„მედვედევი იმუქრებოდა, რომ ყირიმზე შეტევა მეორედ მოსვლის ტოლფასი იქნებოდა - რუსეთის უძლეველობის შესახებ მითი უკვე იმსხვრევა“

„მედვედევი იმუქრებოდა, რომ ყირიმზე შეტევა მეორედ მოსვლის ტოლფასი იქნებოდა - რუსეთის უძლეველობის შესახებ მითი უკვე იმსხვრევა“

რა სახის პოლიტიკური და სამხედრო დატვირთვა აქვს უკრაინელებისთვის ყირიმის საკის სამხედრო აეროდრომის აფეთქებას, რომელიც აქამდე ხელშეუხებლად ითვლებოდა? 9 აგვისტოს აეროდრომზე, ყირიმში მყოფმა დამსვენებლებმა ერთდროულად 7-10 აფეთქების ხმა გაიგონეს. დამფრთხალი ტურისტები გაქცევაში ერთმანეთს ასწრებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რა მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა თავდასხმა და სავარაუდოდ, აფეთქებები აეროდრომზე გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ საკის სამხედრო აეროდრომი შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა. ის შეირჩა უკრაინელებისგან სამიზნედ, რადგან 24 თებერვლიდან მოყოლებული, ამ აეროდრომიდან ყოველდღიურად აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ და რაკეტებს უშვებენ უკრაინის სამხრეთ ნაწილში, არა მარტო უკრაინის არმიის პოზიციებისკენ, არამედ - მშვიდობიანი ქალაქების მიმართულებითაც.

მათ აზრით აფეთქებების შედეგად უნდა განადგურებულიყო 14 ერთეული მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30СМ, 16 ერთეული საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, 6 ცალი Ми-8МТ ტიპის შვეულმფრენი და, ასევე, Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები.

ჩნდება კითხვა რა მოხდა რეალურად ყირიმში: იყო ეს დივერსია, ხანძარი თუ სარაკეტო თავდასხმა?- მაინც რამ ააფეთქა ოკუპანტების სამხედრო ბაზა?

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი for.ge-სთან აცახდებს, რომ ყირიმის საკის სამხედრო აეროდრომი რუსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, რადგანაც 24 თებერვლიდან, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, აქედან სამხრეთ უკრაინის დაბომბვა ინტენსიურად ხდება. ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ხერსონის და ნიკოლაევის მიმართულებით, სწორედ ამ ავიადრომიდან ხდებოდა ერთეული საფრონტო ბომბდამშენის Су-24М-ს და მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30СМ-ის აფრენა, რომლებიც სამხრეთ უკრაინას ინტენსიურად ბომბავდნენ.

„უკრაინისთვის ეს იყო კანონიერი სამიზნე, რომლის მდგომარეობიდან გამოყვანაც ფრონტის ხაზს ამ მიმართულებით გარკვეულ უპირატესობას მისცემს. ამ ავიადრომიდან იბომბებოდა არა მარტო სამხედრო ობიექტები და სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები. საკმაოდ საინტერესო მოვლენის მომსწრენი გავხდით, რადგან მიუხედავად ამდენი ვიდეო კამერისა, არ არსებობს ერთი საბოლოო ვერსია, რა ტიპის შეიარაღებით მოხდა ამ ავიადრომზე თავდასხმა. კი რუსეთი აცხადებს, რომ აქ მოხდა აალება და გარკვეული დეტონაცია, მაგრამ ეს საკმაოდ აბსურდული ვერსიაა. იგივეს ამბობდა კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის დროსაც, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ჩაძირვა უკრაინამ მოახდინა. თუკი ამხელა აეროდრომის აფეთქება დაუდევრობას უკავშირდება, მაშინ იმაზე ცუდად ჰქონიათ რუსებს საქმე ვიდრე გვეგონა.

