისაუბრონ და კარტები გახსნან, ვიდრე აქამდე საუბრობდნენ. ანჯაფარიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, მათ აქვთ კიდევ ბევრი რამ სათქმელი, რომელზეც ჯერჯერობით თავს იკავებენ. როგორც ჩანს, კოზირს თამაშის ბოლოსთვის ინახავენ.

„კი საუბრობენ ამერიკის ოფიციალური პირები, რომ არ გვინდა საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ თან ამბობენ, რომ საქართველო ყველა საკითხში დასავლეთის გვერდით უნდა იდგეს. არ მოსწონთ მათ ის ფაქტი, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება. თუნდაც იგივე მეორე ფრონტის თემა. კი ბატონო, ამერიკელებმა იციან, რომ საქართველოს არმია, რუსეთის არმიას ომის შემთხვევაში დიდხანს ვერ შეაკავებს, თუმცა აქ ხომ მარტო სამხედრო მდგენელზე არ არის საუბარი. აქ პოლიტიკურ მდგენელზეც არის საუბარი. თუკი რუსეთი საქართველოს წინაღმდეგაც ბრძოლას დაიწყებს. სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩენს. ევროპას და ამერიკას უფრო მეტი არგუმენტი ექნებათ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, რომ რუსეთი აგრესორია და როგორღაც ეს ძალა შევაჩეროთ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

trampi სერგო ზაქარიაძისა არ იყოს ---- ხორცმეტის მაგარი აპერაცია გამიკეთეს... (ორთაჭალის შუქჩრდილებში რoმ არის ) ზუსტად ისე
მალადეც აი მალადეც მალადეც......ძაან მაგარი აპერაციააა, ძაან მაგარი
ისე კი თქვე დედლებო აქამდე სად იყავით, სად იყავით აქამდე?? ....................
ეს ყველაფერი ადრე უნდა გეთქვათ----ეგენი რომ ეგრე ძალაინ არ განაგლებულიყვნენ
მე რომ ეს 12 წელი აქ სუ ქუნემ კოლუმბის გავიძახოდი(მანამდე სხვაგან) , ზუსტად მაგეების გამო ვიძახოდი...ეგ ამბები ისედაც თითქმის მთელმა საქართველომ იცოდა ....და იმიტომ ვაგინებდი მთელ მაგათ ჯიშს და ჯილაგს......
მოკლედ მიხარია, ძალიან მიხარია,...... ჩემი სათქმელი ბოლომდე რო თქვეს
ჯანდაბას ...........მაინც ყოჩაღ ამათ...
მთავარი ........ყველაფერი 100% მართალია, აბსოლიტურად ყველაფერი...
ეგეც ნაცების(ამერიკის) გაგორებული ფალავანი......................
და ბოლოს სიმართლის თქმა რატოა ანტიდასავლური კამპანია ???------------ ესე იგი რაც გვინდა გვითხრან--გვიქნან კოსტაიასავით უნდა ვიძახოთ------ დიახ ბატონო,... ანტრე ბატონოვოოო??
ეს უსიტყვო მორჩილება, შეკითხვაც რომ არ შეიძლება, ყველაფერი მიშას დანერგილია--- ამერიკელებს(უცხოელებს) აქ რომ მინისტრებად უტვინო პატარა გოგო--ბიჭებს ახვედრებდა ხოლმე, პატარა ოქტომბრელებს, დაჟე პიონერებიც კი რომ არ იყვნენ ....მთლად მთლად უტვინოები
მაშინ იმ გაუნათლებელ ,,ოქტომბრელებს,, ნებისმიერ საკითხზე არანაირი არსობრივი საუბარი არ შეეძლოთ , თავები ცარიელები ჰქონდათ, არაფერი არ იცოდნენ და ან კი როგორ გაუმართავდნენ იმ ჩამოსულ ხალხს სერიოზულ საუბარს ან პოლემიკას?/---- მარტო უყურებდნენ შტერებივით.... თხა რომ ახალ ჭიშკარს გაოცებული მიაშტერდება ხოლმე ისე .....და ამ უცხოელებს რომ ეს დებილები როგორმე მოსწონებოდათ, იძულებულები იყვნენ კოსტაიას როლი შეესრულებიონათ ხოლმე----- ეგ გამოსდიოდათ
აი ასე ჩამოუყალიბდა ამერიკელებს და ნებისმიერ უცხოელს ჩვენზე და ჩვენ ქვეყანაზე, გაუნათლებელი ხალხის შთაბეჭდილება, რომელსაც მათი დახმარება ჭკვის დარიგების გარეშე, არაფრის გაკეთება არ შეეძლო
იმიტომაცაა მას მერე, ყველა გამვლელ--გამომვლელი ამერიკელების თამადობით სუ ჭკვას რომ გვარიგებენ (თანაც სათავისოდ) და თან შეკითხვის დასმის უფლებასაც რო არ გვაძლევენ
ჰოოდა წავიდნენ მაგათი მართლა უტვინო და გაუნათლებელი ამერიკაც ქუნემ
ამერიკის პრეზიდენტის სეკრეტარშა გაუნათლებლობის გამო ავსტრალიას და ავსტრიას რომ ერთმანეთში ურევს და უკრაინას კიდევ ხან რომელი ქვეყნის სახელს დაუძახებენ და ხან რომელის....აბა მაგათ საერთოდ განათლებაზე როგორ უნდა გველაპარაკონ??? თან ვინა კრამონა, გრეგორევნა, კუბილიუსმააააა?
.....
....................
...ეგეც თქვენი გაგორებული ფალავანი ამერიკა
1 წლის უკან
trampi სუტკები არ გავჩერდები მაგათ კაი კაცობებზე ლაპარაკით
.. ჩემი მადლი მოისხეს
1 წლის უკან
trampi ნატალიიიიიიი......
ნატალიიიიიიიიიიიიიიიიიიი
სადა ხარ ნატალი, სადა ??
შენმა სიდედრმა არამც თუ მარტო ჩაისვარა, არამედ .............. ბატივით^ გააასხა დაჟე, ბატივით
ნეტავ აქ იყო ....ჩემ სიდედრსაც გაჩუქებდი........ ეხლა იმის ჯერია....
1 წლის უკან