ხანძარს თავისი წინაპირობა გააჩნია, თუ ის რისგან წარმოიქმნება. აფეთქების აქ რამდენიმე ვერსია შეიძლება იყოს. ან დივერსიულ აქტთან გვაქვს საქმე, ან სარაკეტო დარტყმებთან. ხანძარი გამორიცხულია, რადგანაც ვიდეოში კარგად ჩანს, რომ აფეთქებები ერთმანეთსგან არანაკლებ 300-მეტრით იყო დაშორებული. დეტონაცია ერთ ადგილას რომ მოხდეს, იგივე 300-მეტრში არ მოხდება. მეორე ვერსიაა - შესაძლოა, ეს „ჰაიმარსების“ რაკეტები იყოს, რომლსაც 400 კმ-ის დაფარვა შეუძლია. ან „ნეპტუნის“, რომელიც უკრაინელების მიერ არის წარმოებული. ან კიდევ „ჰარპურის“ ტიპის, რომელიც ამერიკულია. მესამე ვარიანტია დივერსია, რომელც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის გაკეთებული“, - აცახდებს ალადაშვილი.

მისივე თქმით, ზუსტად მსგავსი თავდასხმა კურსკის ოლქში მოხდა, რომელიც უკრაინას 120კმ-ით ესაზღვრება. აქაც სამხედრო ავიადრომზე მოხდა თავდასხმა, მაგრამ იქ ცნობილია, რომ დივერსიული ჯგუფი მოქმედებდა, რომელმაც თავდასხმა ნაღმტყორცნით განახორციელა.

„ამ დარტყმას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგანაც რუსეთი ყირიმს უკვე საკუთარ ტერიტორიად თვლის. უკრაინამ კი აჩვენა, რომ მის მიერ ვითომ ყველაზე კარგად დაცულ ტერიტორიაზე შეტევის უნარი გააჩნია. ფაქტია, რომ უკრაინამ შეტევით ბრძოლაზე გადასვლა დაიწყო. ვიცით, რომ ბოლო ერთი თვეა რუსეთის შეიარაღებული ძალები ძირითადად თავდაცვაზე არიან გადასულები. ეს იმის ბრალია, რომ ჯარი დაიღალა და გამოიფიტა. უკვე ნახევარი წელი ხდება, რაც ეს ომი მიდის და თუ ჯარში როტაცია არ მოხდა, ამდენი ხანი ადამიანი ფიზიკურად ბრძოლას ვერ შეძლებს. რუსეთის ხელისუფლების გეგმაში ომის ამ დრომდე გაგრძელება არ იყო. პუტინს ბლიცკრიგი ჰქონდა ჩაფიქრებული, რაც არ გამოუვიდა და ეს იყო ყველაზე დიდი სამხედრო შეცდომა, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალის სწორად შეფასება ვერ მოახერხეს. ახლა უკრაინელებმა ომი ისწაველს, მათ დასავლეთიც ეხმარება და რა თქმა უნდა, რუსებისგან განსხვავებით, ბრძოლის მეტი მოტივაცია აქვთ. ამიტომაც არის, რომ რუსების შეტევითი ბრძოლები შეჩერდა და თუ არ მოხდა მათი ჩანაცვლება, უკრაინას აქვს შანსი, რომ შეტევით ბრძოლაზე გადავიდეს. თუმცა აქ დასავლეთიდან შეიარაღების დროზე მიწოდების პრობლემა დგას. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია თანაბარია და ორივე მხარე თავდაცვაზეა გადასული. ვნახოთ, ახლა უკრაინელებს მეტი შანსი ეძლევათ“, - ამბობს ალადაშვილი.

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხრიდან ყირმის აეროდრომზე განხორციელებულ შეტევას ორი სახის დატვირთვა აქვს, ერთი ეს არის სამხედრო და მეორე პოლიტიკური. ბატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის ის ავიადრომი, საიდანაც რუსები უკრაინაზე შეტევას ახორციელებდნენ. ამიტომ ეს საჰაერო მხარდაჭერა რუსეთის არმიას ფრონტის ხაზზე მოაკლდება და ნაკლებ ბრძოლისუნარიანი გახდება.

„დიდი ხნის განმავლობაში რუსები ამტკიცებდნენ, რომ ყირიმი ხელშეუხებელია და მას არაფერი ემუქრება. მედვედევი სულ რამდენიმე დღის წინ იმუქრებოდა, რომ ყირიმზე შეტევა მეორედ მოსვლის ტოლფასი იქნებოდა. არაფერი ასეთი არ მომხდარა. რუსეთის შესაძლებლობები შეზღუდულია და მათი უძლეველობის შესახებ მითი უკვე იმსხვრევა. ყირიმი არის პუტინის რუსეთის სიმბოლო, მიტაცებული ტერიტორია, რომელიც იმპერიის წმინდა ადგილად ითვლება. ათი ათასობით რუსი ტურისტი ყირიმიდან გარბის და რუსული პროპაგანდა მათ ვეღარ აჩერებს. ეს არის იმის სიმბოლო, რომ უკრაინა სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად ყირიმსაც გაათავისუფლებს, როცა ამის დრო მოვა. დასავლეთის დახმარება კიდევ დიდი რაოდენობით მოდის და უკრაინას მალე იმის საშუალება ექნება, რომ მასშტაბურ შეტევით ბრძოლებზე გადავიდეს. ომში გადამწყვეტია ინიციატივა. ადრე თუ ეს ინიციატივა რუსების მახრეს იყო, ახლა ნელ-ნელა ეს უკრაინელების ხელში გადმოვიდა“, - ამბობს ბატიაშვილი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით რთული სათქმელია, რა სახის იარაღის გამოყენება მოხდა. არის ვერსია, რომ ეს არის უკრაინული იარაღი, რომელიც გემების წინააღმდეგ გამოიყენება და 280 კმ-ზე წვდომა გააჩნია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ როგორც ჩანს, უკრაინელებს რუსული ბირთვული შანტაჟის ფონზე არ სურთ გახმოვანება, რა სახის იარაღი გამოიყენეს, რაც იმის ოფიციალურად დადასტურებაა, რომ ეს უკრაინის მხარის მიერ არის გაკეთებული.

DDDzia სად პოულობთ ასეთ ექსპერწებს?
აზრზე არ არიან არაფერზე.
ვინ დააბრალა ამათ ექსპერტობა?

ბმული />
FOR.GE - ამ სისულელის დაბეჭდვას, კახელის ეს სტატია დაგებეჭდათ.
1 წლის უკან
DDDzia გადმოვიტან სტატიას.
დარწმუნებული ვარ, რომ ავტორი არ არის წინააღმდეგი.

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

უკრაინიდან, საუბედუროდ, ისევ მძიმე ამბები თუ ისმის:

უკრაინული მედია იტყობინება, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დააკავეს ცნობილი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი. დაკავების მიზეზია მისი კავშირი სახელმწიფო ღალატის სავარაუდო დანაშაულზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც იტყობინებიან, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები სწავლობენ დიმიტრი გორდონის კავშირს გენერალ-პოლკოვნიკ იგორ სმეშკოსთან, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. სმეშკოს ეკავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 2005 წლამდე. არსებობს ეჭვი, რომ სმეშკო გეგმავდა შეთქმულებას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, რის შედეგადაც სახელმწიფო ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებდა მოსკოვის მიერ კონტროლირებადი მარიონეტული მთავრობა. გორდონი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ კავშირს სახელმწიფო ღალატის საქმესთან და აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. მაგრამ ასეა თუ ისე, იგი დააკავეს და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დატოვების ნებართვა გააჩნდა, არ მისცეს საშუალება უკრაინის საზღვარი გადაეკვეთა. როგორც ჩანს, უკრაინაში „კუდიანებზე ნადირობის“ სეზონი თუ არ გახსნილა, შეიძლება ეს მალე მოხდეს. ამას მიანიშნებს ბევრი გარემოება, მათ შორის ზელენსკის ბოლო საკადრო ცვლილებები, დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა რადას დეპუტატებისათვის, ბევრი ცნობადი ადამიანის მიმართ გახმაურებული ეჭვები რუსეთთან კავშირებში და მათ შორის, გორდონის ეს დაკავებაც უკრაინის საზღვარზე. ვნახოთ. შესაძლოა, ეს ყველაფერი უკრაინის შიდა პოლიტიკური მძაფრი კრიზისის ავისმომასწავებელი სიმპტომებია.

ამ პოლიტიკური არასტაბილურობის აშკარა ნიშნებს ყოველგვარი მნიშვნელობა ეკარგება უკრაინის ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობის ფონზე. უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ მომზადდა მოხსენება, რომლის პრეზენტაცია დაგეგმილია 17 აგვისტოს. მოხსენების ავტორები უკრაინელი აკადემიკოსი ეკონომისტები არიან. მოხსენების მთავარი დასკვნა უკვე გახმაურდა მედიაში: იტყობინებიან, რომ ამ დასკვნის მიხედვით, უკრაინის ეკონომიკა უკვე დაეშვა ქვედა ნიშნულის იმ კრიტიკული ზღვრის, ერთგვარი წითელი ხაზის დაბლა და კრახი გარდაუვალია - ეკონომიკის გადარჩენა, რაც გინდა დიდი მოცულობის ფინანსური ინექციებით, თუნდაც ტრილიონი დოლარიც რომ იყოს, პრაქტიკულად წარმოუდგენელი ხდება, რადგან „ხელოვნური სუნთქვით“ ეკონომიკის რეანიმირება, თუ ის გაჩერდა და კვლავწარმოებისკენ მიდრეკილი აღარ არის, შეუძლებელია. როგორც პრესასთან საუბარში აღნიშნა ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერმა, ევგენი მასლენიკოვმა, უკრაინის ბიუჯეტის არანაკლებ 36% თავდაცვის მიზნებს ხმარდება, ამასთან ექსტრემალურ პირობებში ეკონომიკის ფუნქციონირების გამო, როცა უკრაინა კარგავს არა მხოლოდ ტერიტორიებს, არამედ საწარმოო რესურსებს, შემოსავლების უმძიმესი კლება ვერ კომპენსირდება უცხოური დახმარებებით, რაც საბოლოო ჯამში, ივლისის ჩათვლით გაწეული ხარჯების მხოლოდ 7%-ს თუ შეადგენს. საუბარი გრანდიოზულ უცხოურ ფინანსურ დახმარებებზე სიმართლეს არ შეესაბამება - უკრაინას დაჰპირდნენ 31 მლრდ. ევროს დახმარებას, ხოლო რეალურად მიღებულია მხოლოდ 11 მლრდ. ევრო. ამასთან, დასავლელი დონორები უკვე თავს იკავებენ, რადგან სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამ დახმარებას საჭირო ეფექტი არა აქვს და ეს იგივეა, უძირო კასრში ფული ფუჭად გადაყარო. უკრაინას რეალურად თავი გააქვს სავალუტო და ოქროს რეზერვების რეალიზაციით: უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ ივლისში 4 მილიარდი დოლარის რეზერვი გაყიდა, მიმოქცევაში ჭარბი ფულის გაშვებით კი გრივნა გააუფასურა 25%-ით და მხოლოდ ამ გზებით შეივსო აუცილებელი ხარჯების დაფინანსება. ამჟამად, რადგან რეალური შემოსავალი არსაიდან ჩანს, ყოველ თვე საჭირო ხდება არა ნაკლებ 5 მლრდ-ის რეზერვების რეალიზაცია, მაშინ როცა უკრაინის ეროვნულ ბანკს მხოლოდ დაახლოებით 23 მლრდ-ის ვალუტა და სარეზერვო ოქრო აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდა და სხვა პერსპექტივა კი არ ჩანს, ნოემბერში ეს რეზერვიც ამოიწურება და უკრაინა მთლიანად ცარიელზე დარჩება. ისმება საბედისწერო კითხვა - აღნიშნავს აკადემიკოსი - რაღას დაიცავს უკრაინის არმია, ხალხისგან დაცლილ ქალაქებს, რომლებიც დარჩებიან ენერგიის, ყოველგვარი წარმოების, წყლის, გათბობისა და რაც მთავარია, ადამიანების გარეშე?! მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია, სახალხო მეურნეობამ უკვე გაიარა ის ქვედა ნიშნული, რის შემდეგაც რღვევა შეუქცევადია. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობას, მიუხედავად ფრონტზე შექმნილი მდგომარეობისა, ეკონომიკური საფუძველი ფეხს ქვეშ ეცლება და შესაძლოა უკრაინა, როგორც სახელმწიფო, რომელიც 1992 წლიდან მსოფლიო რუკაზე არსებობს, თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის - აღნიშნავს მასლენიკოვი.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ხო, დიახ წასულია რუსეთის საქმე, ერხევა! ბოლო ცნობების მიხედვით საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთის მიერ დაკავებულ ტრიტორიებზე არის წიაღისეული სიმდიდრე რომლის საერთო ღირებულებაა $12 400 000 000 (12 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი). დეტალები იხილეთ ბმულზე - ბმული
1 წლის უკან
leviko უკრაინაში ბრძოლები ამერიკამ იმიტომ დაიწყო იცოდა რომ ბევრი წიაღირსეულია იქ უკრაინელი ხალხი ისედაც არ ადარდებდა ხოდა ახლა დავინახავტ მისი 60 პროცენტიანი მსოფლიოს დოლარიზაცია რას მოუტანს
1 წლის უკან